ჰარდინგ მეიერი - ეროვნებით ბრაზილიელი მხატვარია, რომელიც 1964 წელს პოერტო ალეგრეში, ბრაზილიაში დაიბადა. ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან თუ ინფორმაცია მხატვრის პროფესიული მიღწევების შესახებ ინტერნეტ სიცრცეში ნაკლებად მოიპოვება. ცნობილია, რომ ჰარდინგი ბერლინში ცხოვრობს და მისი სოციალური ქსელის ექაუნთიდან ცხადია, რომ იგი ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში და ფართო აუდიტორიას ამ გზით აცნობს საკუთარ შედევრებს.

Tags:

ARTPOP Era

2013 წელს ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ ჩაწერა მისი მესამე სტუდიური ალბომი ARTPOP, ალბომი ყველასგან განსხვავებულია. ლედი გაგამ დაგვანახა მისი სულ სხვანაირი სახე. იგი მოგვევლინა ხელოვან ადამიანად, რომელმაც თავისი გარეგნობით და სადა იმიჯით შეძლო მსოფლიოს მოხიბვლა, როდესაც სხვა ვარსკვლავები და თავადაც ეპატაჟურობის გზას მიმართავდნენ ყურადღების მიპყრობის მიზნით.

ARTPOP Era
Tags:



ანიკ ბუვატიე - ფრანგი, თანამედროვე, უნიჭიერი მხატვარი. მის შესახებ ინტერნეტში არცთუ ბევრი ინფორმაცია მოიპოვება. 1982 წელს ანიკმა მიატოვა სამედიცინო კოლეჯი და სამხატვრო სკოლა "Berçot - Marie Rucki"-ში ჩააბარა სადაც 2 წლის განმავლობაში სწავლობდა და მისმა კრეატიულობმა იგი ყველასაგან გამორჩეულ მხატვრად ჩამოაყალიბა. ჯერ კიდევ სტუდენტი ანიკის ნამუშევრები პარიზისა და რომის გალერეებში იფინებოდა. ანიკის ნამუშევრები რეალისტური და ამავდროულად ინტიმური იდუმალებითაა მოცული, იგი ხშირად იყენებს წითელ ფერს, მასალა ზეთის საღებავები. წარმოგიდგენთ ანიკ ბუვატიეს ნამუშევრებს.

Tags:

ჰელენ გრინი-ახალგაზრდა ბრიტანელი ილუსტრატორი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში მის მიერ შექმნილი ცნობილი ადამიანების ნახატებით.

Helen Green-ის ახალი ნამუშევრები
Tags:

ქლოი ტრუჯილო გახლავთ მსოფლიოში ცნობილი როკ ბენდ მეტალიკის ბასისტის რობერტ ტრუჯილოს მეუღლე. სამწუხაროდ მის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ინტერნეტში. იგი დაიბადა და გაიზარდა პარიზში. რამდენიმე წელია ხატავს, არამარტო ხესა და მინაზე არამედ წიგნებზე, მუსიკალულ ინსტრუმენტებზე და სერფინგის დაფებზე, წერს მუსიკას და საკუთარ ხელოვნებას თაყვანისმცემლებს საკუთარი ვებგვერდის www.chloeinart.com www.chloetrujillo.com/ საშუალებით უზიარებს, სადაც მისი ნახატების შეძენაც შეგიძლიათ.სიახლეში წარმოგიდგენთ ქლოის ნახატებს და დუეტს მეუღლესთან.

Tags:

ცოტა ხნის წინ მარიამ დევდარიანი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ახალგაზრდა მხატვარი სხვადასხვა ტექნიკით ასრულებს ნამუშევრებს, რადგან როგორც ამბობს, ამგვარად ის არ არის შეზღუდული და თავს კომფორტულად გრძნობს. გამოფენამ, რომელიც მარიამისთვის პირველი პერსონალური იყო წარმატებით ჩაიარა, ის აქტიურ შემოქმედებით პროცესშია, ამიტომ მისგან მრავალ სიახლეს უნდა ველოდოთ.
მარიამის facebook გვერდი

Tags:



ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს ART angel, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა. პროექტის მომდევნო სტუმარი - ანა ლაღიძე გახლავთ, რომელიც გადავიღეთ თექის ნამუშევრების პერსონალური გამოფენის "ფერადი სიზმრები"-ს მზადების პროცესში.

თექაზე მუშაობა მოგეხსენებათ საკმაოდ შრომატევადი და რთული შესასრულებელია, თუმცა ანასთვის ეს საინტერესო პროცესია და გატაცებით მუშაობს თექაზე. შთაგონებას ოჯახის წევრების შემოქმედებისგან იღებს, რომლებიც ასევე მხატვრები არიან. ხატვის სტილთან დაკავშირებით ამბობს, ყოველთვის იტაცებდა აბსტრაქტული ხელოვნება, რომელიც უარყოფს გარესამყაროს რეალურ ასახვას და გეომეტრიული ფიგურებით და ფერადი ლაქებით გადმოსცემს თავის ფანტაზიას, იდეას, არსს.


Tags:

19 მარტს, 6 საათზე ანა ლაღიძის გამოფენის გახსნა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
`ფერწერული' თუ `გრაფიკული~ კომპოზიციები - ფერადი თექისგან და სხვადასხვა სახის თუ ფაქტურის ქსოვილებისგან არის შექმნილი. გამოფენაზე წარმოდგენილია ასამდე ნამუშევარი.

,,ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ"


ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს. ფოტოებს კი სპეციალურად angel.ge -სთვის ფოტოგრაფი სალომე დომბროვსკაია წარმოგვიდგენს.

ამ პროექტის მომდევნო სტუმარი მხატვარი - ლევან აბრამიშვილი გახლავთ.
ლევანი ძირითადად Op-Art ჟანრში მოღვაწეობს, თუმცა ამბობს, რომ მისი შემოქმედება ერთ კონკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.

„შთაგონების წყარო შეიძლება იყოს მიმდინარე რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, უცნობი, ან ნაცნობი ადამიანი, ხე, ბოქლომი და ასე შემდეგ. სამყაროში დაგროვილ, ან უბრალოდ რომელიმე ინფორმაციას, თუ იმპულსს უკეთებ კონცენტრირებას და გადაგაქვს ტილოზე, ქაღალდზე თუ რომელიმე სხვა მასალაზე. მუზა ჩემთვის გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც გეხმარება თავის გამართლებაში, თუ რატომ არ მუშაობ.“

Tags:

ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს. ფოტოებს კი ასევე ნიჭიერი და ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფი სალომე დომბროვსკაია წარმოგვიდგენს, სპეციალურად angel.ge -სთვის.

ამ პროექტის პირველი სტუმარი მხატვარი - თეო კოხოძე გახლავთ.
facebook Theo Kokhodze's Art Factory

ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის.

Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 15 »
Back to Top