გრაფიტი ითვლება ახალგაზრდობის თვითგამოხატვის ერთ-ერთ სახეობად.

გრაფიკული გამოსახულებების ისტორია თან სდევს კაცობრიობის ისტორიას. პირველყოფილი ადამიანები ხატავდნენ გამოქვაბულის კედლებზე. ჩვენს ეპოქაში კი ადამიანი იმავეს აგრძელებს გრაფიტის სახით. პირველად ამ მეთოდს იყენებს ბაუჰაუზის სკოლა გერმანიაში. თანამედროვე გრაფიტის დაბადების დღეს შეიძლება 1971 წლის 21 ივლისი ჩავთვალოთ, როცა ნიუ-იორკ თაიმსმა ერთი ნიუ-იორკელი თინეიჯერისგან აღებული ინტერვიუ გამოაქვეყნა. სტატიამ ჩვეულებრივ ამერიკელ ბიჭს Taki 183-ს გაუთქვა სახელი. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, Taki ყველა კედელზე თავის სახელს წერდა. სტატიის შემდეგ მთელი მსოფლიოს უამრავმა თინეიჯერმა მიბაძა მას. გრაფიტულ გამოსახულებებს ხშირად შეხვდებით: მეტროში, მიწიქვეშა გადასასვლელებში, მიტოვებული შენობების კედლებზე...... თანამედროვე პერიოდში სასხურებელი საღებავები და მარკერები ყველაზე გავრცელებული მასალა გახდა გრაფიტიში.
გრაფიტი
Tags:

სესილია კარლსტედტი წარმატებული შვედი მოდური ილუსტრატორია, რომელიც სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა. 2003 წელს მან გადაწყვიტა მოდური ილუსტრატორი გამხდარიყო. სესილიამ თავისი ნიჭის წყალობით მალე გაითქვა სახელი. მას უმუშავია ისეთი ცნობილი ბრენდებისათვის, როგორიცაა: H&M, La Perla, Swarovski, Victoria's Secret და Paul Smith. იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალებთან: Elle, Vogue და W Magazine. წარმოგიდგენთ მის ნამუშევრებს.
Fashion Illustrator - Cecilia Carlstedt
Tags:

ცნობილი პარიზული სასტუმრო George V, 1928 წლიდან იღებს სტუმრებს მოდის დედაქალაქ, პარიზში. სასტუმროში
244 ოთახია, ფანჯრებიდან კი იშლება პარიზის ულამაზესი ხედი. სასტუმროში მოწყობილია დასასვენებელი
და სამუშაო ოთახები, უზარმაზარი სააბაზანოებით. ხელოვნების უნიკალური ნამუშევრები კი ოთახებს
ამშვენებს. ჭაღები, ყვავილები, სასიამოვნო, სამეფოფერები, მაკარუნები - ნამდვილი პარიზული ზღაპარი.
სასტუმრო George V: პარიზული ზღაპარი
Tags:

ანიმატორმა და დიზაინერმა ალისა სტერნმა შექმნა სასაცილო პატარა კაცი სახელად Doctor Puppet-ი,
რომელიც მოგზაურობს მთელს მსოფლიოში..


Doctor Puppet-ის მოგზაურობა..
Tags:

ჰაიდენ უილიამსი ახალგაზრდა ნიჭიერი მოდური ილუსტრატორია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მოკლე დროში გახდა ცნობილი თავისი ნიჭიერებით და უკვე თაყვანისმცემლებიც კი გამოუჩნდა, ისინი, ვინც მის ტალანტს აფასებენ. ჰაიდენს ძალიან უყვარს ცნობილი ადამიანების ხატვა. წარმოგიდგენთ მის ნამუშევრებს.

მოდური ილუსტრატორი-ჰაიდენ უილიამსი
Tags:

მე გიწვევთ ცეკვისა და გრძნობების სამყაროში - Renata Brzozowska

რენატა დაიბადა პოლონეთში 1977 წელს. "ხატვამ და საერთოდ მხატვრობამ ბავშვობიდანვე გამიტაცა.
სამხატვრო სკოლა პოზნანიში(ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში) დავამთავრე".
მის ნამუშევრებს საფუძვლად გრძნობები და ემოციები უდევს რასაც ნათლად დაინხავათ მის საოცარ
ნახატებში, რომლებიც არ არის მოფიქრებულ სიუჟეტზე დაყრდნობილი.ის თვლის რომ საუკეთესო
ნამუშევარი ღია ცის ქვეშ იქმნება, როცა არ გეგმავ არაფერს, არც სახლია ახლოს,არც ბავშვები და საჭმელი.
რენატა არ უჩივის იდეების ნაკლებობას, პირიქით ზედმეტად ბევრი აქვს."არ ვცდლიობ დავგეგმო ჩემი
ცხოვრება,კარიერა - ეს საპასუხისმგებლოა.ცხოვრება კი იმდენად საოცარია , რომ ჯობია ცურვით მივყვეთ
მის ტალღებს და მივიღოთ ის ისეთი როგორიც არის... ცხოვრება - ეს საუკეთესო ტალღაა".ამბობს რენატა.
თუმცა უსიტყვოდაც შეგვეძლო ამას მივმხვდარიყავით მისი ნახატების სააშუალებით, რომლებიც სავსეა
სიცოცხლის წყურვილით, ვნებით, ტკივილით.


Tags:

► ილუსტრატორი : ალექს კურბატოვი ◄

ალექს კურბატოვი ერთ-ერთი უნიჭიერესი და არჩვეულებრივი ილუსტრატორია, რომელიც მოსკოვში დაიბადა. რუსმა ილუსტრატორმა ხატვა 7 წლის ასაკში დაიწყო. ალექსის შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია. ის მუშაობს მელნით და აკვარელის საღებავებით და ხატავს სხვადასხვა ცნობილი ადამიანის პორტერებს და ილუსტრაციებს. გთავაზობთ მის რამოდენიმე ნამუშევარს, ხოლო მის სრულ შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ ილუსტრატორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე : Kurbatov.net
Alexey Kurbatov
Tags:

ჩილელი მხატვრის Fab Ciraolo-ს ნამუშევრები,
ის ქმნის ორიგინალურ ილუსტრაციებს ვინტაჟის და პოპ-არტის ელემენტებით.

Fab Ciraolo-ს ილუსტრაციები
Tags:

Seung Mo Park - გიგანტური პორტრეტები

წარმოდგენილი პორტრეტები მრავალი ფენის ერთობით, ის ტექნიკა ხელოვან სონ მო პარკის ეკუთვნის.

სონ მო პარკის გიგანტური პორტრეტები
Tags:
« 1 ... 4 5 6 7 8 9 10 11 12 ... 15 »
Back to Top