კალი ფინკის ნახატები ფანქრით

18 წლის ამერიკელი კალი ფინკი კალოფორნიის პატარა ქალაქ ტასტინში ცხოვრობს, ლოს-ანჟელესის სამხრეთით. გასული წლის ივლისში გოგონა 18 წლის გახდა, კალი კოლეჯ Irvine Valley-ის სტუდენტია. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ცოტა ხნის წინ კი ტკივილის გამო ხატვაც არ შეეძლო. ახლა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამერიკელმა გოგონამ მაშინვე ხელი მიჰყო მხატვრობას-ერთადერთ გულისგადასაყოლებელს. ხატვის საყვარელი ტექნიკა-აკვარელისა და გრაფიტის კომბინაცია. კალი პრაქტიკულად 3 წელია რაც ხატავს და ის თვითნასწავლია.
კალი ფინკის ნახატები ფანქრით
Tags:

სიტყვა "მხატვრობა" მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა
გამოსახულებას, პრეისტორიული გამოქვაბულის სურათებით დაწყებული -
თანამედროვე სამხატვრო გალერეის კედელზე დაკიდებული ავანგარდისტული
ტილოთი დამთავრებული.
ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის
მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს
შორის ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც
ზოგჯერ საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა. ფრანგი მხატვარი მანე ისე
აღაშფოთა ერთ-ერთი კრიტიკოსის მიერ გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც
კი გამოიწვია
. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს
სწორი ან მცდარი პასუხები,რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან
განსხვავებული მოსაზრება და გემოვნება აქვს.


მხატვრობა
Tags:

მეცნიერთა დიდი ნაწილი გვირჩევს, რომ კარგად დავფიქრდეთ, სანამ ვიტყოდეთ, რომ ამქვეყნად უნაკლო არაფერია. რაც არ უნდა დაუჯერებლად გეჩვენოთ, კვლევებმა დაამტკიცეს, რომ 1.618 სრულყოფილი რიცხვია. იგი არა მხოლოდ ყველაზე "ლამაზ" როცხვად ითვლება, არამედ თითქმის ყველგან გვხვდება როგორც ხელთუქმნელ ბუნებაში, ისე ხელოვნებაში.
1.618
Tags:

მულთფილმის გმირების ჩანახატები
ყველასათვის ცნობილია ის, რომ სანამ მულტფილმი ან ფილმი შეიქმნება მან მრავალი რთული პერიოდი უნდა გაიაროს, სანამ საბოლოო ჩვენთვის ნაცნობ სახეს მიიღებდეს, იდეის შემქმნელი ჯერ წინასწარ ჩანახტს ხატავს. ეს ჩანახატი მოგვიანებით მრავალჯერ იხვეწება და საბოლოოდ შეიძლება მისგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟიც კი მივიღოთ. ამიტომ ამ სიახლეში წარმოგიდგენთ ჩვენი საყვარელი გმირების თავდაპირველსა და საბოლოო სახეს. ანუ
როგორები შეიძლება ყოფილიყვნენ ჩვენი საყვარელი პერსონაჟები.

ფილმისა და მულტფილმის პერსონაჟების თავდაპირველი ჩანახატები
Tags:

ვინ არის იგი 21 საუკუნის ენდი ვორჰოლი? სალვადორ დალი? ჰალუცინაციებსა და სიურელიზმს შორის გაჩხერილი თანამედროვე ხელოვანი ჰიპსტერიული სიუჟეტებით? ეს ჩილელი ილუსტრატორი ფაბიო კირაოლოა, რომლის პრიზამში გატარებული თანამედროვეობა ახალ სახესა და ინტერესს იძენს. თანამედროვენი მას ფსიქოდელიურ მხატვარს უწოდებენ.

Tags:

JuanCarlos Manjarrez
JuanCarlos Manjarrez- მექსიკელი მხატვარი. ქმნის რეალისტურ ნახატებს დეკორატიული ელემენტებით. მხატვრის მაღალი ტექნიკური შესაძლებლობები და სისადავე, მთლიანობაში საოცრად მომხიბვლელ ეფექტს ქმნის. Manjarrezის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს სუსტი სქესის წარმომადგენლები და განსაკუთრებით მათი ისეთი ინტიმური დეტალები, როგორიცაა: ტუჩები, მკერდი და საჯდომი..
JuanCarlos Manjarrez
Tags:

რეალისტური სიმბოლიზმი ალექს ალემანის ნახატებში

ესპანელი მხატვრის,ალექს ალემანის ცხოვრება კლასიკა გახდა. მისი ნახატების ნახვა მსოფლიოს მრავალ გალერეასა და კერძო კოლექციებში შეგიძლიათ. ალექსს არასოდეს მიუღია მონაწილეობა კონკურსებში და ყოველთვის თვლიდა, რომ - მთავარია მთლიანად მიეცე შემოქმედებას.
ალექსი 69 წლის წინ ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში დაიბადა. სწავლობდა სახვით ხელოვნებას სან კარლოს ხელოვნების სამეფო აკადემიაში.
ამ დროისათვის მხატვარი ცხოვრობს და მუშაობს თავის მშობლიურ ქალაქ ვალენსიაში.
რეალისტური სიმბოლიზმი ალექს ალემანის ნახატებში
Tags:

WindowScapes by karen Hollingsworth

"მიყვარს ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომლებიც ნაცნობ გრძნობებს აღვიძებს. ყოველდღიური ინტერიერის არაფრით გამორჩეული ნივთების ფონად ვიყენებ ზღვისა და მთის პეიზაჟებს, რომელიც მოჩანს ოთახის ღია ფანჯრიდან. ჩემი "ფანჯრის პეიზაჟების" მთავარი დანიშნულებაა მნახველი სიმსუბუქისა და ჰარმონიის განცდით დამუხტოს. მინდა რომ იგრძნონ ფანჯარაში შემოღწეული თითოეული მზის სხივი და ოკეანიდან მონაბერი ბრიზის სურნელი. ჩემთვის ნახატი წარმატებულია, თუ კი მისი ნახვისას მე მომინდება "იქ ყოფნა" .
k. Hollingsworth

WindowScapes by karen Hollingsworth
Tags:

Fabian Perez არგენტინელი მხატვარია, რომელიც ბუენოს აირესში დაიბადა.იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით.მან სახელი მოიხვეჭა ტანგოს ამსახველი ნამუშევრებით.2009 წელს კი-Latin Grammy Awards–ის ოფიციალურ წევრად დაასახელეს.

Fabian Perez-ის შემოქმედება
Tags:

პირველად რენესანსი იტალიაში დაიწყო და შემდე ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა.ხოლო სიტყვა რენესანსიკი იტალიურ ენაზე ითარგმნება როგორც აღორძინება.ამ ეპოქის მოაზროვნეები აღფრთოვანებულები იყვნენ ანტიკური ფილოსოფოსიით.და თვლიდნენ რომ ისინი ააღორძინებდნენ ანტიკური სამყაროს იდეალებს
რენესანსი
Tags:
« 1 ... 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 15 »
Back to Top