ჰარი პოტერი
ყველაფერი 1997 წლის 30 ივნისს ლონდონში დაიწყო , როდესაც დაიბეჭდა წიგნი ჰარი პოტერი . ამ წიგნმა მალევე მიიპყრო ყურადღება და დაიპყღო უამრავი მკითხველის გული . 2011 წლისთვის ეს წიგნი ნათარგმნი იყო 67 ენაზე . წიგნი შედგება 7 ტომისგან ამათგან ბოლო ოთხმა მოხსნა რეკორდი როგორც ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნები მსოფლიო ისტორიაში.

HARRY POTTER - 10 YEARS OF MAGIC
Tags:

გუსტავ კლიმტი
კლიმტმა მისი პროფესიული კარიერა Ringstraße-ის შენობის ფრესკების და ჭერის მოხატვით დაიწყო,მათ შორის ყველაზე ცნობილია "Allegories and Emblems".
1888 წელს ავსტრიის იმპერატორ ფრანზ ჟოზეფისაგან მიიღო ჯილდო Golden Order of Merit, Burgtheater თეატრის უბადლო მოხატვისთვის და გახდა University of Munich და University of Vienna-ს საპატიო წევრი.მის ნახატებში ხშირად იყენებდა ოქროს მაგ: Pallas Athene (1898) , Judith I (1901), Portrait of Adele Bloch-Bauer I (1907) და The Kiss (1908) .გარდა სამოქალაქო შენობების მოხატვისა გუსტავმა ცნობილ ბელგიელ მეწარმეს საკუთარი სასახლე Palais Stoclet მოუხატა.

Gustav Klimt
Tags:

ლეონიდ აფრემოვი

ლეონიდ აფრემოვი 1955 წლის 12 ივლისს დაბადებული რუსი, ფართოდ აღიარებული იმპრესიონისტია. მისი ნამუშევრები ძირითადად ზეთის საღებავებითაა შექმნილი. კრიტიკოსების მიერ ლეონიდის სტილი განუმეორებლად და უშეცდომოდ არის შეფასებული. აფრემოვი სხვა მხატვრებისგან იმითაც განსხვავდება, რომ მოწყობილი აქვს ძალიან ცოტა გამოფენა და ნახატებს ინტერნეტის მეშვეობით ყიდის. თავდაპირველად, იგი რუსეთში ცხოვრობდა, სადიანაც ისრაელში, ხოლო შემდეგ კი ფლორიდაში გადავიდა. დღესდღეობით, ლეონიდი ცნობილ კურორტზე, პლეიე დელ კარმენზე, მექსიკაში ცხოვრობს. მის შემოქმედებაში ჭარბობს პეიზაჟები, ყვავილები და პორტრეტები. აღსანიშნავია, რომ ლეონიდ აფრემოვის ნახატები ძალიან ფერადი და აპოლიტიკურია.
ლეონიდ აფრემოვი/Leonid Afremov
Tags:

ლექსიკონში სიტყვა Breakthrough განმარტებულია როგორც უეცარი მიღწევა,ზრდა,განვითარება. კრეატიულობა ყველაფერშია და 21 -ე საუკუნის ადამიანებმა ისწავლეს ხელოვნების სხვადსახვა გზებით სიახლეების შექმნა და გადმოცემა. მსოფლიოში ერთ -ერთ ყველაზე ნახვად პოსტს წარმოადგენს ფოტოშოფის გარეშე შექმნილი სცენები და ნახატები, რომლებითაც ხელოვნების დარგის სხვადასხვა წარმომადგენლები: მხატვრები, ფოტოგრაფები, მოქანდაკები, დიზაინერები აოცებენ მნახველებს. წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვნების სფეროს რამდენიმე წარმომადგენელს, რომლის ტალანტით და უნარით აუცლებლად მოიხიბლებით.

Breakthrough Artists
Tags:



Mᴏᴋɪ Mɪᴏᴋᴇ

გაიცანით, გერმანელ ნიჭიერი მხატვარი ჰამბურგიდან- Moki Mioke. მხატვრის გალერეაში აღმოაჩენთ სხვადასხვა სტილისა და ტიპის ნამუშევრებს, აკრილის საღებავებით შესრულებული პეიზაჟები, ე.წ. "Street Art"-ის სტილში შესრულებული ნახატები, შავ-თეთრი ფოტოები, სადა სკულპტურები...მისი მონოგრაფიის ("HoW To DisaPPeaR") ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს, იაპონელი რეჟისორის Hayao Miyazaki-ს მიერ შექმნილი ანიმაციები და ულამაზესი სკანდინავიური პეიზაჟები.
Contemporary ARt (Mᴏᴋɪ Mɪᴏᴋᴇ)
Tags:

უილიამ ჰოგარტი მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მხატვარი,ილუსტრატორი და სატირული გრავიურების ავტორი იყო. ბევრი თავისი ნამუშევარი მან მიუძღვნა ადამიანში უღირსი საქციელის აღმოფხვრას და მასში ღირსეულის განვითარებას.მისი ნამუშევრები ხშირად სერიოზულ ხასიათს ატარებს,რომლის დათვალიერებისას გვექმნება შთაბეჭდილება იმდროინდელი ინგლისის შესახებ.

„ვცდილობდი ჩემი ტილოები თეატრალური სცენებისათვის დამემსგავსებინა. ერთდროულად სასაცილო და აღმზრდელობითი ხასიათის კომპოზიციებში მაღალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ზნე-ჩვეულებების ჩვენება მონდოდა“

უილიამ ჰოგარტი
Tags:

ახალგაზრდა წითელთმიანი მხატვარი -პეპი

ინტერვიუ ახალგაზრდა ხელოვან - პეპისთან

"პირველი პერსონალური გამოფენა სასტუმო "ჰოლიდეინში" მქონდა, 28 თებერვალს,სასწაული დღე იყო, ერთ- ერთი ყველზე მნიშვნელოვანი და ბედნეირი დღე ჩემს ცხოვრებაში, რომელიც საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაციის და კრისტი ყიფშიძის მეშვეობით დაიგეგმა, ბევრი შემიძლია ვისაუბრო ყველა იმ კეთილ დამიანზე ვინ პიზიკურად თუ მორალურად ჩემს გვერდით იყო. წესიერად მადლობებიც ვერ ვიხადე ისეთი გოგნებული და უზომოდ დადებითი ემოციით დამუხტული დავდიოდი დიდხანს."


Tags:

'Shadow Dancing' ჩრდილთა სკულპტორის Diet Wiegman-ის პროექტია,
რომელიც ამ იმიჯებს არაორდინალური კომპოზიციების ჩრდილებით ქმნის.

Tags:

მერი კასატი აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო იმპრესიონისტ მხატვარ ქალად. მან, თავისი გასაოცარი ნიჭის წყალობით, ღირსეული ადგილის პოვნა ხელოვნების სამყაროში მაშინ, როდესაც ქალებს უმრავლესობას ჯერ კიდევ მხოლოდ ოჯახის დიასახლისების სტატუსი ჯქონდათ. მერი მდიდარი ამერიკელი ბიზნესმენის ქალიშვილი იყო და შეეძლო უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ მან არჩია, რომ თავისი სამშობლოსაგან მოშორებით, საფრანგეთში ეცხოვრა და მხატვარი გამხდარიყო. კასატის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ისეთმა ცნობილმა იმპრესიონისტებმა, როგორებიც იყვნენ ედგარ დეგა და კლოდ მონე და რომელთა წრეშიც მერი მუდმივად ტრიალებდა.
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 15 »
Back to Top