25 February 2015      Ancho.     Views 4 188    
Category: Fun, Interesting / Photos / ART


50 წლის შემდეგ აღმოჩენილი გენიალური ფოტოგრაფიული ნამუშევრები
Finding Vivian Maier

ვივიენ მეიერის ისტორია დოკუმენტური ფილმის სახით აღიბეჭდა და წლევანდელი ოსკარის ცერემონიალზე ნომინაციაც მოიპოვა. ეს არის ამბავი გენიალურ ქალბატონზე, რომელიც დაჯილდოებული იყო ფოტოგრაფიული ხედვითა და ნიჭით, რაც მისი ცხოვრების განმავლობაში არ აღმოჩენილა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დრო და რამხელა ძალისხმევა ჩადო ვივიენმა საკუთარ შემოქმედებაში, მას ისინი არავისთვის არ გაუზიარებია. მისი მშვენიერი ფოტოები 2007 წელს ჯონ მალუფმა აღმოაჩინა.

ჯონ მალუფი მისი ქონების მოგვარებას აწარმოებდა 2007 წლიდან. მას ორი წლის განმავლობაში შეხება არ ჰქონდა ქალთან. 2009 წელს კი იდუმალი ქალბატონი გარდაიცვალა. მალუფმა გადაწყვიტა ღრმად შეესწავლა მისი ცხოვრება და აღმოაჩინა კიდეც მისი ფართო ნიჭიერება. მალუფმა საბოლოოდ გააზიარა სურათები, რომლებიც შეიძინა კომპანია Flickr -თან ერთად. ბრწყინვალე ფოტოებმა სენსაცია გამოიწვია და ყველას დააინტერესა ვინ არის ვივიენ მეიერი...
http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/0d824d04bffad54fe97da42d88b532de_650x.jpg


ვივიენ მეიერის ისტორია უცნაური და გასაოცარია. ქალი რომელიც ძიძად მუშაობდა ჩიკაგოში 40 წლის განმავლობაში და ჰობად დაუჯერებლად ლამაზი სურათების გადაღება ჰქონდა მე-20 საუკუნის შუახანებში. მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში არ უნახავთ მისი განსაცვიფრებელი კომპოზიციები, სინათლე და საგანთა მნიშვნელობა.

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/6c35e3d0bc35c46b696224d2ed59fecb_650x.jpg


ის თავის ჰობს მალავდა გარშემომყოფთაგან, მათ შორის იმ ბავშვებსაც არ აჩვენებდა, ვისაც ზრდიდა. მალუფის განცხადებით ბავშვებმა თქვეს, რომ ის მუდმივად იღებდა ფოტოებს, მაგრამ არავის არ აჩვენებდა.

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/0921ec33a28a203869a0fe49cff5cddd_650x.jpg


ცხოვრებაში ურთულესი პერიოდიც ჰქონდა. მაშინ თავისი ნივთები საწყობში ჰქონდა შენახული, სურათები, განუხორციელებელი ფილმის გორგალები.

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/66dbf9abf4adb59700d7590348ec7f17_650x.jpg


ამ მძიმე პერიოდების წყალობით შექმნა მან დიდებული ნამუშევრების ნაწილი. იღებდა ამერიკის დიდ ქალაქებს: ნიუ-იორკს, ჩიკაგოს, რომლებიც შემდეგ აღმოჩენილი და დაცული გახდა.

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/c3ebd6f9b00e133709d76bacab71451f_650x.jpg


მეიერი მოგზაურობდა, სტუმრობდა ევროპას, აზიას, აფრიკას... მაგრამ ის დღეს ცნობილია თავისი შთამაგონებელი ნამუშევრებით, სადაც ასახულია ამერიკელთა ყოველდღიური ცხოვრება.

http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/490a26fc301944ae3805c014950f3e82_650x.jpg


ეს ჩვეულებრივი ადამიანების პორტრეტებია ქუჩებიდან, რომლებიც გვხიბლავს.

http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/77607af998ad5044dfdf99ac5b22d086_650x.jpg


ეს განსაკუთრებული მომენტები

http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/43d19dacd58618025cca9fb37648edfe_650x.jpg


მან ასახა ადამიანური ცხოვრების სიმშვენიერე საკუთარ ეპოქაში

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/d372acf09a3a5f69781543d520939907_650x.jpg


სიმშვიდე, რომელიც კონტექსტით მდიდარია

http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/1e6bed7114ef7f473fcc1446e1d88004_650x.jpg


ფოტოები ინდივიდუალიზმითაა გაჟღენთილი და ყველა თავის ისტორიას ყვება

http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/513cd2aa919f532d0d0fa5ba8e28f1f9_650x.jpg


ისინი გიჩენენ კითხვებს და გიტოვებენ სურვილს გაიგო მეტი

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/473b1c2e89921c6464fa50fe0159fc8f_650x.jpg


შენ ასევე შეგიძლია იგრძნო თითოეული პიროვნების ყოფა

http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/9877866ac5b9b3036cb470b6472d61b3_650x.jpg


როდესაც გაბრაზებულები არიან

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/692ef3915f3468e5b210df79776e8394_650x.jpg


როდესაც გკიცხავენ

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/7f22f371138457c6f1872cfed4d63548_650x.jpg


ეხებიან შენს სულს

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/1e43ac3d7ab6f9c0b86014b2f82c9205_650x.jpg


ელოდებიან რას გადაუგდებს ცხოვრება შემდეგს

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/7fdd58e5398507db773017af009a4d73_650x.jpg


ან როგორ არიან გართულნი თავიანთი ახალგაზრდული ენერგიული ცხოვრებით

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/e1e0fb0caf02a6ad2d244b9187e9e14a_650x.jpg


ალბათ, ძიძობის დამსახურებაა, რომ მეიერის ფოტოებში ხშირად იგრძნობა კავშირი ბავშვებთან

http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/33c219f238b31305afec9da547e181cf_650x.jpg
http://toco.distractify.com/postimage/201502/12/38248d1004a6a2b59bc7513fd2a680e6_650x.jpg


ბევრ მოზრდილშიც კი შეიმჩნევა ბავშვი, რომელიც მეიერის ყურადღებას იქცევს

http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/d16675c95ba9868183ef7fffc7fbcb1f_650x.jpg
http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/883629fcda8f647b6287ead6055666cc_650x.jpg
http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/8d5bea4100485ab83ad400d206d2cb06_650x.jpg


მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ფოტოს მთავარი გმირი, მეიერი აღბეჭდავდა ადგილსა და ადამიანს შეუდარებლად. ის იყო იქ და აღბეჭდავდა იმას, რასაც საკუტარი თვალით ხედავდა.

http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/30ac83c1ebea5f02d44add1e4436f952_650x.jpg
http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/af8b86f2b86b7b90bb7ccb9d9dcde3f8_650x.jpg


იქ იყო და იცოდა როგორ უკვდაევყო მომენტი

http://toco.distractify.com/postimage/201502/12/f0604a896f929f4d0fff725b1358a98d_650x.jpg


იმ დროს როცა ის იღებდა სამყაროს მის გარშემო, ის საკუთარი თავისთვის ექსტრაორდინალური სელფების გადაღებასაც ახერხებდა
http://toco.distractify.com/postimage/201502/12/76a86e4bcea774bba00b6228d237dd4c_650x.jpg
http://toco.distractify.com/postimage/201502/12/c34b893cae5e4b6a5923cea6dca3fe23_650x.jpg
http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/0d824d04bffad54fe97da42d88b532de_650x.jpg
http://toco.distractify.com/postimage/201502/12/4f0ffcd1294404a177db846b1c6d40a8_650x.jpg


ვივიენ მეიერი შეუმჩნეველი დარჩა მისი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ მისი ტალანტი არ დაიკარგა. წლევანდელ ოსკარზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ასპარეზობდა Finding Vivian Maier.


http://toco.distractify.com/postimage/201502/12/8d1c0e861b051e0529eb99eb20af88b0_650x.jpg


შეგიძლიათ ეწვიოთ ვებსაიტს
http://www.vivianmaier.com/

Category: Fun, Interesting / Photos / ART
Tags:

Share it
Comments
Back to Top