19 August 2015      TataNakani     Views 10 016    
Category: Make up / Fun, Interesting

ცხელი სეზონი ნელ-ნელა იწურება, წინ საშემოდგომო სეზონი გველის. დასვენების შემდეგ, ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად უნდა მოემზადოთ. ახალი სამუშაო სეზონის დასაწყებად აუცილებელია: ახალი სამოსი, საქმიანი იდეები, თავდაჯერებულობა და ცვლილებები. გარეგნობის ცვლილებები კი თმის ფერზე ფიქრით დაიწყეთ. წარმოგიდგენთ ტოპ საშემოდგომო თმის ფერებს, რომლებიც ყველაზე აქტუალურია 2015 წლის საშემოდგომო სეზონისთვის.

#1 ბუნებრივი ფერის ძირებზე ღია highlight-ები.
შარშანდელი ომბრეს შემდეგ თქვენი თმა იზრდება და ბუნებრივი ფერი შეღებილს შეერწყა. ახალი სეზონისთვის თქვენს ბუნებრივ თმის ფერს, highlight-ები დაუმატეთ და შეღებილსა და ბუნებრივ ფერს შორის დიდი კონტრასტი აღარ იქნება.


#2 სრული highlight-ები.
მთლიან თმაზე ნათელი და მსუბუქი highlight-ები ელეგანტური არჩევანია. ოლივია პალერმო, მაგალითია იმისა თუ რა ძალა აქვს საუკეთესო ფერის თმას, მოდურ ლუქზე.


#3 ღია ყავისფერი თმა კარამელის ეფექტით.
ქერა და ყავისფერ თმას შორის საუკეთესო შუალედი კარამელის ფერის თმაა. საშემოდგომო სეზონის ყველაზე აქტუალური და ლამაზი ფერი.


#4 "დაჟანგული სპილენძის ფერი."
მიმზიდველი რუჯისა და მუქი კანის ფონზე დაჟანგული სპილენძის ფერის თმა საუკეთესო არჩევანია. ევა მენდესის თითქმის მუდმივი არჩევანი 2015 წლის საშემოდგომო ტოპ ფერია.


#5 მუქი შოკოლადის ფერი.
ცივი სეზონისთვის მისტიკური, საინტერესო და მიმზიდველი ქალბატონის თმის ფერი მუქია.


#6 მუქი highlight-ები.
მუქი ფერის თმის მქონე ქალბატონებს, სიახლისა და მეტი თავდაჯერებულობისთვის მუქი highlight-ები დაგეხმარებათ. ახალი ელფერი თმაზე, გავლენას თქვენს ყოველდღიურ განწყობაზეც მოახდენს.
იყავით მზად ცვლილებებისთვის, გარისკეთ და გაითვალისწინეთ საშემოდგომო ტენდენციები.
შედეგი შეცვლის თქვენს ყოველდღიურობას და მძიმე სამუშაო რეჟიმსაც შეამსუბუქებს.



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Make up / Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top