Nabil Nezzar - წარმოშობით ფრანგი, ბელგიაში მცხოვრები ილუსტრატორია,
რომელიც მოდის ბიზნესში მოღვარეობს. მისი ილუსტრაციები ფანქარსა და აკვარელშია შესრულებული.

ილუსტრატორი - Nabil Nezzar
Tags:

[left]თბილი სიუჟეტებით გამოირჩევა ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრები, მისი შემოქმედება ბავშვური და გულღია განწყობის მომტანია ბავშვობის მოგონებებიდან. ალბათ, ერთხელ ნახვის შემდეგ მისი ხელწერა არასდროს აგვერევა სხვა ნამუშევრებში, რადგან სტილი, რომელიც მას აქვს აშკარად განასხვავებს მას სხვა მხატვრებისგან.

Tags:

William-Adolphe Bouguereau - ბავშვები მხატვრობაში
William-Adolphe Bouguereau

უილიამ ბუგერო - ფრანგი მხატვარი, აკადემიზმის წარმომადგენელი.
ხატავდა რეალისტურ ჟანრში კლასიკური თემების თანამედროვე ინტერპრეტაციებზე, მითოლოგიურ თემებსა და უშუალო-ფოტოგრაფულ სიუჟეტებს. ხშირად მის ნახატებში ნახავთ ანგელოზებს, ქალებს და განსაკუთრებულ სითბოს ამოიკითხავთ ტილოებზე, სადაც ბავშვები ყავს გამოსახული.

მხატვარი ცხოვრებაშივე დიდი წარმატებით სარგებლობდა, ის ხშირად იღებდა დაკვეთებს საოჯახო პორტრეტებისა, ამიტომაც მისი შემოქმედების უმეტესობა კერძო კოლექციებშია მოქცეული.

ტილოები, სადაც გამოსახულნი არიან ბავშვები, დედმამიშვილები და დედა-შვილნი


Tags:

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ეპოქაში აპოკალიფსის თემა საკმაოდ აქტუალურია. სამეცნიერო ნაშრომებიდან დაწყებული, თინეიჯერული ფილმებით დამთავრებული, უამრავი პროექტი ეძღვნება სამყაროს აღსასრულსა და მასობრივ კატასტროფებს. ამგვარი ვითარება საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხალხთა ნაწილი ასეთ თემებს სერიოზულად უყურებს, ნაწილი კარგ გასართობ საშუალებად მიიჩნევს, ნაწილი კი მათ მიმართ ანტაგონისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, მსგავს პროექტებს ჩვენს ცხოვრებაში ნეგატივი შემოაქვთ. ასეა თუ ისე, ყველასათვის ცხადია, რომ XXI საუკუნე არ არის ერთადერთი ხანა, რომელში მცხოვრები საზოგადოებაც აქტიურად განიხილავს აპოკალიპტურ თემებს. წარმოდგენები ქვეყნიერების მოსალოდნელი აღსასრულისა თუ დამანგრეველი კატასტროფების შესახებ უძველესი დროიდანვე მწიფდებოდა ადამიანის გონებაში და თანდათან უფრო და უფრო დახვეწილ და კომპლექსურ სახეს იღებდა. ისტორიამ წარსულში მცხოვრებ ადამიანთა წარრმოდგენები აპოკალიფსის შესახებ საუკეთესოდ ხელოვნების ნიმუშების სახით შემოგვინახა. მოდით, თვალი გადავავლოთ აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუციას და მისი მეშვეობით ერთმანეთს შევადაროთ საუკუნეების წინ მხოვრებ და თანამედროვე ადამიანთა მსოფლმხედველობა და არტისტული ხედვა.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია
Tags:

მე იალქანად გადვიქცევი,


▲ ის გრძნობა გალაკტიონის სიტყვებით°
ოღონდ დაბრუნდი…

ასე უყვართ საქართველოში

დიდი სიყვარულით სავსე მინი სტატია
Tags:

George Balanchine

,,გსმენიათ რაიმე ბალანჩინის შესახებ? თუ არა მოგახსენებთ: საუბარია ქართველ გიორგი ბალანჩივაძეზე. ის გახლდათ საოცრად მომხიბვლელი, შავგვრემანი ახალგაზრდა, ყველაზე დახვეწილი ბალეტმეისტერი, რომელიც შემხვედრია ცხოვრებაში... მას შეეძლო შენ თვალწინ სასწაულის მოხდენა..''- ასე ახასიათებს ჯორჯ ბალანჩინს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური საბალეტო დასის ორგანიზატორი ლინკოლნ კერსტაინი.

1904 წელს ქალაქ პეტერბურგში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძისა და მარია ვასილიევას ოჯახში დაიბადა ვაჟი -გიორგი. ორი წლის შემდეგ კი მისი ძმა ანდრია ბალანჩივაძე, რომელიც შემდგომში ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკოსი გახდა. ბავშვობაში გიორგის მღვდლობა სურდა, მამამისს კი მისი საზღვაო ფლოტში გაგზავნა უნდოდა. თუმცა, ისე მოხდა, რომ გიორგი მარიას თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში აღმოჩნდა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო.

George Balanchine
Tags:

TraceLoops

საიტ 'Tumblr'-ს ერთ-ერთი მომხმარებლის 'traceloops'-ის ნამდვილი შედევრები, ჩანახატების ნახატებათ ქცევის ანიმაციები.
TraceLoops
Tags:

Artarea/Tv2.0 ერთი წლისაა!


პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზია Artarea/Tv2.0 ერთი წლისაა!

მთელი ამ დროის განმავლობაში ვებ პორტალმა არაერთი ახალი და საინტერესო პროექტი
შემოგვთავაზა, წინ წამოწია ხელოვნების ნაკლებად ცნობილი და განვითარებული დარგები,
გაგვაცნო უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანი... მთელი წლის განმავლობაში ის
ინარჩუნებდა ყველაზე ცნობილი და წარმატებული პროექტის ტიტულს ხელოვნების სივრცეში.

Artarea/Tv2.0 ერთი წლისაა!
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 15 »
Back to Top