ინსტა-დედები ტერმინია, რომლითაც მოვიხსენიებთ ინსტაგრამზე აქტიურ ქალბატონებს - დედებს, რომლებიც თავიანთი ოჯახური ყოველდღიური ცხოვრების ულამაზეს და უსაყვარლეს ფოტოებს გვიზიარებენ, სადაც მთავარ ფიგურას მათი შვილები წარმოადგენენ. ეს არიან ქალბატონები, რომელთათვისაც ამ მომენტში ცხოვრების მთავარ ღირსებას მათი შვილების წარმოჩინება წარმოადგენს. ისინი ხშირად გვიზიარებენ ფოტოებს თუ როგორ ძინავთ მათ ჩვილ-შვილებს შუა დღის ძილით და ამავდროულად ასახავენ რეალობას და წერენ თავიანთი ემოციებისა და შეგრძნებების, დედობის სირთულეების შესახებ. შემდგომ კი შვილის ღიმილით გახალისებული ფოტოებით გვატკბობენ და გვირჩევენ თუ რა ბრენდის სამოსსა და მოვლის საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას.

insta-moms 💕
წარმოგიდგენთ რამდენიმე ინსტა-დედიკოს და მათ შვილებს:
@oldjoybeing; @masha_theone და @mamawatters

Tags:


Essena O'Neill- ინსტაგრამის ვარსკვლავი მილიონობით მიმდევრებისა და ერთი შეხედვით შთამბეჭდავი ფოტოების მიღმა სიმართლეს ასაჯაროვებს. 18 წლის ავსტრალიელმა გოგონამ ინსტაგრამის სივრცე მასობრივად დაიპყრო, თუმცა რა ხდებოდა სინამდვილეში? საუცხოო სხეული რუჯით, ულამაზესი ლოკაციები, სამოსი, აქსესუარები და უბრალოდ სასიამოვნო ფოტოები ინსტა-გოგონას რეალურ ცხოვრებას არ ასახავდა. საკუთარი გვერდიდან ათასობით ფოტოს წაშლის შემდეგ, მან მიმდევრებს მიმართა:

"სოციალური მედია, ისეთი როგორსაც მე ვიყენებდი, არ არის ნამდვილი. ეს არ იყო განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამდენი ადამიანი შეცდომაში შემეყვანა. დაარქვით ამას ცდუნება, მანიპულაცია, ტყუილი, სიმართლის ბოლომდე არ თქმა.. მე შეპყრობილი ვიყავი სოციალური მედიით და მეგონა, რომ არავინ არ დააფასებდა ჩემს პიროვნებას. ახლა გადავწყვიტე ფოტოების ნამდვილი ისტორია დამეწერა აღწერაში, ის რაც რეალობაა." - Essena O'Neill

Tags:


შესაძლოა მრავალი კრიტიკული განცხადება მოისმინოთ Victoria's Secret-ის მოდელებთან დაკავშირებით, თუ ვითომ როგორ უწევენ ისინი პოპულარიზაციას ზედმეტად გამხდარ აღნაგობას, როგორი მცდარია თეთრეულის ბრენდს გაუწიონ რეკლამირება 'თინეიჯერებმა' 0 ზომა მკერდით და როგორ არ გამოხატავს პოდიუმზე ნანახი ქალთა სხეულები დემოგრაფიულ რეალობას. მაგრამ ეს ყოველივე ასე არ არის, მოდელები მუდმივად აღნიშნავენ და გვაცნობენ თუ როგორ ვარჯიშობენ. თითოეული მათგანი სხვადასხვა სპორტის სახეობითაა დაკავებული და ამბობენ, რომ მუდმივად ვარჯიშობენ და სხვაგვარად წარმოუდგენია ასეთ ფორმაში ყოფნა. მათ ეს ყოველივე დიდი შრომის ფასად უჯდებათ. პოდიუმზე იხილავთ როგორც 18 წლის, ასევე ლეგენდარულ მოდელებს, "ძველი გვარდიიდან", რომლებიც უკვე დედები არიან.

თუ კი Victoria's Secret ახალგაზრდა თაობაზე ახდენს გავლენას და უწევს რაიმეს რეკლამირებას, ეს არის სწორი კვება და სპორტული ცხოვრების წესი ჯანსაღი და ლამაზი სხეულისთვის! ინტერნეტში ჰეშთაგით #TrainLikeAnAngel მოდელები სისტემატიურად გვიზიარებდნენ ფოტოებსა და რჩევებს, თუ როგორ ემზადებოდნენ წლის ჩვენებისთვის. ლილი ოლდრიჯი, ქენდის სვეინპოლი, სარა სამპაიო და ჟარმინ ტუკსი გვიზიარებენ სიმღერების პლეილისტს, რომელთა ფონზეც ვარჯიშობდნენ!

Tags:



ქართველი ჯეიმს ბონდის საყოველთაო არჩევნები
საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აგენტის, ჯეიმს ბონდის ახალი ფილმი „სპექტრი: აგენტი 007“ უკვე გამოსულია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კინოთეატრები კინომანებს სთავაზობენ ქართველი ჯეიმს ბონდის და ჯეიმს ბონდის ქალბატონის არჩევას.

მსურველებს ჯეიმს ბონდის არჩევა კინოთეატრი რუსთაველის ოფიციალური facebook-ის გვერდის აპლიკაციაში შეუძლიათ. ნომინაციებზე წარდგენილია 10-10 ყველაზე ცნობილი ქართველი მამაკაცი და ქალბატონი. სიაში შეხვდებით გიორგი ბახუტაშვილს, გიორგი ვარდოსანიძეს, ნიკა გვარამიას და სხვებს. ჯეიმს ბონდის ქალბატონის ნომინაციაზე წარდგენილები არიან ქეთა თოფურია, შორენა ბეგაშვილი, რუსკა მაყაშვილი და სხვები.

Tags:



2015 წლის ყველაზე ხმაურიანი და გულდასაწყვეტი განშორებები
10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის 3 შვილიანი ოჯახი დაინგრა. მიუხედავად იმისა, რომ ჭორები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ აგორდა ამის მაინც ბოლომდე არავის სჯეროდა. ასევე 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგმ დაშორნენ მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი;

ტოპ მოდელისა და ტოპ-ფეხბურთელის ირინა შეიკის და რონალდოს ლამაზმა წყვილმა პრესაში დიდი აჟიოტაში გამოწვია - ვინ ვის ვისთან უღალატა?; ზეინი მალიკი და პერი ედვარდსის ახალგაზრდა რომანის დაშლამაც ბევრს დაწყვიტა გული. მითუმეტეს ამბობდნენ, რომ ზეინის მუსიკალურ ჯგუფ One Direction-ს დატოვების გადაწყვეტილების უკან პერისთან ქორწინება იდგა. ენდრიუ გარფილდი და ემა სტოუნის რომანის დასასრულის დაჯერება კი ჯერ კიდევ არ გვსურს.

Tags:

Mercedes‐Benz Fashion Week Tbilisi გაიმართება 5-9 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMa . როგორც ჩვენთვის ცნობილია მოდის კვირეულზე 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენენ ცნობილი ქართველი დიზაინერები: თამუნა ინგოროყვა, ავთანდილი, ლელა ელოშვილი, ბესარიონი, გვანცა ჯანაშია, Atelier Kikala ...

”Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 გამორჩეული იქნება. კვირეულის განმავლობაში ნაჩვენები იქნება სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები, აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა და დიზაინერებზე გაკეთდება. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს” - ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია.

Tags:



წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე გახმაურებული და პოულარული სერიალის ''სამეფო კარის თამაშების '' შესახებ 50 -მდე უცნობ ფაქტს. სულ მალე სერიალის მე-6 სეზონი გამოვა. მოდით კიდევ უფრო ახლოს შევიხედოთ ამ სატელევიზიო მოვლენის კულუარებში:

2015 წლის ემის დაჯილდოების ბოლოს მაყურებელმა გავიგეთ, რომ ჯონ სნოუ ნამდვილად ცოცხალია! როგორც შოუს წამყვანი ამბობს სარეკლამო ჭრის დროს მან ჯორჯ მარტინის ეს ინფორმაცია დასტყუა!

HBO 10 წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჯორჯ მარტინთან რათა ეყიდა ეკრანიზაციის უფლება. ჯორჯ მარტინმა სერიალის შემქმნელებს გაუმხილა წიგნის დასასრული იმ შემთხვევისთვის თუ მას დასრულებამდე რამე მოუვა, რადგან მწერალი უკვე მოხუცდა. პიტერ დინკლეიჯი იყო ჯორჯ მარტინის პერსონალური არჩევანი ტირიონ ლანისტერის როლისთვის. პიტერი ლენა ჰედი (სერსეი) შოუს დაწყებამდე იყვნენ საუკეთესო მეგობრები. სწორედ ის დაეხმარა ლენას სერსეის როლის მიღებაში.

სერიალმა უდიდესი გავლენა იქონია მაყურებელზე. 150,000 ადამიანს დაარქვეს მსოფლიო მაშტაბით სახელად ''კჰალისი''. მსახიობ ემილია კლარკს არასდროს ჰქონია თეთრი თმა რეალურ ცხოვრებაში, ის მთელი შოუს მანძილზე ატარებს პარიკს.

Tags:

"მოდელობა უბრალოდ ჩემი საქმეა, ეს არ არის ის, ვინც მე ვარ."

90-იანი წლების 49 წლის სუპერმოდელი სინდი კროუფორდი მსოფლიოს ყურადღებას ახალი წიგნით იპყრობს. Becoming Cindy სუპერმოდელის ბიოგრაფიული წიგნია, რომელშიც ის თავისი ცხოვრებისა და წარმატებული კარიერის დეტალების შესახებ გვიყვება. მას უნდოდა გამხდარიყო პრეზიდენტი, იყო ჰოლივუდის ვარსკვლავის რიჩარდ გირის მეუღლე, მისი საუკეთესო მეგობრები ამალ და ჯორჯ კლუნები არიან. სინდიმ თავისი ცხოვრების საინტერესო ფაქტებზე,
ოჯახისა და კარიერის შესახებ სატელევიზიო გადაცემაში 92Y ისაუბრა.

"მინდოდა ფიზიკოსი და პრეზიდენტი გავმხდარიყავი. მინდოდა დიდ რამეზე მეოცნება.
ახლაც არ ვიცი რა უნდა გამეკეთებინა, როგორც ფიზიკოსს."

Tags:



სექსიზმი ჰოლივუდში: ჯენიფერ ლაურენსის პროტესტს მხარი დაუჭირეს მამრობითი სქესის წარმომადგენელმა კოლეგებმა

"შიმშილის თამაშების" ვარსკვლავმა, ოსკაროსანმა ჯენიფერ ლაურენსმა განაცხადა ჰოლივუდში არსებული გენდერული დისკრიმინაციის შესახებ. მან ესეში დაწერა, რომ ფილმისათვის "ამერიკული აფიორა/American Hustle" გამოიმუშავა იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე მისმა მამაკაცმა კოლეგებმა: ბრედლი კუპერმა, ჯერემი რენერმა და კრისტიან ბეილმა. თავის წერილში ჯენი გამოტყდა, რომ რცხვენია დაიცვას თავისი უფლება ჰონორარების შესახებ, იმიტომ რომ ის შესაძლოა მიიჩნიონ "სწერვად". ჯენიფერის აღიარებამ საზოგადოებაში ბევრი გამოხმაურება გამოიწვია. მას მხარში დაუდგნენ არამარტო ქალები, არამედ მამაკაცი კოლეგებიც.

ყველაფერი რასაც ვხედავ და მესმის ყოველდღიურად, ეს არის ის, თუ როგორ გამოხატავენ მამაკაცები თავიანთ აზრს, ხოლო როცა მე ვცდილობ იგივე გავაკეთო, ისინი ამას იღებენ როგორც შეურაცხყოფას."-გამოტყდა ლაურენსი.

Tags:



"დამარცხება? მე არ მესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა!" — ისტორიაში პირველ და ერთადერთ დიდი ბრიტანეთის ქალ პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს 90 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ მის რამდენიმე რჩეულ ცხოვრებისეულ ციტატას.


"მისი პრემიერობა გახდა ყველაზე ხანგრძლივი XX საუკუნეში, თავად მარგარეტმა კი მიიღო "რკინის ლედის" წოდება — თავისი იმპერატიული მართვის სტილისა და საბჭოთა მმართველობის მკვეთრი კრიტიკის გამო."



Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 191 »
Back to Top