ყველაზე ხმამაღალი სკანდალები კანის კინოფესტივალის ისტორიაში
პრემიერები, ინტრიგები, გამოძიება —
მთავარი ევროპული კინოფორუმის სკანდალური ქრონიკა


რიგით 68-ე კინოფესტივალის გახსნამ უცნაური მოვლენებისა და ექსცენტრიკული ჩაცმულობების გარეშე ჩაიარა, თუმცა უკვე მეორე დღეს, მოვლენები თავიან ჩვეულ კურსს დაუბრუნდა, რაც ღონისძიების კურიოზულობაში ვლინდება.

უხერხულია დავითვალოთ, რამდენჯერ "დაუსტვინეს" კანში, მაგრამ აღსანიშნავია კვენტინ ტარანტინოს ჟესტი: მან დემონსტრაციულად აუწია შუა თითი კრიტიკოსებს, რაც ღირსეულ პასუხად ჩაითვალა მათი წამოძახილების "რა სისულელეა!"-ს საპასუხოდ, როდესაც მას ოქროს პალმის რტოს გადასცემდნენ ფილმისათვის "Pulp Fiction".

Tags:



მამაკაცის სილამაზის სტანდარტები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


ყველა ქვეყანაში სხვადასხვა გარეგნობის მქონე მამაკაცები გვხვდება.
მივყვეთ მამაკაცურ სილამაზეს გეოგრაფიულად.


ყველა ნაციონალობის მქონე მამაკაცი უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს თავის მოვლას, ამას მამაკაცის მოვლის საშუალებების გაყიდვებიც მოწმობს, რომელიც 70%-ზე მეტადაა გაზრდილი. კრეატიულმა გუნდმა BuzzFeed-მა ვიდეო შექმნა, რომელშიც წარმოდგენილია მამაკაცური იდეალები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. პროექტისათვის მოდელები კონტინენტის 12 ქვეყნიდან შეკრიბეს და აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ქალები მიილტვიან სრულფასოვან 90-60-90 პარამეტრებამდე. განვავრცოთ თემა მამაკაცური სილამაზის შესახებ.

Tags:


50 წლის შემდეგ ფრიდა კალოს ნივთების ხილვა შესაძლებელია!

1954 წელს ფრიდას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ, გამოჩენილმა მხატვარმა, დიეგო რივერამ ფრიდას პირადი ნივთები მექსიკაში, თავიანთი სახლის აბაზანაში ჩაკეტა. დიეგოს გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ, ფრიდას ნივთების ხილვა შესაძლებელი გახდა. 2004 წელს რამდენიმე ნივთი აბაზანიდან გამოიტანეს. ფოტოგრაფმა Ishiuchi Miyako-მა ნივთები სათითაოდ გადაიღო და არქივი შექმნა. მხატვრის პირადი ნივთები გამოფენის სახით წარმოდგენილია ლონდონში Michael Hoppen გალერეაში. რამდენიმე ფოტო The Guardian-მაც გამოაქვეყნა.

Tags:


როგორ გავიკეთოთ პროფესიონალური მაკიაჟი
სახის კონტურირება: იდეალური ტონი და ჩრდილებით ნაკვთების ფორმირება

ცნობილი ადამიანების მსგავსად, თქვენი სახის ფერიც ბრწყინვალე და თვალისმომჭრელი რომ იყოს, ამისათვის რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. საუკეთესო მაკიაჟისთვის დრო, ფუნჯები და სწორად შერჩეული კოსმეტიკა დაგჭირდებათ. რჩევების გათვალისწინებით დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. პროფესიონალური მაკიაჟის საიდუმლოებები: როგორ წარმოვაჩინოთ სახის ნაკვთები საუკეთესოდ ჩრდილების დახმარებით და მივიღოთ ფოტოგენური მაკიაჟი

Tags:



საუკეთესო მომენტები ცნობილი ფილმებიდან
მრავლისმთქმელი დიალოგები და ფრაზები ფილმებიდან,
რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს და ჩაგვებეჭდა გონებაში.

Tags:

Angel.ge-ს ახალი პროექტის "დღიურის" შემდეგი სტუმარი სალომე ღვინიაშვილია!

სალომე ღვინიაშვილის დღიურში მკითხველი შემოქმედებით და საინტერესო პასუხებს იხილავს. ეს არ არის ჩვეულებრივი და ბანალური ინტერვიუ. დღიურში ვლინდება რესპონდენტის ყოველდღიურობის მიღმა დარჩენილი ფიქრები და აზრები. მკითხველს საშუალება აქვს სხვა თვალით დაინახოს ადამიანის შინაგანი სამყარო და ინტერესები. ყოფილი მოდელისა და ახლა, უკვე დიზაინერის დღიურიდან ბევრ რჩევასაც მიიღებთ. იხილეთ საინტერესო და განსხვავებული ინტერვიუ სალომე ღვინიაშვილთან, რომელშიც სალომეს ხელწერა და სუბიექტური ხედვა ვლინდება.

- დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- როდესაც გავიცანი ზურა.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე.
- ამინდი, რომელიც ვიქნებოდი...
- გაზაფხულის წვიმა.
- ვფიქრობ, ქალბატონების ყველაზე ძლიერი მხარეა...
- გამძლეობა.

Tags:



მოდი დავქორწინდეთ ➲
ყველაზე რომანტიული ხელის თხოვნები

რეცეპტი ვარსკვლავებისგან: როგორ შევთავაზოთ საყვარელ ადამიანს ცოლობა, რომ მან აუცილებლად დადებითად უპასუხოს.


შოუ-ბიზნესის სამყაროში შემორჩნენ ნამდვილი რომანტიკოსები, რომლებიც საყვარელ ქალბატონებს ხელს განსაკუთრებულად სთავაზობენ. როგორიცაა: ვალენტინობაზე თოვლის ქვეშ, ესკიმოსების ქოხში მაღალმთიან ადგილას ან თუნდაც ვერტმფრენში. წარმოგიდგენთ 6 ჰოლივუდურ ისტორიას ცნობილი მამაკაცების ხელის შეთავაზების შესახებ.

Tags:



როდის გაჩნდა მინი-ქვედაბოლო?
ლეგენდარული ნივთის გაჩენის ისტორია ქალის გარდერობში


დღეს, ქვედაბოლოს სიგრძე ყოველი სეზონის მოდური გავლენით ირჩევა, ადრე დიზაინერები კი იბრძოდნენ თითოეული სანტიმეტრისთვის. მინი-ქვედაბოლოები ფემინისტური მოძრაობის უნიფორმად და სექსუალური რევოლუციის სიმბოლად ითვლებოდა. ის იწვევდა საზოგადოების აზრს.

მოდის ისტორიკოსები დღემდე ბჭობენ, როდის გაჩნდა მინი და ვინ იყო მისი ავტორი. თანამედროვე ინტერპრეტაციით ეს მოდელი წარმოდგენილი იქნა 1960-იანებში. ინოვატორებად ერთმანეთს ერკინებიან ფრანგი ანდრე კურეჟი და ინგლისელი მერი ქუანთი, რომლებმაც ფაქტობრივად, ერთდროულად წარმოადგინეს მინი ქვედაბოლოები თავიანთ კოლექციებში. თუმცა, რომელიმე მათგანი რომ მტკიცედ დავასახელოთ გამომგონებლად, მაინც არაადეკვატურია. სინამდვილეში მინი ქვედაბოლო გაცილებით ადრე გამჩნდა, წარმოგიდგენთ მინის, როგორც ტრენდს.

Tags:

KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება

მე-14 საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” წელს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 1-7 მაისს გაიმართება.
1 მაისს, 20:00 საათზე KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება.
ფოტოკონკურსის პირველ დღეს „ქოლგას“ წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენება
და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
მის: Rooms Hotel Tbilisi, კოსტავას ქ. 14.
KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება
Tags:



www.tbilisiopenair.ge
ცნობილი გახდა Tbilisi Open Air 2015 ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი 3-7 ივლისი ლოკაცია: თბილისის ზღვის 'ახალი ქალაქი'-ს მიმდებარედ და line-up, რომელიც გრანდიოზულ და შთამბეჭდავ ფესტივალს გვპირდება

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად, ზაფხულის თბილი ამინდის დადგომასთან ერთად ღია ცისქვეშ ტარდება ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. წელს თბილისს მსოფლიო დონის შემრულებლები ეწვევიან: Placebo, ზემფირა, ბეტ ჰარტი, Archive, Black Label Society, Tiger Lillies, Аква́риум, Soap&Skin, Kill it Kid... ასევე სოფი ვილი, სალიო, Green Room, The Jetbird, Loudspeakers, The Bearfox, Erekle Deisadze & Vinda Folio. საღამოს კი სცენას დიჯეები დაიკავებენ, ფესტივალის ტერიტორიაზე კემპინგის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


Tags:
« 1 ... 5 6 7 8 9 10 11 12 13 ... 191 »
Back to Top