"დღიურის" შემდეგი სტუმარი ნინი ბადურაშვილია

"დღიურში" ნინი ბადურაშვილის განსხვავებულ ინტერვიუს იხილავთ. მომღერლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციას საზოგადოება მაშინვე იგებს, თუმცა პიროვნების ყოველდღიური ცხოვრების მიღმა დარჩენილ დეტალებს მხოლოდ "დღიურში" წაიკითხავთ. დამაფიქრებელი კითხვები და გულწრფელი პასუხები მკითხველს
ნინი ბადურაშვილის განსხვავებულ მხარეს აჩვენებს.

- საყვარელი სიმღერის ტექსტია...
- "არასოდეს მყვარებია ასე"
- ქალბატონების სუსტი მხარეა...
- მგონია, რომ შეყვარებული ქალი ხშირ შემთხვევაში სუსტია.
- ვფიქრობ, ქალი მორალურად უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი.
- პირველი რადიკალური გადაწყვეტილება...
- ჩემი უეცარი გათხოვება და შემდეგ გაშორება ორსულ მდგომარეობაში...
- ვისურვებდი, ყველამ შეიგრძნოს უფრო მეტი...
- თავისუფლება.

Tags:



"დღიურის" ერთგულ მკითხველს შორენა ბეგაშვილის ინტერვიუ ელოდება. ჩვენი რესპონდენტი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა, თუმცა ამ ტიპის ინტერვიუს შორენას შესახებ მხოლოდ "დღიურის" მკითხველი ნახავს. პროექტის მიზანი ადამიანების ყოველდღიურობისა და მათი პროფესიის მიღმა დარჩენილი დეტალების ამოცნობაა. განსხვავებულ კითხვებზე პასუხები მათ შინაგან სამყაროსა და ინტერესებზე მოგვითხრობენ.
"დღიურის" მომდევნო პროექტს Breadbar-მა უმასპინძლა.

- ქალბატონის მთავარი გამოწვევაა..
- ლამაზი ქალის დანახვა.
- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც უკითხავთ არის...

- თვალები სად ჩავივიწროვე.
- ადამიანის ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...

- სიღარიბე.
Tags:

Angel.ge-ს დღიურების პროექტი გრძელდება!
ამჯერად მკითხველი მანიკა ასათიანის დღიურს წაიკითხავს. დღიურის საინტერესო კითხვარის ფორმატი უცვლელია. ინტერვიუ ცნობილი ადამიანების განსხვავებულ მხარეს გვაჩვენებს. გაიგებთ მანიკას შესახებ საინტერესო ინფორმაციას, რომლებსაც ჩვეულებრივ ინტერვიუებში ვერ შეხვდებით. ჟურნალისტის მიერ დაწერილი ფრაზები, მანიკამ თავისუფლად და უწყვეტად შეავსო, წერის პროცესი კი ფოტოგრაფმა დააფიქსირა. "დღიურის" მასპინძელია La Belle Medical.
მანიკა ასათიანის დღიური Angel.ge-ს მკითხველისთვის.
- სილამაზის დეფინიცაა...
- მაკა ასათიანია თავად დეფინიცია.
- ქალბატონების ყველაზე სუსტი მხარეა...
- გრძნობები, სიყვარული, შვილი.
- მუსიკა, რომელსაც მთელი სხეულით ვგრძნობ...
- მიშა მდინარაძის "თოლიები".

Tags:

Angel.ge-ს ახალი პროექტის "დღიურის" შემდეგი სტუმარი სალომე ღვინიაშვილია!

სალომე ღვინიაშვილის დღიურში მკითხველი შემოქმედებით და საინტერესო პასუხებს იხილავს. ეს არ არის ჩვეულებრივი და ბანალური ინტერვიუ. დღიურში ვლინდება რესპონდენტის ყოველდღიურობის მიღმა დარჩენილი ფიქრები და აზრები. მკითხველს საშუალება აქვს სხვა თვალით დაინახოს ადამიანის შინაგანი სამყარო და ინტერესები. ყოფილი მოდელისა და ახლა, უკვე დიზაინერის დღიურიდან ბევრ რჩევასაც მიიღებთ. იხილეთ საინტერესო და განსხვავებული ინტერვიუ სალომე ღვინიაშვილთან, რომელშიც სალომეს ხელწერა და სუბიექტური ხედვა ვლინდება.

- დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- როდესაც გავიცანი ზურა.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე.
- ამინდი, რომელიც ვიქნებოდი...
- გაზაფხულის წვიმა.
- ვფიქრობ, ქალბატონების ყველაზე ძლიერი მხარეა...
- გამძლეობა.

Tags:

როგორც უკვე ნახავდით ჩვენი ფეისბუქისფეიჯის ალბომში 24, 25 და 26 აპრილს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა სამდღიანი, ნონ-სტოპ ფესტივალი Tbilisi Jam Fest 2015 სადაც როკის მოყვარული ყველა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი. რაოდენ რთულიც არ უნდა ყოფილიყო, სტუმრებმა მოახერხეს ლოკაციის, ამინდისა და ფესტივალის სტილის ერთმანეთთან შერწყმა, ამრიგად საკმაოდ საინტერესო ლუქები შემოგვთავაზეს.

Tags:


თბილისი მოდის კვირეულის ფინალური მე-4 დღე გიორგი ქებურიას ჩვენებით გაიხსნა Art Area-ს საგამოფენო სივრცეში, შემდგომ ვარდების მოედანზე განლაგებულ სივრცეში მარიამ გვასალიას, სალი ფანგანის და რია ქებურიას ჩვენებები გაიმართა. მე-11 მოდის კვირეული ატელიე კიკალასთვის ლაკო ბოკუჩავას კოლექციის პრეზენტაციამ დახურა. შემდგომ სტუმრებმა მოძრაობის თეატრში გამართულ Nargis-ის წვეულებაზე გადაინაცვლეს და თბილისის მოდის კვირეული მომავალ სეზონამდე დაგვემშვიდობა.

თბილისის მოდის კვირეულის #4 დღეს
დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა ენჯელზე

Tags:



თბილისი მოდის კვირეულის მე-11 სეზონის მე-3 დღეს გაიმართა კვირეულის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერების ჩვენებები, რომლებიც შაბათ დღეს დილიდან დაიწყო. პირველი ანუკი არეშიძემ წარმოადგინა კოლექცია ნაციონალურ გალერეაში, საიდანაც სტუმრები N Duo Concept-მა მიიპატიჟა გრატო პასაჟში გამართულ კოქტეილ-ბრანჩზე. სტუმრებს შორის იყვნენ მოწვეული ჟურნალისტები და ბლოგერები: ქსენია საბჩაკი, დარია შაპოვალოვა, მარია კოსოლოვა, აქსანა ონი, ელენა ზამიატინა, იულიანა ბოიკო, ნინა ვასაძე... შემდგომ სტუმრები ვარდების მოედანზე Iveria Group-ის შენობაში Dalood, დიანა ქვარიანი და ჯორჯ შაღაშვილის ჩვენებებს დაესწრნენ, დღე კი Vinotel-ში დახურულ წვეულებაზე ღვინის დეგუსტაციით დასრულდა.

თბილისის მოდის კვირეულის #3 დღეს
დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა ენჯელზე.

Tags:


თბილისი მოდის კვირეული, რომელიც უკვე მე-11 სეზონს ითვლის 16-19 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. საშემოდგომო კოლექციების ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად Iveria Group-ის ახლადმშენებარე კომპლექსური შენობა შეირჩა ვარდების მოედანზე, სადაც 30 მეტრიანი პოდიუმი გაიჭიმა, ასევე მოეწყო ქართველი დიზაინერების შოურუმი და მოდის კვირეულის ოფიციალური სპონსორის HONDA-ს ავტომანქანების გამოფენა. ჩვენი ყურადღების ქვეშ ამჯერადაც, დამსწრე საზოგადოების ჩაცმის სტილი მოექცა, რომლებიც თბილისის მოდის კვირეულის გახსნის #1 და მე-2 დღეს გადაიღო ენჯელ.ჯი-ს ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ.

მეტი ფოტოების ხილვა შეგიძლიათ ენჯელის ფეისბუქის ალბომში:
Tbilisi Fashion Week #11 Guests


Tags:

ახალი პროექტი ენჯელზე!
დღიური ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო და განსხვავებული კითხვარია, რომლიდანაც ძალიან ბევრს გაიგებს ჩვენი სტუმრის შესახებ. ორდინარული და მოსაწყენი კითხვა - პასუხი ყველგან შეგხვდებათ, მაგრამ არა ჩვენთან! გაიგეთ უფრო მეტი ადამიანების შესახებ, იხილეთ მათივე ხელით დაწერილი ფრაზები, რომლებიც მათ შინაგან სამყაროსა და განსხვავებულ ხედვებზე მოგვითხრობენ. დღიური საინტერესოა მათთვის, ვისაც უყვარს შემოქმედებითი და განსხვავებული ინტერვიუები. რა იმალება ადამიანების პროფესიის მიღმა, საუბარი არა მათ კონკრეტულ პროფესიაზე, არამედ მათ ცხოვრებისეულ გზაზეა.

ამჯერად იხილეთ ფოტოგრაფ მარი ნაკანის დღიური რომელშიც პერსონის ხელწერა და სუბიექტური ხედვა სულ სხვა თვალით დაგანახებთ ჩვენს სტუმარს. მკითხველს მარი ნაკანის დღიურის წაკითხვის საშუალება ეძლევა!

- ემოცია, რომლის ფირზე აღბეჭდვაც ყველაზე მეტად მიჭირს...
- მტირალა ადამიანს ვერ ვუღებ, მაგ დროს მირჩევნია დავამშვიდო.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- ყველაფერს ვუყუროთ მარადისობის წერტილიდან.

Tags:

სალომე ღვინიაშვილის დიზაინერული დებიუტი SalOme for DALOOD
წარმოადგენს საკაპსულო კოლექციას, რომელიც მოდელმა DAlOOD-თან კოლაბორაციით შექმნა, კოლექციის პრეზენტაცია 18 მარტს შედგება კოსტავას #23-ში მდებარე ატელიეში;

ენჯელ.ჯი სალომეს დალოოდის ატელიეში, კოლექციის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე ესტუმრა და სამუშაო პროცესში ჩავწერეთ ინტერვიუ, თუ როგორ შეიქმნა კოლექცია და რა გეგმები აქვს სალომეს, როგორც დიზაინერს. ასევე წარმოგიდგენთ ლუქბუქს და ფოტოებს სახელოსნოდან:

ხშირად მომდის სოციალურ ქსელში შეკითხვები თუ რა ბრენდი მმოსავს და თითქოს მოსწონთ რაც მაცვია, ამ ყოველივემ განაპირობა გამეკეთებინა ის - რაც მე მომწონს, რასაც თავად ჩავიცმევდი პირველ რიგში. კოლექცია გავაკეთე ჩემი სტილიდან გამომდინარე. ქალი არის იდეა, მისი ქალურობა და კლასიკურობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 25 »
Back to Top