ცნობილმა ავსტრალიელმა სუპერმოდელმა ები ლი კერშაუმ მშობლიური ქვეყნის Vogue-ის 2015 წლის გარეკანი დაამშვენა. ფოტოსესია საკმაოდ უცნაურია, იგი მთლიანად შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და ების თითქოსდა მამაკაცის როლი აქვს მორგებული. ფოტოსესია ცნობილმა მოდის ფოტოგრფამა უილ დავიდსონმა გადაიღო,რომლის განცხადებით მისი ინსპირაციის წყარო ფილმი Boyhood გახდა,რომლის თემაზეც გადაწყვიტა ფოტოების გადაღება. მოდური გამოცემისთვის სტილი შექმნა კრისტინე ცენნტენერამ , ხოლო მეიქაფი ოზი სალვატიერას ეკუთვნის.

Abbey Lee for Vogue Australia
Tags:

Dior ყველა ქალისთვის საყვარელი, კლასიკური, მუდამ მოდური და ტენდენციური ბრენდი 1946 წლიდან არსებობს, მას გამოარჩევს საღამოს კაბების კოლექცია, რომლებიც ძალიან ხშირად ამშვენებენ ცნობილ ქალბატონებს წითელ ხალიჩაზე. ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკულმა საიტმა fashiongonerogue-მა გამოაქვეყნა რეიტინგი: Dior-ის 10 ყველაზე ლამაზი კაბა წითელი ხალიჩიდან

Tags:



🌑 ოსკარ დე ლა რენტას პირველი საქორწილო კოლექცია ოსკარ დე ლა რენტას გარეშე
🌑 კაროლინა ჰერერას ახალი საქორწილო კოლექცია
🌑 ვერა ვანგის საქორწილო კაბების ფოტოესე


ოსკარ დე ლა რენტას სიკვდილის შემდეგ, ბრენდმა პირველად გამართა საქორწილო კაბების ჩვენება. პიტერ კიპინგმა ნიუ-იორკში თავისი ახალი კოლექცია წარადგინა ოსკარ დე ლა რენტასთვის. რითიც აპლოდისმენტები დაიმსახურა სახლის კლიენტებისა და მოდის კრიტიკოსებისგან. ვერა ვანგმა კი სრულიად ახალი ხედვა შემოგვთავაზა საქორწილო კაბების მიმართულებით.

Oscar, Carolina and Vera - Wedding dresses
Tags:

ახალი სეზონისათვის კაბის შეკერვას თუ აპირებთ და არ იცით როგორი მოდელი შეარჩიოთ, ამისათვის გთავაზობთ იდეებს. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს და შეარჩიეთ ყველაზე განსხვავებული მოდელები. იყავით გამორჩეულები და აქცენტი თქვენს საუკეთესო მხარეზე გააკეთეთ. იხილეთ კაბების მოდელები, რომელთა მთავარი აქცენტი ქალბატონების ელეგანტურ და მიმზიდველ ნაწილზე- ზურგზეა გაკეთებული.
გაითვალისწინეთ რჩევები და იყავით განსხვავებულები.

კაბების მოდელები თქვენი შთაგონებისათვის
Tags:


ლეგენდარული კაბები
ფილმებიდან და რეკლამებიდან


ტანისამოსი ფილმებიდან და სარეკლამო რგოლებიდან — ვიდეო რგოლის ხასიათი ხომ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არიან ჩაცმული მსახიობები. ამიტომაც პერსონაჟების კაბები და კოსტუმები ძირითადად ბიუჯეტის დიდ ნაწილს იკავებს. ჩვენ კი შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს და გავიმეოროთ მომნუსხველი იმიჯი, რომელსაც ისინი ტელეეკრანზე ამ კაბებით ქმნიდნენ და დაგვამახსოვრეს თავი.

Tags:



ლიბანელი დიზაინერის Elie Saab -ის შესანიშნავი Haute Couture კოლექცია Spring/Summer 2015 სეზონისთვის. ძვირფასი და მდიდრული, კლასიკური და ელეგანტური საღამოს კაბები ძირითადად თვალწარმტაც თეთრ, ვარდისფერ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი და ძვირფასი მბზინავი თვლებითაა მოჭედილი დიზაინერის ჩვეული ხელწერის და უბადლო გემოვნების გათვალისწინებით.

Tags:

გლამურული ვარცხნილობა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია. ტალღოვანი თმა მიმზიდველობისა და ქალურობის სიმბოლოა. იხილეთ ვარსკვლავები, რომლებიც ამ ვარცხნილობას ირჩევენ. ისინი ყველგან გამორჩეულები არიან. დახვეწილ სტილს ტალღოვანი თმა სულ სხვა ელფერს სძენს.
იხილეთ ვარსკვლავები ტალღოვანი ვარცხნილობებით.

ვარსკვლავები ტალღოვანი ვარცხნილობებით
Tags:

რჩევები საბანკეტო საღამოსთვის


ახალგაზრდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი საღამო სასკოლო და საუნივერსტეტო ბანკეტია. ყველა მოუთმენლად ელის ამ დღეს და მისთვის საგანგებოდ ემზადებიან. მათ, ვისაც შთაგონების წყარო სჭირდება და ჯერ არ იცის რა უნდა ჩაიცვას, ჯერ ყველაფერი წინ არის. თუ მკერავთან გინდათ კაბის შეკერვა ან დიზაინერთან აპირებთ მისვლას, გთავაზობთ კაბების მოდელებს, რომლებიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებიან. მოგცემთ რჩევებს ბანკეტისთვის, რათა ეს დღე დაუვიწყარი გახდეს თქვენთვის. იგრძნოთ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, ძველი კი ღირსეულად გააცილოთ.
მიეცით თავს უფლება წარმოაჩინოს თქვენი საუკეთესო მხარე.
მიიღეთ შთაგონების წყარო მოდის სახლების კოლექციებიდან, დიზაინერთან ან მკერავთან მისულს, კაბის მოდელზე ბევრი ფიქრი აღარ დაგჭირდებათ.

რჩევები საბანკეტო საღამოსთვის- იყავით უნიკალური!

რჩევები საბანკეტო საღამოსთვის
Tags:


Zuhair Murad
Haute Couture Spring/Summer 2015


ლიბანელი დიზაინერის Zuhair Murad -ის კიდევ ერთი შესანიშნავი Haute Couture კოლექცია Spring/Summer 2015 სეზონისთვის. ძვირფასი და მდიდრული, კლასიკური და ელეგანტური საღამოს კაბები ძირითადად თვალწარმტაც თეთრ, , ცისფერ, და ვერცხლისფერ ფერებშია გადაწყვეტილი და ძვირფასი მბზინავი თვლებითაა მოჭედილი.

Tags:

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი როგორც კინოს, ასევე მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. 23 თებერვალს გამთენიისას ჩატარდა ოსკარის რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონია სადაც თავი მოიყარა უამრავმა ვარსკვლავმა, რა თქმა უნდა მოდის კრიტიკოსებმა შეაფასეს ვარსკვლავების ჩაცმულობა და გამოკვეთეს საუკეთესოდ და ცუდად ჩაცმული ქალბატონების სია, როგორც საუკეთესოდ ჩაცმულები კრიტიკოსებმა გამოარჩიეს: ჯენიფერ ენესტონი, ემა სტოუნი, დაკოტა ჯონსონი და სხვები,
ხოლო არ გაუმართლა: ნიკოლ კიდმანს, სკარლეტ იოჰანსონს, რიტა ორას და სხვებს..


Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 »
Back to Top