30 April 2014      ANGEL     Views 6 960    
Category: Architecture / Stars


ინტერნეტში გავრცელდა ახლად დანიშნული წყვილის
მეტი-კეიტ ოლსენის და ოლივიე სარკოზის მიერ შეძენილი სახლის ფოტოები

27 წლის მსახიობმა და 44 წლის ფრანგმა-ბანკირმა სახლი ნიუ იორკში, მანჰეტენის ისტორიულ უბანში Turtle Bay -ში შეიძინეს $16,5 მილიონ დოლარად. სახლს ვრცელი შესასვლელი, პირადი ბაღი ფანტანით, უზარმაზარი მისაღები ოთახი, სარკეების დარბაზი, ბალრუმი, 5 საძინებელი, აუზი სახურავზე, სახელოსნო/სტუდია, ავტოფარეხი და ლიფტი აქვს. სახლი 20 საუკუნეში აშენდა ამერიკელი დიდგვაროვნის Charlotte Martin-ს მიერ. ამ სამეზობლოში სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობდნენ: Katherine Hepburn, Bob Dylan და Stephen Sondheim.



როგორც გახსოვთ, ვწერდით, რომ წყვილი ოლივიეს $6.25 ღირებულ სახლში ცხოვრობდა ნიუ იორკ ისთ საიდში. როდის აპირებენ გადასვლას Turtle Bay-ს ახალ სახლში და შეცვლიან თუ არა სახლის ინტერიერს არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ ამ უნიკალური სახლის სტილი შენარჩუნებული იქნება.

თემატური ნიუსი: მერი-კეიტ ოლსენი დაინიშნა
www.ionutmaxim.ro/stars/114164-.html

27 წლის მსახიობი, მერი-კეიტ ოლსენი დაინიშნა, მისი რჩეული წარმოშობით ფრანგი, ამჟამად ამერიკაში ნიო-იორკში მოღვაწე ბანკირი, 44 წლის ოლივიე სარკოზი გახლავთ, რომელიც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ნახევარ ძმაა. მერი-კეიტ და ოლივიეს თითქმის 2 წლიანი რომანი აკავშირებთ.




ცოტა ხნის წინ კი დები მერი-კეიტი და ეშლი ელენის შოუს ეწვივნენ, ოლსენები არც თუ ისე ხშირად თანხმდებიან ინტერვიუებს და საერთოდ ამ ბოლო დროს კინოებშიც იშვიათად იღებენ მონაწილეობას. ისინი ამჟამად დიზაინერობით არიან დაკავებულნი და შოუს მათი ახალი სუნამოს Elizabeth and James Nirvana White და Nirvana Black-ის წარსადგენად ეწვივნენ. გოგონებმა მონატრებულ პუბლიკას მრავალ შეკითხვაზე გასცა პასუხი და კარგადაც იხალისეს.






მერი-კეიტის და ოლივიეს ახლად შეძენილი სახლის ფოტოები Turtle Bay







Category: Architecture / Stars
Tags: MARY-KATE OLIVIER SARKOZY HOME

Share it
Comments
Back to Top