დღიური გრძელდება! ამჯერად პროექტის მასპინძელია კაფე-სანაყინე Luca Polare. ახალი სეზონის განსხვავებული და საინტერესო პროექტის სტუმარი საფრანგეთში მოღვაწე დიზაინერი- ჯაბა დიასამიძეა. დიზაინერის შემოქმედების მოტივაციაზე, ხედვასა და მუშაობის პროცესზე "დღიურის" მკითხველი ყველაფერს გაიგებს. პროექტის ფორმატი არ შეცვლილა, მკითხველს აქვს საშუალება სტუმრის ხელწერაც იხილოს. ჯაბა დიასამიძის დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისათვის!

- ჩემი ცხოვრების პრიორიტეტია...
- მეგობრობა.
- ჩემი შთაგონების წყაროა...
- ჩემი წარმოსახვის უნარი.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- ყველაფერი კარგად იქნებოდა.
Tags:



იდეალური მამაკაცი
ჰიუ ჯეკმანი


ჰოლივუდის ერთ-ერთი მისაბაძი მამაკაცი 47 წლის გახდა. მსახიობი, მომღერალი, სანიმუშო ქმარი, მამა, კულინარი... უამრავი დადებითი მხარის გამო, მას იდეალურ მამაკაცადაც კი მოიხსენიებენ. გულშემატკივრებში კი "ყველასათვის საყვარელის" ტიტული აქვს მინიჭებული. ვნახოთ, რითი გააოცა ავსტრალიელმა მსახიობმა მსოფლიო.

"ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება ჩემი ცოლია. ის მე საუკეთესოდ მიცნობს. იცის რასაც ვფიქრობ, რასაც ვგრძნობ... ჩენ ძალიან გახსნილები ვართ ერთმანეთთან. მას სჯერა ჩემი. იცით, ბევრი რამ მაკვირვებს ჩემ კარიერაში. თუნდაც ის რომ ამ წარმატებას მივაღწიე და ა.შ. ის კი ამაში არასოდეს ეჭვდებოდა, მეუბნებოდა ამაზე პირველივე შეხვედრიდან, და ყოველთვის მართალი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ზუსტად ასე დაწერეთ: ჩემი ცოლი მუდამ მართალია."


Tags:

90's Love-stories

90-იანების საკულტო ვარსკვლავური რომანები
გამოჩენილი სასიყვარულო ისტორიების რეტროსპექტივა


დრო როდესაც, დღეისათვის პირველი ხარისხის მსახიობები თავს იმკვიდრებდნენ და სამსახურეობრივი მოვალეობების დროს ერთმანეთს ეცნობობდნენ. 90-იანები ბევრ საკულტო რომანს იტევს. ცნობილმა ვარსკვლავებმა იმ დროში თავიანთი ცხოვრების განსაკუთრებული სიყვარულები გამოსცადეს და იქვე დატოვეს. წარმოგიდგენთ 5 საკულტო რომანს.

90's Love-stories
Tags:



ლეგენდარული ქალბატონები:
ფილმებსა და რეალობაში

ნაწილი მეორე

გვატყვევებს ოდრი ტატუ კოკო შანელის როლით და ჰგავს მერილ სტრიპი მარგარეტ ტეტჩერს? წარმოგიდგენთ დეტალურად შესწავლილ ქალთა კინობიოგრაფიებს, იმ მნიშვნელობით, გვანან თუ არა რეალური მსახიობები თავიანთ გმირებს, რომლებმაც გააცოცხლეს ისინი კამერის წინაშე.

Legendary women in the movies and in reality
Tags:



ლეგენდარული Toyota Corolla და RAV4 წარმოუდგენელ ფასად
Toyota-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, ლეგენდარულ Toyota Corolla-სა და RAV4-ზე დაუჯერებელი საშემოდგომო ფასდაკლებების აქცია დაიწყო. ამ შესანიშნავი სიახლით სარგებლობა, მომხმარებლებს, რომლებსაც ახალი ავტომობილის შეძენა სურთ, ტოიოტას ორივე ოფიციალურ დილერთან შეუძლიათ.

„ლეგენდარული სედანი“ - Toyota Corolla მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელთა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. ამის საუკეთესო დადასტურებაა ამ მოდელის აბსოლუტურად რეკორდული გაყიდვები რომლებმაც უკვე 40 მილიონს გადააჭარბა და გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსით მოხვდა. Toyota-ს საშემოდგომო კამპანია, უნიკალური შანსია მათთვის, ვისაც ტოიოტას ხარისხიანი ავტომობილის ყიდვა საუკეთესო ფასად სურს.

Tags:



ლეგენდარული ქალბატონები:
ფილმებსა და რეალობაში


ნაწილი პირველი

გვატყვევებს მიშელ უილიამსი მერლინ მონროს როლით და ჰგავს ნაომი უოთსი ლედი დის? წარმოგიდგენთ დეტალურად შესწავლილ ქალთა კინობიოგრაფიებს, იმ მნიშვნელობით, გვანან თუ არა რეალური მსახიობები თავიანთ გმირებს, რომლებმაც გააცოცხლეს ისინი კამერის წინაშე.

Legendary women in the movies and in reality
Tags:


ჯულია რობერტსი
"ერთხელ მე ჩემი ინტუიციის წინააღმდეგ წავედი და მწარედ ვინანე ამის გამო"

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი და ოსკარის მფლობელი გვიზიარებს თავის მთავარ ცხოვრებისეულ წესებს, რომლებითაც ხელმძღვანელობს ის თავის ცხოვრებაში


ასობით პრიზით დაჯილდოებული ქალბატონი და ჟურნალ "People"-ის მიერ ოთხჯერ დასახელებული "პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად", 1988 წლიდან, ყოველ წელს ერთ ფილმში მაინც იღებს მონაწილეობას და მისი ფილმების უმრავლესობა გაყიდვების ჰიტები ხდება.

ამასთან, 47 წლის მსახიობი ასწრებს დაკავდეს ქველმოქმედებით (გარემოს დაცვისა და ქალების დახმარების ჩათვლით), პროდიუსერობა გაუწიოს თავის კინოკომპანიას Red Om და აღზარდოს 3 შვილი: 10 წლის ტყუპები ჰეიზელი და ფინეასი და 8 წლის ჰენრი. ახლა ჯულია მონაწილეობას იღებს ჯოდი ფოსტერის დრამაში "Money Monster" ჯორჯ კლუნთან ერთად.

Rules of Life: Julia Roberts
Tags:

პირველად ქართულ თეატრალურ სცენაზე „ბაში -აჩუკი“ 3D-ში!
აკაკი წერეთლის 175 წლისთავს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 27 სექტემბერს „ბაში-აჩუკის„ პრემიერას უძღვნის.

აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით სათავგადასავლო-ისტორიული ჟანრის სპექტაკლს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. ინსცენირების ავტორები არიან: მანანა გეგეჭკორი და დიმიტრი ხვთისიაშვილი. სპეციალურად „ბაში-აჩუკისთვის“ ორიგინალური მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ. 3D ტექნოლოგია და კოსტიუმები დავით მაჭავარიანს და „კაკადუ სტუდიას“ ეკუთვნის, ქორეოგრაფიაზე იმუშავეს - ილიკო სუხიშვილმა და „სუხიშვილების სტუდიამ“.

Tags:

Women who have made great husbands

ქალები, რომლებმაც თავიანთი ქმრები გამოჩენილები გახადეს

ყველა გენიის უკან დგას ქალი, რომელმაც ის ასეთი გახადა. ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისები თითქმის არ აქვს. წარმოგიდგენთ გმირ ქალებს.

"ის მასწავლებელია, მე - მოსწავლე. მე ცნობილი ადამიანი ვარ, რომელზეც ფიქრობენ, რომ მან ყველაფერი იცის, მაგრამ ის არის ჩემი მასწავლებელი, მან შემასწავლა მე ყველაფერი რაც ვიცი. მან უკვე ყველაფერი იცოდა, როცა მე საერთოდ არაფერი ვიცოდი, როცა მე ვიყავი ადამიანი არსაიდან. იოკოსთან მე გავხდი თავისუფალი. მისმა სიახლოვემ გამხადა მე მთლიანი ადამიანი. მის გარეშე მე მხოლოდ ნახევარი ვიყავი."

Women who have made great husbands

Tags:

ქართული ისტორიული ქსოვილი

ქართული ისტორიული ქსოვილი

ხელოვნების სასახლეში ერთი მეტად საინტერესო პროექტი წამოიწყეს -- ეს არის ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენა! პროექტის ხელმძღვანელები არიან გიორგი კალანდია და ირინა საგანელიძე, მხატვრები -- რონი ცხოიძე და არტემ ანტანოსიანი. ეს გრანდიოზული სამუშაო უკვე ერთი წელია რაც მიმდინარეობს, გადმოხატულია თითქმის ყველა საერო პირის ფრესკა. ფრესკების გადმოხატვასთან ერთად ჩატარდა კოლოსალური სამუშაო, კერძოდ, ფრესკაზე დახატული ყველა ტანსაცმლის ორნამენტი აღსდგა, დამუშავდა, შემდეგ ეს ორნამენტები გააცოცხლა ქსოვილზე მხატვარმა ეკატერინე გეგუჩაძემ. პროექტის განსახორციელებლად დამუშავდა ხელოვნების სასახლეში დაცული არაერთი საარქივო დოკუმენტი, მოეწყო რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია და სამუშაო აქტიურად გრძელდება.

საქმეს დიდი ენთუზიაზმით მიუყვებიან პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი და სავარაუდოდ მალე გახდება ხელმისაწვდომი და ხელშესახები თამარ მეფის, ლაშა გიორგის, ჯაყელების, დადიანების, გურიელების და სხვათა ისტორიული ქართული ქსოვილი.

ქართული ისტორიული ქსოვილი
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 191 »
Back to Top