პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე Christian Dior-ის ჩვენება გაიმართა. მოდის სახლი ტრადიციას აგრძელებს და ძველ ნიშას არ კარგავს. ჩვენება გამორჩეული იყო დახვეწილი ატმოსფეროთი, კოლექციის ხაზი არ იყო განსხვავებული მოდის სახლის სტილისგან. ახალგაზრდა დიზაინერებმა Lucie Meier & Serge RuffieuxChristian Dior-ის ისტორია თავდაჯერებულად გააგრძელეს და ჩვენების ბოლოს მაყურებლის წინაშეც წარდგნენ. მოდის სახლის საგაზაფხულო კოლექციაში გამორჩეული იყო შავი კაბები მოდური ახალგაზრდა ქალბატონისთვის, რომელსაც სურს ელეგანტური და მიმზიდველი იყოს. ფერთა თამამი კომბინაციები, განსხვავებული სილუეტების კაბები, აქტუალური ტრენდი ღია მხრები და ბუნებრივი მაკიაჟი წითელი ტუჩსაცხით ჩვენების გამორჩეული ელემენტები იყო. იხილეთ Christian Dior-ის სრული საგაზაფხულო კოლექცია.
Tags:


2016 წლის მაღალი მოდის ჩვენებები უკვე დაიწყო!
მოდის სახლმა VERSACE საგაზაფხულო კოლექცია უკვე წარუდგინა მაყურებელს. დონატელა ვერსაჩეს კოლექცია საინტერესოა მისი მრავალფეროვნებით. ნაზი და სექსუალური ქალი, რომელიც ძლიერი და თავდაჯერებულია. ის კომფორტულად გრძნობს თავს თამამ სილუეტში, ასევე იდეალურად ატარებს კოსტუმს და ამით მისი ხასიათის სიმტკიცეს წარმოაჩენს.
"ქალის ძალა ყველა სირთულეს დაძლევს" - კოლექციის შთამაგონებელი ფრაზა სამოსშიც აისახა.
ჩვენების წარმატების ფორმულაა: სუპერვარსკვლავები+ სუპერმოდელები+ სუპერ სექსუალური კაბები.
ირინა შეიკმა, ბეატი პრინსლუმ, ჯიჯი ჰადიდმა და სხვა გამორჩეულმა მოდელებმა მოდის სახლის მაღალი მოდის კოლექცია წარადგინეს. გამორჩეული იყო მათი მაკიაჟიც, რომელიც მოდის სახლის ტრადიციად ითვლება. იდუმალი თვალები დონატელას იმიჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იხილეთ VERSACE-ს 2016 წლის საგაზაფხულო სრული კოლექცია.
Tags:


2016 წელი მომავალი პატარძლებისთვის დატვირთული იქნება, რისთვისაც მზადება ადრე არასდროს არ არის. მოდის სფეროში ჩამოყალიბებულია რამდენიმე სტილის პატარძლების ლუქები, რომლებსაც მოდის სახლებიც ითვალისწინებენ და მათთვის მისაღებ კოლექციებს ქმნიან. ქალბატონები განსხვავდებიან გემოვნებით, ინტერესებით, პრიორიტეტებით, შესაბამისად პატარძალთა სიაში ბევრი განსხვავებული პერსონაა. იხილეთ 8 გამორჩეული სტილის მოყვარული პატარძლების სტილი და მოდის სახლ Jimmy Choo-ს 2016 წლის საპატარძლო ფეხსაცმელების კოლექცია.
Tags:

მოდის სახლებმა 2016 წლის საგაზაფხულო კამპანიები უკვე წარადგინეს. მოდური ქალბატონი ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს, ამიტომ წინ საინტერესო და განსხვავებული კამპანიები გელით.
იხილეთ თქვენთვის საყვარელიმოდის სახლებისკამპანიები.

Tags:


2016 წლის საშემოდგომო მამაკაცების სამოსის ჩვენებების სტუმრებთა ლუქები საინტერესო და განსხვავებულია. მოდის ჟურნალმა Vogue მათ შორის გამორჩეულები წარმოადგინა, რისი ხილვის საშუალებაც Angel.ge-ს მკითხველსაც აქვს. იხილეთ 2016 წლის საშემოდგომო სამოსის ჩვენებების სტუმართა ქუჩის სტილი სხვადასხვა ქალაქიდან.
Tags:

ამერიკული მოდის ჟურნალის "ვოგის" მთავარ გვერდზე პენელოპე კრუზი და ბენ სტილერი მოხვდნენ. ბენისთვის ეს პირველი "ვოგის" გარეკანია. მისი პერსონაჟი დერეკ ზულენდერი ფილმისა სატირა მოდის შესახებ- The Zoolander, მოდის სამყაროში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. ის გასცდა კინოს და ახლა მოდის ჩვენებებზეც ხშირად ნახავთ. ფილმი The Zoolander პირველად 2001 წელს გამოვიდა. ფილმის რეჟისორი თავად ბენ სტილერი გახლავთ, ასევე მონაწილეობენ Owen Wilson & Will Ferrell. ფილმისა და პერსოჟების დიდმა გამოხმაურებამ განაპირობა მეორე ნაწილის გამოსვლაც, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი პენელოპე კრუზი გახლავთ. Zoolander 2-ს მთავარი გმირები თებერვლის თვის "ვოგს" დაამშვენებენ. ფოტოსესიაში მონაწილეობა გამოჩენილმა
მოდელებმაც მიიღეს- Jourdan Dunn, Gigi Hadid & Joan Smalls.
ფოტოგრაფი- ANNIE LEIBOVITZ
Tags:

დაჯილდოებების ცერემონიალების სეზონი გახსნილია! ვარსკვლავებმა ამჯერად თავი 2016 წლის Critics Choice Awards-ზე მოიყარეს თავი. კრიტიკოსებმა თავიანთი რჩეულები კინოსა და სატელევიზიო სფეროდან გამოავლინეს. იხილეთ გამორჩეული ლუქები დაჯილდოების წითელი ხალიჩიდან.
Tags:


ცივი სეზონის მეორე ნახევარი უკვე დაიწყო. მოდური ქალბატონებისთვის სათხილამურო სეზონის სამოსის გარდა, ყოველდღიური და წვეულებების სამოსიც აქტუალურია. მთავარი მოტივაციაა იყოთ განსხვავებულები და გამორჩეულები. სეზონის ტემპერატურის მიუხედავად მოდური ქალბატონი მუდმივად ფორმაში უნდა იყოს. საკუთარი სტილის მრავალფეროვნებისთვის და მოდური ტრენდების გაცნობაში ჩვენ დაგეხმარებით. მოდის სახლების 2016 წლის ზამთრის კოლექციებიდან გამოკვეთილ ტრენდებს გთავაზობთ.გაითვალისწინეთ რჩევები და გაიხალისეთ ცივი სეზონი მოდური ლუქებით.

Tags:

რიგით 73-ე ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა სრული სია
საუკეთესო დრამა - * "The Revenant"
საუკეთესო კომედია/ მიუზიკლი- * "The Martian"
საუკეთესო ქალი მსახიობი (დრამა)- * Brie Larson, "Room"
საუკეთესო ქალი მსახიობი (კომედია)- * Jennifer Lawrence, "Joy"
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი(დრამა/მძაფრსიუჟეტიანი)- * Leonardo DiCaprio, "The Revenant"
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი (კომედია/მიუზიკლი)- * Matt Damon, "The Martian"
საუკეთესო რეჟისორი- * Alejandro González Iñárritu, "The Revenant"
საუკეთესო სცენარი- * Aaron Sorkin, "Steve Jobs"
საუკეთესო ანიმაციური ფილმი- * "Inside Out"
საუკეთესო სატელევიზიო დრამა- * "Mr. Robot," USA
საუკეთესო სატელევიზიო კომედია/მიუზიკლი- * "Mozart in the Jungle," Amazon Video
იხილეთ 73-ე ოქროს გლობუსის წითელი ხალიჩის ყველა ლუქი
Tags:

ABETO - ქართველი დიზაინერის მიერ დაარსებული ბრენდია, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებსა და სამკაულებს აწარმოებს. ბრენდი მისდევს მოდის ტენდენციებს და იღებს ინდივიდუალურ შეკვეთებსაც, რომლის იდენტურობა და ექსკლუზიურობაც დაცული იქნება. ABETO-ს აქსესუარები წარმოდგენილია მაღაზია BLACK-ში და ხდება ინტერნეტ შეკვეთების მიღება ფეისბუქისა და ინსტაგრამის ფეიჯიდან, ადგილზე მიტანის სერვისით.

Tags:
« 1 ... 5 6 7 8 9 10 11 12 13 ... 272 »
Back to Top