Best in Bridal : Fall 2015
წარმოგიდგენთ სხვადასხვა დიზაინერების მიერ წარმოდგენილ საქორწილო კაბების
მოდელებს უახლესი კოლექციიდან, რომლებიც გათვლილია 2015 წლის ზაფხულის სეზონისთვის.

Monique Lhuillier, Oscar De La Renta, Carolina Herrera, Marchesa,
Atelier Pronovias, Naeem Khan, Honor For Stone Fox Bride.


Tags:

The amfAR Milano 2014 Gala

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში Bulgari და Mercedes-Benz-მა უმასპინძლეს amfAR გალა წვეულებას, რომელსაც დაესწრნენ მოდის სფეროს წარმომადგენლები. გაიმართა აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იყო Damien Hirst-ის და Robert Rauschenberg-ის ნამუშევრები და Bulgari-ს სამკაულები. ღონისძიებას მოდელი კოკო როშა უძღვებოდა, პავილიონშივე იყო განთავსებული Mercedes-Benz -ის უახლესი მანქანის მოდელები. სტუმრებისთვის გაიმართა მცირე კონცერტი და მათ სასმელით გაუმასპინძლდნენ. შესანიშნავი მუსიკა და სასმელი, ხელოვნების ნიმუშები, ძვირფასი სამკაულები, ულამაზესი ქალბატონები და ძვირადღირებული მანქანების გარემოცვაში მიმდინარე საქველმოქმედო ღონისძიება - ელიტარულ წრეში ეს ნამდვილად წლის ერთერთ საუკეთესო წვეულებად მიიჩნევა.

Tags:


Zuhair Murad: Fall Winter 2014/2015 Haute Couture

ლიბანელი დიზაინერის Zuhair Murad-ის კიდევ ერთი შესანიშნავი Haute Couture კოლექცია Fall Winter 2014/2015 სეზონისთვის. ძვირფასი და მდიდრული, კლასიკური და ელეგანტური საღამოს კაბები ძირითადად თვალწარმტაც თეთრ, შავ, ცისფერ, წითელ და ვერცხლისფერ ფერებშია გადაწყვეტილი და ძვირფასი მბზინავი თვლებითაა მოჭედილი.

Tags:

BHLDN - BALLET-INSPIRED WEDDING DRESSES FOR FALL
ბალეტის თემაზე ააგო საქორწილო კოლექცია BHLDN-ის ბრენდმა, საშემოდგომო სეზონის ლუქბუქში მოდელთან ერთად პატარა ბალერინებიც პოზირებენ, საპატარძლო კლასიკურ ელეგანტულ კაბებშია გამოწყობილი, რომელსაც სიმსუბუქეს ტაფტას მსუბუქი დავარდნილი ქვედაბოლო მატებს, გაფორმებული მაქმანებიანი და თვლებით მორთული კორსეტით.

Tags:

მაღაზია "სამოსი" მრავალი ქართველი სელებრითის საყვარელი მაღაზია გახდა და ტელეეკრანებზეც ხშირად იხილავთ მათ კაბებში, განსაკუთრებით კი Alaïa-ს და Hervé Léger-ის bodycon კაბაში გამოწყობილ ქალბატონებს. მაღაზია, თამარაშვილის 19-ში ამ ეტაპისთვის საბანკეტო კაბების გრანდიოზულ კოლექციას გვთავაზობს. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია casual-wear სტილის სამოსი და აქსეუარები: ჩანთები და ფეხსაცმელი. შემოგთავაზებთ მათ ფოტოებს ინსტაგრამის გვერდიდან: @samosishop

Tags:

აფხაზი გოგოების სტილი ინსტაგრამიდან და
სოხუმის ერთ-ერთი სკოლის ბოლო ზარის ჩაცმულობა

Tags:

საუკეთესო ლუქები 2014 წლის კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან

RED CARPET LOOKS FROM CANNES
Tags:

სელებრითები 2014 amfAR Gala-ზე, კანში


22 მაისს, კანის 67-ე კინოფესტივალმა საქველმოქმედო საღამოს amfAR Gala-ს უმასპინძლა, სადაც თავი მოიყარეს ცნობილმა ჰოლივუდელმა სელებრითებმა, საერთაშორისო დონის ვარსკვლავებმა, რათა თავიანთი სახსრებითა და ბიუჯეტით დახმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს. საღამოს ცნობილმა სასტუმრომ Cap-Eden-Roc-მა უმასპინძლა. ვარსკვლავებმა წითელი ხალიჩიდან დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც სუპერპოპულარული მოდელების ირინა შეიკის, ალესანდრა ამბროსიოს და სხვების მონაწილეობით გაიმართა ჩვენება, რომელიც ორგანიზებული იყო ვოგის ყოფილი რედაქტორის კარინ როიტფელდის მიერ. შემდგომ ეტაპზე გაიმართა საქველმოქმედო ვახშამი, სადაც თქვენ იხილავდით ლეონარდო დიკაპრიოს მარიონ კოტიარდთან ერთად, აიშვარია რაის და სხვა ცნობილებს. საღამოზე დაუვიწყარი პერფორმანსი შეასრულა მომღერალმა ლენა დელ რეიმ. მიწვეულ სტუმართა შორის იხილავდით წლევანდელი ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული ავსტიელი კონჩიტა ვურსტსაც.

სელებრითები 2014 amfAR Gala-ზე, კანში
Tags:

Met Ball 2014Met Ball 2014
Met Ball 2014


5 მაისს, ნიუ-იორკში, Met Gala 2014 გაიმართა, რომელიც 1971 წლიდან ტარდება, მისგან შემოსული თანხა კი ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმსა და კოსტიუმების ინსტიტუტს ხმარდება. წითელ ხალიჩაზე, როგორც ყოველთვის, უამრავმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი, წლევანდელი საღამოს დრეს-კოდს კი ამერიკის პირველ კუტიურად წოდებული დიზაინერის, ჩარლზ ჯეიმსისა და მისი შემოქმედების საპატივცემულოდ, Beyond Fashion, ანუ "მოდის მიღმა" ეწოდა. გთავაზობთ წითელი ხალიჩის ამსახველ კადრებს.

Met Ball 2014
Tags:

MET Gala 2014MET Gala 2014

❆ MET Gala 2014 ❆ 5 მაისს, ნიუ-იორკში გაიმართა MET Gala 2014, სადაც უამრავმა ცნობილმა სახემ მოიყარა თავი. მსახიობები, მომღერლები, მოდელები და დიზაინერები თამამად პოზიორობდნენ წითელ ხალიჩაზე პაპარაცების წინაშე და თავიანთ სამოსს პრომოუშენს უკეთებდნენ. Met Gala-ს იგივე Costume Institute Gala-ს ისტორია 1971 წლიდან იწყება და ესაა უდიდესი და ყველაზე პომპეზური პრემიერა მოდური ინდუსტრიისა.

MET Gala 2014
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 »
Back to Top