30 აპრილიდან პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში, ყველასათვის საყვარელი ბესტსელერების The Notebook, A Walk To Remember და Dear John ავტორი წამოგვიდგენს ამ წლის ყველაზე რომანტიულ მელოდრამას – "სიყვარულის გზა"

ნიკოლას სპარკსის ნოველის გმირი ახალგაზრდა წყვილია, რომელიც ცდილობს ურთიერთობის დარეგულირებას. ამ დროს ისინი ხვდებიან მოხუცს, რომელიც იხსენებს თავის ცოლთან ნახევარსაუკუნოვანი ურიერთობის ისტორიას. ახალი მეგობარი წყვილს ეხმარება თავის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. ორი თაობა, ორი ისტორია, უკვდავი სიყვარული.


Tags:

The most happiest countries
10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა
"სად ცხოვრობს ბედნიერება?"
მსოფლიოს ყველაზე კმაყოფილი მოსახლეობის ოფიციალური რეიტინგი


გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოვლინა ცხოვრებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნების სია. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერება შედარებითი ცნებაა, World Happiness Report-მა შეაფასა ქვეყნები კონკრეტული მახასიათებლებით. ესენია: მშპ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, თავისუფლების დონე გადაწყვეტილებების მიღებისას, შემოსავლები და სახელმწიფოს ხელშეწყობა, უსაფრთხოების განცდა ღამის საათებში, დასვენების ხარისხი... და ასევე, ნეგატიური ასპექტი: ბოროტება, მწუხარება, დეპრესია, სტრესი...

საბოლოოდ, დედამიწაზე 71% თვლის თავს დანაყრებულად და კმაყოფილად. წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომლის მაცხოვრებლებიც აბსოლიტურად ბენიერები არიან.

http://41.media.tumblr.com/3ddb98254fb304fbd2f6ea88d0f5e46a/tumblr_nbjojn2vK11r5gmiko1_500.jpg
Tags:

საზაფხულო არდადეგები
საინტერესო ადგილები საზაფხულო არდადეგების გასატარებლად

ზაფხული ნელ-ნელა გვიახლოვდება და სულ მალე დაიწყება ცხელი სეზონის არდადეგები. ზოგიერთ ადამიანს სათავგადასავლო ტურიზმი ხიბლავს,ზოგიერთს ზღვა , გართობა და ექსტრემი, ზოგს კი ბუნების წიაღში დასვენება. ახალგაზრდების უმეტესობა საზაფხულო არდადეგების ლოკაციას კლუბების, გასართობი ადგილების და წყლის სპორტული აქტივობების სიმრავლით არჩევს,ზოგიერთ მათგანს მეგობრებთან ერთად დასვენება ურჩევნია,ზოგიერთი კი ოჯახთან ერთად დასვენებას ანიჭებს უპირატესობას.მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ულამაზესი ადგილია,რომელიც ნებისმიერი პრეტენზიული დასვენებლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, იქნება ეს გართობი თუ კულტურულ-ისტორიული ძეგლების თვალსაზრისით.წარმოგიდგენთ 10 მიმზიდველ ადგილს საზაფხულო არდადეგების გასატარებლად,სადაც შეძლებთ დრო საინტერესოდ დახარჯოთ.

საზაფხულო არდადეგები
Tags:

ცნობილმა ავსტრალიელმა სუპერმოდელმა ები ლი კერშაუმ მშობლიური ქვეყნის Vogue-ის 2015 წლის გარეკანი დაამშვენა. ფოტოსესია საკმაოდ უცნაურია, იგი მთლიანად შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი და ების თითქოსდა მამაკაცის როლი აქვს მორგებული. ფოტოსესია ცნობილმა მოდის ფოტოგრფამა უილ დავიდსონმა გადაიღო,რომლის განცხადებით მისი ინსპირაციის წყარო ფილმი Boyhood გახდა,რომლის თემაზეც გადაწყვიტა ფოტოების გადაღება. მოდური გამოცემისთვის სტილი შექმნა კრისტინე ცენნტენერამ , ხოლო მეიქაფი ოზი სალვატიერას ეკუთვნის.

Abbey Lee for Vogue Australia
Tags:

როგორც უკვე იცით, TBILISI JAM FEST 2015 ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალ იპოდრომთან) 24, 25 და 26 აპრილს ნონ-სტოპ რეჟიმში გაიმართება, ბილეთების შეძენა კი, როგორც ამ დღეებში ისე ფესტივალის განმავლობაშია შესაძლებელი. NO VIOLENCE! ამ დევიზით ორგანიზატორები უკვე მეოთხე წელია საერთაშორისო ფესტივალს ატარებენ და ამჯერად სამხრეთ კავკასიის როკ და მეტალ მუსიკის დედაქალაქი თბილისი იქნება, რაც ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო სიახლეა როგორც კულტურული ასევე ტურისტული თვალსაზრისით. 22 აპრილს შედგა პრესკონფერენცია სადაც ორგანიზატორებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააზუსტეს:

* მიუხედავად იმისა, რომ JAM FEST უფრო მეტად როკ და მეტალ ფესტივალის სტატუსს ატარებს, ის არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველია ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის, რადგან ორგანიზატორები ამ ჟანრშიც ძალიან საინტერესო ჯგუფებს და დიჯეებს გვთავაზობენ.

* გაირკვა ტრანსპორტის საკითხიც, ფესტივალის დღეებში დღის 15:00დან მთელი ღამის განმავლობაში სტუმრებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება, რომელიც დელისის მეტროდან ძირითად ლოკაციამდე იმოძრავებს.

Getting Ready For TBILISi JAM FEST 2015
Tags:

ჭორფლი - გაზაფხულის ნიშანია, ის ქალის ცხვირსა და ლოყებზე მზის პირველივე სხივებზე ჩნდება და ფერმკრთალად ზამთრის მოსაწყენ დღეებშიც კი შეგვახსენებს თავს. არა ერთი ასწლეულია, საზოგადოება კამათობს: ჭორფლი ქალს უხდება თუ პირიქით - აუშნოებს მას? გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყველა ცდილობს მოიშოროს ჭორფლი. სულ ტყუილად, ბევრს უხდება ჭორფლი, განსაკუთრებით კი მათ ვინც დაძლიეს საზოგადოების სტიგმა და კომპლექსები, არსებობენ ისეთი ქალბატონები რომლებისათვისაც ჭორფლს ხელი არ შეუშლია მოხვედრილიყვნენ მსოფლიოს ულამაზეს ქალბატონებს შორის. წარმოგიდგენთ ყველაზე ულამაზეს, ცნობილ და წარმატებულ, ჭორფლიან მოდელებს.

Tags:



კორეული სერიალები გასართობი სატელევიზიო ინდუსტრიის და კორეული ჰალიუს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია... დღესდღეობით კორეელი ცნობილი სახეები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები არიან. რა თქმა უნდა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების შემდეგ.

კორეული სერიალის აღსანიშნავად ხშირად გამოიყენება ტერმინი "დრამა" ან "დორამა" ... შეიძლება ითქვას რომ კორეული დრამების სამყაროს რომელსაც მოყვარულები "დრამალენდს" ვუწოდებთ, არაფერი აქვს საერთო ბრაზილიურ და ლათინური ამერიკის საპნის ოპერებთან და საკმაოდ გასხვავებულია დღესდღეობით ძალიან პოპულარული ამერიკული სერიალებისგანაც. ალბათ ბევრი თქვენგანი ცოტა სკეპტიკურად უყურებს ტერმინს "კორეული სერიალი" მაგრამ აქ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, დრამალენდში ნებისმიერი გემოვნებისა და აუდიტორიისთვის განკუთვნილი სერიალი არსებობს.

Tags:



24 საათი როზი ჰანთიგტონ უაითლისთან ერთად

ბრიტანელი მოდელი და Mad Max-ის ვარსკვლავი წარმოგვიდგენს მისი ლოს-ანჯელესური ცხოვრების ერთ დღეს.

6:00 A.M. მე ხშირად ვარ საათობრივ ზონებში არეული, რადგანაც ზოგჯერ ერთ კვირას ლონდონში ვატარებ. ამიტომაც, ლოს-ანჯელესში ძალიან ადრე ვდგები. ვიღვიძებ ჩემს ორ ტაქსასთან ერთად: დოლისთან და პეგისთან ერთად, ისინი ან ყეფენ ან სახეს მილოკავენ. დღის პირველი დიალოგი ჩემს ბოიფრენდთან მაქვს, ჯეისონ სტეტჰემთან.

7:30 A.M. მე სულ 10 წუთი მჭირდება, რომ შევარჩიო სამოსი. მე არ მაქვს კონკრეტული უნიფორმა. მე ყოველთვის ვფიქრობ როგორ ჩაივლის ჩემი დღე, სად მომიწევს ყოფნა და როგორ მინდა თავს ვგრძნობდე. მე არასოდეს ვტოვებ სახლს სუნამოს გარეშე. ჩემი ახალი ფავორიტი სურნელია ჩემი პირველი სუნამო, რომელიც მე შევქმენი ჩემი თეთრეულის კოლექციისთვის: Rosie for Autograph. მასში არის ვარდი, ჟასმინი, მაგნოლია და პილპილი. დასვენების დღეებსა და სირბილების შესასრულებლად მე ვხტები ჯინსში, მაისურში და ჟაკეტში. სახლის დღეებში კი მთელი დღე საშინაო ფორმაში ვარ.

Tags:

➘ 8 რამ რასაც არასწორად ვაკეთებთ
➙ 5 პროდუქტი რასაც არასწორად მოვიხმართ
➚ 8 პროდუქტი რომელსაც არასწორად ვჭრით


ყოველდღიურად, ბევრი რამ გვართმევს დროს და გვახარჯვინებს ნერვებს. შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვსწავლობდეთ რაიმეს სწორად გახსნას. წარმოგიდგენთ ხერხებს, რომლებიც გაგიადვილებთ ან კომფორტულს გაგიხდით ზოგ რაიმეს. შეიძლება ზოგიერთი მათგანი დიდი ნიჭი არ არის, მაგრამ მათი ცოდნა აადვილებს ცხოვრებას და გაძლევთ შესაძლებლობას გააკვირვოთ გარშემომყოფნი.

Tags:



ჯეიმს ფრანკოს სკანდალები

მუდმივი სტუდენტი, ღია სელფების მოყვარული, "ოსკარის" ისტორიაში ყველაზე "ცუდი" წამყვანი-როგორ აღარ ასათაურებენ ჯეიმს ფრანკოს 18 წლიან კარიერას, მაგრამ ყველა ბრალდება მას მხოლოდ სიცილად უღირს. დღეს ჰოლივუდის მთავარ ხულიგანს 37 წელი შეუსრულდა.

ნონკომფორმისტი, პროზაიკი, მხატვრული კონცეფციების ავტორი, ინტელექტუალი, სასაცილო კომედიების მონაწილე, გაქირავების გარანტი, ექსპერიმენტატორი, მამაკაცის სამოსის ბრენდების სახე მუდამ მაყურებლის ფავორიტად რჩება.

Tags:
« 1 ... 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 191 »
Back to Top