ბუნებრივობამოდური ქალბატონის ყველაზე ძლიერი მხარეა. დღეს მოდის სივრცეში ინდივიდუალური, თავისუფალი და ბუნებრივი სტილია თვალისმომჭრელი. ფრანგი ქალბატონების უნიკალური სტილის მთავარი ელემენტი მათი გარეგნობაა. ისინი არ მიეკუთვნებიან იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც სალონებში საათობით დროს კარგავენ. ისინი აფასებენ ბუნებრივობას და იციან როგორ წარმოაჩინონ შინაგანი სამყარო. როგორი ვარცხნილობები ახასიათებთ ფრანგ ქალბატონებს და რას არ აკეთებენ ისინი არასდროს - ფრანგი ქალბატონების ვარცხნილობების თავისებურებანი .
Tags:

ზოლებიანი სამოსი მოდის უნიკალური და მუდმივად აქტუალური ელემენტია. ტრენდი, რომელსაც დრო და ინოვაციები ვერ ერევა. ჯეინ ბირკინის, ბრიჯიტ ბარდოს, სოფია კოპოლასა და სხვების შთაგონებით Kule-ის ზოლებიანი სამოსით შემდგარი უახლესი კოლექცია შეიქმნა. წლების წინ ტენდენცია ლეგენდარულმა ქალბატონებმა დაამკვიდრეს. რა ხდება დღეს?
მოდელები და ფერები იცვლება, თუმცა კონცეფცია იგივეა. ზოლები- მუდმივად აქტუალურია!
Tags:

132 წლის წინ მოდის სივრცის ყველაზე გამორჩეული და ეპოქალური ქალბატონი- გაბრიელა "კოკო" შანელი დაიბადა. კოკომ უდიდესი წვლილი შეიტანა ქალბატონთა სტილის განვითარებაში, დატოვა დაუვიწყარი სურნელი, შეცვალა ქალბატონთა აზროვნება და დამოკიდებულება თავიანთი თავებისა და მოდის მიმართ, მან თქვა ახალი სიტყვა მოდის სფეროში. ყველაზე წარმატებული და უკვდავი მოდის სახლის სათავეში 1983 წლიდან კარლ ლაგერფილდი დგას."შანელი" არ კარგავს გავლენას მოდის სფეროში, ის საუკეთესო და შეუცვლელია. მოდის სახლის 2015 წლის საშემოდგომო კოლექციის ფონზე,
გადაავლეთ თვალი ლეგენდარული ქალბატონის- კოკო შანელის ციტატებს.
Tags:

მოდური ტენდენციები მუდმივად იცვლება. მოდური წესები მალევე კარგავს ძალას და ახალი წესები ჩნდება. ზუსტად არც არავინ იცის ვინ ადგენს ამ წესებს, წესებიდან გამომდინარე ვინ ქმნის მითებს. წარმოგიდგენთ 8 ყველაზე აქტუალურ მითს, რომლებიც ხშირად არჩევანის თავისუფლებას გიზღუდავენ და ჩარჩოში მომწყვდეულებს ინდივიდუალურობის განცდას გიკარგავენ.
დაივიწყეთ მითები!
Tags:

ცხელი სეზონი ნელ-ნელა იწურება, წინ საშემოდგომო სეზონი გველის. დასვენების შემდეგ, ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად უნდა მოემზადოთ. ახალი სამუშაო სეზონის დასაწყებად აუცილებელია: ახალი სამოსი, საქმიანი იდეები, თავდაჯერებულობა და ცვლილებები. გარეგნობის ცვლილებები კი თმის ფერზე ფიქრით დაიწყეთ. წარმოგიდგენთ ტოპ საშემოდგომო თმის ფერებს, რომლებიც ყველაზე აქტუალურია 2015 წლის საშემოდგომო სეზონისთვის.
Tags:



THE GRACE OF GRAY
ჭაღარა თმის მომხიბვლელობა

მოდელების თაობა, რომლებიც მრავალი ახალგაზრდა დამწყები მოდელისგან განსხვავებით... საკმაოდ გვიან "აღმოაჩინეს" და გამოარჩიეს იმ ბუნებრივი სილამაზით, რომელიც ასაკში შეინარჩუნეს. ხანდაზმული მოდელების ლეგიონს მიეკუთვნება 65 წლის სარა ვილი, რომელმაც მოდელობა 57 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც პროფესიონალმა ფოტოგრაფმა შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოებიდან შენიშნა, რასაც მალევე მოყვა სამოდელო კონტრაქტი ლონდონური სააგენტოდან.

ასევე 82 წლის ლეგენდარული კარმენ დელოფერისი, 85 წლის დაფნი სელფი - ყველაზე ხანდაზმული მოდელი და 81 წლის ჯენი როუდსი 60 წლიანი სამოდელო კარიერით. ქალბატონები წარმატების ზენიტში როგორც ხანდაზმული მოდელები ისე მოექცნენ, ისინი რეკლამირებას უწევენ ძვირფას სამკაულებს და ცხოვრების სტილს, რომელიც უბერებელია.

Tags:


რა არის ნიუ-იორკული სტილის ყველაზე დიდი საიდუმლო?
ქალბატონების თავდაჯერებულობა.
მათ იციან რა არის ლუქის საუკეთესო ელემენტი, იციან რა უხდება მათ სხეულს, იციან თუ როგორ უნდა წარმოაჩინონ საუკეთესო მხარე და შინაგანი სამყარო. ნიუ-იორკული მოდური ელფერი ნებისმიერი ქალბატონს ეტყობა. მათი წარმატების ფორმულა ერთია.
იხილეთ ნიუ-იორკული სტილის თავისებურებანი.
Tags:

PIXELS - თამაში მსოფლიოს გადასარჩენად

"პიქსელები" - ალბათ თავდაპირველად გაგაკვირვებთ მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ფილმის სანახევროდ-მულტიპლიკაციურ 3D ფორმატში ხილვა. აქ მსოფლიოს გადარჩენა ყოფილი გეიმერების ხელშია, კაცობრიობის მტერი კი კვლავ უცხოპლანეტელები არიან, რომლებიც ძველი კომპიუტერული თამაშების სახით გვიტევენ! ამერიკის პრეზიდენტი გადაწყვეტს მისი ბავშვობის მეგობრებს მოუხმოს არკადი-თამაშების სტატეგიით მოთამაშე მტრის გასანადგურებლად: ადამ სენდლერი, კევინ ჯეიმსი, მიშელ მონაჰენი, ეშლი ბენსონი, პიტერ დინკლეიჯი და შონ ბინი სხვა მსახიობებთან ერთად... ითამაშებენ PacMan-ის წინააღმდეგ!

ფილმი საქართველოს კინოთეატრებში
რუსთაველი, ამირანი, Cavea მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე:
23 ივლისიდან 3D ფორმატში

PIXELS - თამაში მსოფლიოს გადასარჩენად
Tags:

La Belle Be Well - როცა არაფერს კარგავთ, გარდა წონისა!
ჯანსაღი წონის დაბრუნება ბევრი ადამიანისთვის ოცნების ტოლფასი გახდა. გვიჭირს ვაკონტროლოთ ის, რაც სრულიად ჩვენს ხელშია, საკუთარი თავის გაკონტროლება გვიჭირს. არსებობს რაღაც, რაც მუდმივად გვიშლის ხელს, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ნუთუ მართლა შეუძლებელია დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება? რაში მდგომარეობს პრობლემის რეალური მიზეზი?

პროექტი La Belle Be Well არის სიახლე ისრაელიდან, მისი ძირითადი პრინციპები შემუშავებულია ებრაელი ფილოსოფოსის და ექიმის Rambam-ის ნაშრომების საფუძველზე. მეთოდი უკვე აპრობირებულია მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში. ჩვენ მოვახდინეთ მისი ადაპტაცია და მოვარგეთ ქართულ კულტურას.

Tags:



Unfriended - “წაშალე მეგობრები”
"პარანორმალური მოვლენების" და 'ასტრალის" შემქმნელები წამოგვიდგენენ ქართველი რეჟისორის ინოვაციურ საშინელებათა ჟანრის ჰოლივუდურ დესქტოპ-ტრილერს‬ ‪"Unfriended" 16 ივლისიდან საქართველოს კინოთეატრებში

ჟანრი: საშინელება, ტრილერი
რეჟისორი: ლევან გაბრიაძე
როლებში: შელი ჰენინგი, მოუსეს სტორმი, რენი პოლსტედი, უილიამ პელტცი

ერთ საღამოს მეგობრებს "სკაიპში" შემოუერთდა უცნობი სახელით Billy227. ყველა ფიქრობდა, რომ ეს კომპიუტერული ხარვეზი იყო, სანამ უცნობმა არ დაიწყო წერა. ბილს აინტერესებდა თუ ვინ იყო ინტერნეტში სკანდალური ვიდეოს გავრცელების ავტორი, რომელიც მათ თანაკლასელ ლორა ბარნსზე იყო, რის გამოც გოგონამ რამდენიმე წლის წინ თავი მოიკლა. მეგობრებს ეგონათ, რომ ადვილად გათიშავდნენ ჩატს, თუმცა ეს ადვილი არ აღმოჩნდა. Billy227-ს სურს გაარკვიოს, თუ ვინ გაასაჯაროვა მასალები ლორა ბარნსზე და თუ დატოვებ ჩატს - მოკვდები!

Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 191 »
Back to Top