Johnny Cheuk - მოდური ილუსტრატორია ჰონგ კონგიდან. ჯონის ძირითადი სტილი კომპიტერული გრაფიკის და საღებავების შერწყმაა. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია უამრავ ჟურნალსა თუ გაზეთში, გამოყენებულია წიგნების გასაფორმებლად. ჯონიმ რამდენიმე ხნის წინ პერსონალური გამოფენაც მოაწყო. მისი კრეატიული აზროვნება ბევრის ინსპირაციადაა ქცეული.
Fashion Illustrator - Johnny Cheuk
Tags:

წინა საუკუნეებში თუ ქალს 'ზედმეტი' 50-კგ ქონდა (დღევანდელი საზომით) ის სასურველად ითვლებოდა - მისი სხეული იდეალურად მიიჩნეოდა და მრავლი მხატვრის ნატურას წარმოადგენდნენ. არა როგორც ახლა, როცა 48-50 კგ.ს არ უნდა აღემატებოდეს ქალის წონა. წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ტილოებს, რომელზეც გამოსახული ქალბატონები თავიანთი ეპოქის იდეალებს ანსახიერებდნენ და ვნახოთ, როგორი იქნებოდა მათი სხეულის პროპორციები ჩვენს თანამედროვეობაში.

Tags:

ორიგინალი ფოტოები, რომლებიდანაც ხატავდნენ Pin-Up-ს 30-50-იან წლებში.

Pin-Up
Tags:

მხატვარი - მიკელე დელ კამპო ხატავს ფოტორეალისტურ სურათებს,
რომლებიც ასახავენ ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებას.

მხატვრის რეალისტური სურათები
Tags:

არ დაგაბნიოთ ნახატების რეალურობამ, ეს უბრალოდ ზეთის საღებავები და მხატვრის პროფესიონალიზმია.
Philipp Weber ასე აოცებს მნახველებს, განსაკუთრებით კი გვაბნევს მისი მრავალსერიანობა, მხატვარი ხშირად ერთ და იგივე სიუჟეტს სხვადასხვა კუთხით ხატვავს, რაც გვაეჭვებს, რომ ეს ფოტოგრაფიაა.

Tags:

46 წლის ფრანგი ხელოვანი, კლეტ აბრაჰამი უკვე წლებია ცდილობს უბრალო და არაფრის მეტყველი საგნები აქციოს ხელოვნების ნიმუშად. იგი მათ მეტყველების საშუალებას აძლევს. უბრალო საგზაო ნიშნებს ანიჭებს, რელიგიურ, პოლიტიკურ, ინტელექტუალურ და ფილოსოფიურ დატვირთვას. წარმოგიდგენთ მის ნამუშევრებს.
ქუჩის კრეატიული ხელოვნება
Tags:

ჯუდიტ ბრაიანი სულაც არ იქნებოდა სხვა უამრავი მხატვრისგან გამორჩეული, რომ არა მისი მუშაობის ტექნიკა. უფრო სწორად კი ის, თუ რითი ხატავს ეს არტისტი. თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქში, ნიუ-იორკში მცხოვრები მხატვარი ხატვისას ფუნჯის ნაცვლად თითებს იყენებს. იგი თვლის, რომ მათ ბუნეისგანვე აქვთ მინიჭებული სიმეტრიულობა და ამ სიმეტრიულობის, სილამაზისა და ქაოსის ტილოზე გადატანა სავსებით ნორმალურია.
თითების ხელოვნება
Tags:

შუბერტის დაუმთავრებელი სიმფონია
დვორჟაკის მე-9 სიმფონია
კოპლენდის ფანფარა ჩვეულებრივი კაცისთვის

იხილეთ საინტერესო ფაქტები კლასიკური კომპოზიციების მიღმა

Stories Behind Classical Compositions
Tags:

პიტი პირის ჯადოსნური პეიზაჟები
ფოტოგრაფი არ უნდა კმაყოფილდებოდეს ერთიდაიგივე ტერიტორიების გადაღებებით. პიტი პირის პორტფოლიოში არის, როგორც პეიზაჟები, ასევე პორტრეტებიც. მას უყვარს ბუნების ხედების გადაღება.
პიტი პირი დაიბადა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში. თუმცა დღეისთვის ის დროის დიდ ნაწილს ატარებს ამერიკის ქალაქ ჩაპელ ჰილში, კალიფორნიის შტატში, სადაც გადავიდა მუდმივად საცხოვრებლად.
წარმოგიდგენთ მის ნამუშევრებს, რომლებიც გადაღებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკიდან მექსიკამდე
პიტი პირის ჯადოსნური პეიზაჟები
Tags:

Paper art (Butterflys) by Rebecca Coles

ქაღალდის შემოქმედება ან როგორც ახლა ამბობენ ”Paper art” დღესდღეობით ძალზედ პოპულარულია. მისი ერთერთი მიმდევარი, გახლავთ ბრიტანელი მხატვარი და მოქანდაკე რებეკა კოულსი, რომელმაც წარმოგვიდგინა სამგანზომილებიანი ნახატები, რომლებიც შექმნილია ჩვეულებრივი ქაღალდისგან. იგი თვლის, რომ ეს ნამდვილი ჯადოქრობაა. მისი ნამუშევრებისთვის რებეკა იყენებს ქაღალდებს, რომლებიც უკვე გამოუსადეგარია. რაც შეეხება თავად რებეკას, იგი არის მხატვარი, რომელმაც მიიღო ბაკალავრის სტიპენტია, ვინჩესტერის ხხელოვნების სკოლაში. მოგვიანებით მან სამეფო ხელოვნების ინსტიტუტიც დაამთავრა. ახლა კი დავათვალიეროთ რებეკას ნამუშევრები.

Paper art (Butterflys) by Rebecca Coles
Tags:
« 1 ... 5 6 7 8 9 10 11 12 13 ... 15 »
Back to Top