იაპონიის სოფლის ცხოვრება ფოტოგრაფ ლინდა ბატლერის ფოტოობიექტივში

65 წლის ამერიკელი ქალბატონი ლინდა ბატლერი უკვე 30 წელია დოკუმენტალისტ-ფოტოგრაფად მუშაობს. ლინდა ყურადღებას ყოველთვის აღმოსავლეთი აზიის კულტურზე ამახვილებდა. გთავაზობთ ამამომავალი მზის ქვეყნის-იაპონიის სოფლის ცხოვრების ამსახველი ფოტოების სერიას.

იაპონიის სოფლის ცხოვრება
Tags:

იაპონელი მხატვარი Hina Aoyama საკუთარი ხელებით ნამდვილ შედევრებს ქმნის. უბრალო ქაღალდის და მაკრატლის დახმარებით ჭრის დელიკატურ პეპლებს, ყვავილოვან მაქმანებს, წერილებს და ა.შ. შემდგომ კი აკრავს სხვადასხვა ქსოვილებზე ან შუშაზე. დიზაინერის თქმით ნამუშევრების შესაქმნელად საშუალოდ სჭირდება რამდენიმე საათი, თუმცა სირთულის მიხედვით შესაძლოა რამდენიმე კვირაც გასტანოს. Hina Aoyama მუშაობს Paper Art-ის ჟანრში, რომელმაც უდაოდ შეიმუშავა უნიკალური სტილი
ქაღალდის ხელოვნება
Tags:

პეტრე კარლ ფაბერჟე დაიბადა რუსეთში, პეტერბურგში. მამამისი იყო გერმანული წარმოშობის ესტონელი ხოლო დედა ნაკლებად ცნობილი მხატვრის შვილი. 1842 წელს კარლმა დაარსა საიუველირო კომპანია.
პეტრე კარლ ფაბერჟე
Tags:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კუბაში

ფოტოგრაფმა მარტინ ნოიჰოფმა გამოუშვა ფოტოების სერია, სადაც იგი თავის შთაბეჭდილებებს კუბაზე ფოტოებში აღწერს. ფოტოები ძალიან კარგად ასხავს კუნძულ კუბას ყოველდღიურ ცხოვრებას: კუნძულის ულამაზეს ბუნებას, ქუჩის ცხოვრებასა და კუბელი ხალხის პორტრეტებს

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კუბაში
Tags:

მოდური ილუსტრატორის კარიერა და შემოქმედება - Sabine Pieper

Sabine Pieper-ი მოდური ილუსტრატორია, რომელიც ცნობილი და საკმაოდ პოპულარულია უცხოეთში. მის მეორე
პროფესიას ფოტოგრაფობა წარმოადგენს.
ის 1980 წელს დაიბადა, მის კარიერასა და მოღვაწეობას კი ბერლინში
აგრძელებს. მას ფართო ურთიერთობები აქვს ცნობილ, მოდურ წამყვან ჟურნალებთან. მისი ილუსტრაციები ხშირად
ხდება სხვადასხვა წიგნების გაფორმების საშუალება, ასევე ხშირად ეწყობა მისი პერსონალური გამოფენები.

Vlisco არის ცნობილი ბრენდი, რომელთანაც საბინს ხშირად აქვს ხოლმე ურთიერთობა, რაც მათ თანამშრომლობაში
გამოიხატება. 2011 წელს ილუსტრატორმა სპეციალურად ბრენდისთვის რამდენიმე არაჩვეულებრივი ჩანახატი შექმნა.
მისი სტილი განსხვავებულია. ადამიანის სახეს, ნაკვთებს და სხვადასხვა დეტალებს, მუქ ან შავ-თეთრ ტონალობებში
წარმოგვიდგენს, ტანისამოსს კი მთლიანად უკეთებს აქცენტს და მკვეთრ ფერებს გვთავაზობს. ტექნიკა, რომელიც ამ
ნახატებში მან წარმოგვიდგინა, მართლაც ელეგანტურისა და წარმოსახვითი სტილის არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის.


fashion illustrator - Sabine Pieper

Tags:

ჯონი დეპი უაღრესად ხელოვანი ადამიანია,
მსახიობი მუსიკოსობს და ასევე ხატავს! წარმოგიდგენთ მის მიერ შესრულებულ ტილოებს.
Johnny Depp's Artworks
Tags:

ისეთი ნახატები, რომლებიც ფოტოებს გვანან ძალიან მომრავლდა ბოლო დროს და გაცილებით აქტუალური გახდა. მარკ სტიუარტი ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია, რომელიც ასეთ რეალისტურ ნამუშევრებს ქმნის. გავეცნოთ მის რამდენიმე ახალ ნახატს, რომლებიც ნამდვილად ფოტოებს გვანან.


Tags:

მოწყენილი თოჯინები

ამ არც თუ ისე ოპტიმისტური ილუსტრაციების ავტორი ძალზედ უცნაური სახელის მქონე ქალბატონი კუკულაა. ეს გოგონა დაიბადა და გაიზარდა თელ-ავივში. იგი დიდიხნის მანძილზე ისმენდა კოშმარებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ. თავადვე ამბობს, რომ ეს შავი ლაქა მის ნამუშევრებში მკვეთრადაა გამოხატული. ნამუშევრის მთავარი გმირები ყოველთვის თოჯინები არიან. მათ გარშემო კი რაიმე კონკრეტული საგნები ან სიმბოლური დატვირთვის მქონე ჩანაწერებია. ეცადა, რომ შეერთებინა კლასიკური ევროპული ხელოვნება და ამერიკული პოპ-არტი. რაც ძალზედ კარგად გამოსდის.

მოწყენილი თოჯინები
Tags:

კირა რატბოუნი არის მხატვარი ლონდონიდან, იგი ხატვისთვის უჩვეულო სტილით გამოირჩევა, კერძოდ კი დეტალურ ნახატებს ქმნის. ის კომპიუტერით, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ციფრების საშუალებით ქმნის საოცარ ნახატებს, სადაც გამოსახულია სხვადასხვა ცნობილი სახეები და ვარსკვლავები. კირა თავისი ერთი ნახატის შექმნას საშუალოდ 90 საათს ანდომებს, აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ხატვის პროცესი საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

Keira Rathbone - კრეატიული მხატვარი
Tags:

ჟაკლინ ბისე ცნობილი მოდური ილუსტრატორია, რომელიც გამოირჩევა თავისი მარტივი ხელწერით.
ის სახატავად ტუშსა და აკვარელს იყენებს. მის ნახატებში ადვილად შევამჩნევთ მის დამახასიათებელ შტრიხებს, კერძოდ დახვეწილ, მარტივი მოძრაობით შესრულებას. ჟაკლინი სკოლაშიც ასწავლიდა ერთი პერიოდი და მას 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ის საკმაო პოპულარობით სარგებლობს სხვადასვხა ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში.


მოდური ილუსტრატორი - Jacqueline Bissett
Tags:
« 1 ... 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 »
Back to Top