თამთა შედანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. სულ ცოტა ხნის წინ ის რომში, მოდის კვირეულზე იმყოფებოდა და წარმატებული იტალიელი დიზაინერების ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. რომაული შთაბეჭდილებების,შვილის, სტილისა და სხვა უამრავი დეტალის შესახებ თამთას გავესაუბრეთ

" საქართველოში პოდიუმზე არ გამოვდივარ, იქედან გამომდინარე რომ არ არის ჩვენი პროფესია დაფასებული და შესაბამისადაც არც სათანადო ანაზღაურებას არ იხდიან. პოდიუმზე ხშირ შემთხვევაში ახალბედა მოდელები გამოდიან, რომლებსაც გამოჩენა უხარიათ და ამავდროულად გამოცდილებას იძენენ. მე კი არც წინ და უკან სირბილი მიხარია და არც გამოჩენა. დღეს ჩემი მიზნები და ფიქრები სხვა არის ვიდრე ორი წლის წინ იყო, რადგან მყავს შვილი. ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტრაქტი სარფიანი იყოს, არ მინდა მისი დიდხანს დატოვება და დროის ფუჭად კარგვა. "

თამთა შედანია რომის მოდის კვირეულზე
Tags:

პიტო სეთურიძემ დიდი ხნის წინ მიიქცია ჩვენი ყურადღება თავისი განსხვავებული სტილითა და უცხო გარეგნობით, ფართო საზოგადოების წინაშე პირველად ის ყოფილი-მეგობარი გოგონას ნინა სუბლატის გვერდით გამოჩნდა... დღეს პიტო გოგონების ყურადღების ცენტრშია და თავადაც ზრუნავს მათზე - ის ფიტნეს ტრენერია "ფორმა"-ში, ბავშვობიდანვე სხვადასხვა სპორტით იყო დაკავებული, ტრენერობის გარდა ხშირად იწვევენ, როგორც მოდელს სხვადასხვა კამპანიებსა და ფოტოსესიებში, სამომავლო გეგმები კი ხელოვნებას უკავშირდება. მოდით, ერთად უფრო მეტი რამ გავიგოთ ამ საინტერესო ადამიანის შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ

პიტო სეთურიძე @Pito stf
სიმართლე გითხრათ თბილისში იშვიათად ვყიდულობ ტანსაცმელს, თუმცა თბილისში ხშირად ვყიდულობ ვინტაჟ-მაღაზიებში, მეორადებშიც ბევრჯერ მიყიდია, ვთვლი, რომ საქართველოში ბევრად მაგრად შეიძლება ჩაიცვა მეორადებში, ვიდრე 'ზარაში'❞

Tags:

ჯანეტ ქერდიყოშვილი მისი სილამაზისა და მომხიბვლელობის წყალობით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ჩვენ მას გავესაუბრეთ თავის მოვლის საშუალებებზე და საყვარელ ბრენდებზე.
ცოტა ხნის წინ ჯანეტი ქართველი მოდელის ანა კოვაჩის ქორწილში დუბაიში იმყოფებოდა და პატარძლის მეჯვარე იყო. მათი მეგობრობისა და საქორწილო ამბების შესახებ თავად გვიამბობს
ჯანეტი მოდასა და მეგობრობაზე
Tags:



საზოგადოება მირიან ჯეჯელავას არაერთი პროექტიდან იცნობს. ტელეკომპანია იმედის მუსიკალურ შოუში „ორი ვარსკვლავი“ იგი მომღერლის ამპლუაში წარსდგება მაყურებლის წინაშე. მისთვის მომღერლობა ახალი გამოწვევაა, რომელსაც არ უშინდება. გავიგოთ, როგორ განვითარდა მიკის პროფესიული საქმიანობა, როგორია მისი სტილი და რამ განაპირობა იმიჯის ცვლილება.

It Boy : მირიან ჯეჯელავა
ბავშობიდან მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, არც მიფიქრია სხვა პროფესია ამერჩია.
თავიდანვე ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი.


თუ რადიო-ეთერში არ ვარ, ვარ გადაღებაზე, ან რეპეტიციაზე. ახლა, პროექტ „ორი ვარსკვლავის“ რეპეტიციები დამემატა. ეს უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს და სრულიად ახალი რამ არის. ესეთ მასშტაბურ პროექტში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ძალიან ვნერვიულობ და მაყურებლის მხარდაჭერის იმედი მაქვს

Tags:

პროექტისთვის 1 celebrity=5 looks @მიმი შელია ანუ რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მირანდა შელია ჩავწერეთ. ირინა შეიკის ორეულად წოდებული მიმი, სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი. მისი ინსტაგრამიდან ვხედავთ, რომ თანამშრომლობს და მეგობრობს Dream Studio - ბერასთან, ქეთა თოფურიას ახლო მეგობარია და ლეიბლ Lika for lika boots-ს ლუქბუქშიც ვიხილეთ ცოტა ხნის წინ მოდელის როლში. მიმი მოსკოვში ცხოვრობს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. თუმცა, ქართულად საუბარი არ უჭირს. ამჟამად კი საახალწლო არდადაგებზე თბილისში იმყოფება. გავიგოთ, მეტი მისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ: რა არის მისი ძირითადი პროფესია, როგორ ატარებს დროს მოსკოვსა თუ თბილისში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენ. პროექტის ფარგლებში მიმი 5 სხვადასხვა ვითარებაში გადაიღო ჩვენმა ფოტოგრაფმა.

მირანდა შელია @mimi shelini
ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks;
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია; ჟურნალისტი: ტატა ნაკანი


Tags:

თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ქართველი მოდელია.ჰონგ-კონგის შემდეგ ის ევროპაში მოღვაწეობს და უამრავ ფოტოსესიაში იღებს მონაწილეობას. ამჟამად მან პარიზიდან დროებით ლონდონში გადაინაცვლა. სამომავლო გეგმებზე და ევროპულ შთაბეჭდილებებზე თაკო თავად გაგვესაუბრა.

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმრები ლალო და ნინა დოლიძეები

BUON VIAGGIO-ს პროექტს „შარდენის 12-მა“ უმასპინძლა. საუბრები მოდაზე კრისტისთან ერთად გრძელდება. ამჯერად, მისი სტუმრები ლალო და ნინა დოლიძეები არიან. როდის ჩამოყალიბდა ბრენდი “LALO Cardigans”, გოგონების ინდივიდუალურ სტილსა და შემოქმედებაზე, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ლალო: ორი წლის წინ ჩემთვის გავიკეთე ჟაკეტი. მე თვითონ მოვიქსოვე. ამის შემდეგ მოეწონათ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაკა კვიციანმა წაიღო ჟაკეტები მოსკოვში და პირველი დღესვე ყველა გაყიდა. პირველი შეკვეთა მაკასგან იყო. არ მოველოდით ამხელა აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა. ხალხს ძალიან მოეწონა.“

„მოდის კვირეულზე ვერ გამოვედით, რადგან ჟაკეტის გარდა სამოსი ვერ შევკერეთ. ისეთი შეკერილი იყო, სამწუხაროდ, ნაჭრების გადაყრა მოგვიწია. მხოლოდ ჩვენი ჟაკეტებით ვერ გამოვიდოდით ჩვენებაზე.“

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი კახა მამულაშვილი

Unique Terrace“ და BUON VIAGGIO-ს პროექტი კახა მამულაშვილს მასპინძლობს. კრისტისა და კახას საუბრის თემა მოდა და სტილია. მისი სამომავლო გეგმების, საყვარელი დიზაინერისა და ყოველდღიური სტილის შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩაცმაში ლელას 100%-ით ვენდობი. თუ რაღაც ნახა ჩემთვის, ყოველთვის მირეკავს რომ მეც მივიდე და ვნახო. ზოგადად, მე და მაღაზიებს ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს. ის შოპინგობს, მე კაფეში მეგობრებთან ერთად მივდივარ. ბევრს უყვარს შოპინგი, მაგრამ ვინც ლელასთან ერთად წასულა, გადაღლილებს უთქვამთ, გაძლება მოგცეს ღმერთმაო.“

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მაკა შალიკაშვილი

Unique Terrace-ში“ კრისტის სტუმარია მაკა შალიკაშვილი. BUON VIAGGIO-ს პროექტში კრისტიმ და მაკამ მოდის შესახებ ისაუბრეს. შეიცვალა თუ არა ბავშვობის შემდეგ მაკას სტილი, რომელი მოდის სახლის სამოსია მის ხასიათთან ყველაზე ახლოს, ამ და სხვა თემის შესახებ ინტერვიუს, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ვფიქრობ, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სტილი. შეიძლება მთელ მსოფლიოსა და თბილისს კედები და ჯინსი ეცვას, მაგრამ რაც მთავარია შენი უნდა იყოს ეს კედებიც და ჯინსიც, უნდა გიხდებოდეს. ბავშვობის მერე არაფერი შევცლილა, მაშინაც ასე ვიცვამდი. გარდა იმისა, რომ სპორტული სტილი მაქვს, ბოლო დროს აღმოვაჩინე რომ სპორტული ტანი მაქვს.“

„მე ყველაზე უპრეტენზიო მსახიობი ვარ მსახიობთა შორის. ძალიან კარგ რეჟისორთან ვმუშაობ, ლევან წულაძესთან. ვიღაცას შეიძლება შეეკამათო, მაგრამ არა მას. მან ზუსტად იცის რა მჭირდება, როლს რა სჭირდება.“

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნუკი კოშკელიშვილი

Hookah Lounge-მა“ კრისტისა და ნუკის უმასპინძლა. BUON VIAGGIO-ს პროექტის მთავარი თემა მოდაა. როგორი სტილი აქვს ნუკის, საყვარელი აქსესუარებისა და მოდის სახლების შესახებ ის კრისტის ესაუბრა. ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩემი სტილი ახლაც არ ჩამოყალიბებულა. შეიძლება დაგინახო და გავიფიქრო: „კრისტი ყიფშიძეს რა ლამაზად აცვია-თქო“ და მეც მომინდეს შენი სტილის მორგება. დრეკადი ვარ. ვფიქრობ, რომ კარგი გემოვნება მაქვს, თუმცა არა ისეთი კარგი, როგორიც სხვებს, თვითონ რომ ირჩევენ სტილს. სხვისი გემოვნებიდან ხშირად ვარჩევ რაღაცებს. “

„ტატუ - ებრაულად მაწერია „ნუკი“. ებრაული სისხლი მირევია და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა.
ისრაელში ვიყავი, დიდი გავლენა მოახდინა, დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. “


Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 25 »
Back to Top