სტილისტ და ჟურნალისტ სალი გოგიბერიძეს შენიშნავდით თბილისის მოდურ წვეულებებზე,
სოციალურ ქსელში და ახლა უკვე ბლოგერის ამპლუაში -Sali's Diary
ენჯელ.ჯი-ს პროექტ It Girl-ს მორიგ სერიაში სწორედ მასთან ინტერვიუს
წარმოგიდგენთ. ვისაუბრეთ Sali's Diary ბლოგზე, მოდასა და ზამთრის სეზონის ტენდენციებზე.

It Girl - სალი გოგიბერიძე
Sali's Diary - www.salisdiary.com

„ბლოგთან დაკავშირებით - უნდა გესმოდეს ხელოვნება, რომელიც ჩემში ბავშვობიდანაა გაჟღენთილი და აუცილებლად უნდა წერდე. რეალურად ერთ დღესაც რომ დავფიქრდი, ეს ჩემი ორი პროფესია არის გაერთიანებული ამ ბლოგში. პლიუს ჟურნალისტიკა იმაში მეხამრება, რომ გამოვხატო ის რაც მინდა, რომ მკითხველის ყურამდე მივიდეს და გადავცე, პლიუს ჩემი გამოცდილება და ცოდნა ხელოვნებაში მეხმარება იმაში, რომ შევქმა ეს თუ ის პროდუქტი.“

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მიშა მესხი

Unique Terrace-ში“ კრისტის სტუმარია მიშა მესხი. BUON VIAGGIO-ს პროექტში მიშამ მის ყოველდღიურ სტილზე ისაუბრა. მისი საყვარელი აქსესუარების, ნიუ-იორკული ისტორიებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„თავისუფალი სტილი მაქვს. არ მომწონს თბილისური „გოიმური“ გაპრანჭვები,
„დოლჩე გაბანას“ და „გუჩის“ ქამრებით. სულ შავებში რომ აცვიათ. “


„ნიუ-იორკულ ისტორიას მოგიყვები, მე და ჩემი მეგობრები კაფეში რომ მივედით მაგიდასთან ადრიანა ლიმა დავინახეთ. მივედი და გამოველაპარაკე. რა უნდა მეთქვა რომ სადმე დამეპატიჟა და უცბად დავაბრეხვე: „ჩემი ქვეყნის პრინცი ვარ-თქო.“

„სამაჯურები სულ მიკეთია. რამდენიმე საათი მაქვს, მაგრამ იშვიათად ვიკეთებ.
თავისუფლად მიყვარს სიარული. სათვალე იშვიათად მიხდება ჩემს დანგრეულ ცხვირზე, თან ხშირად ვკარგავ.“


Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ანუკი ქორქია

BUON VIAGGIO-ს პროექტი და სილამაზის სალონი „Belle Comtesse” ანუკი ქორქიას მასპინძლობს. კრისტისა და ანუკის საუბარი პროექტის მთავარ თემაზე - მოდაზე შედგა. რას ანიჭებს უპირატესობას ანუკი, მისი ყოველდღიური სტილისა და საყვარელი აქსესუარების შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„გარდერობში ძირითადად, ონლაინ შოპინგით და საზღვარგარეთ შეძენილი სამოსი ჭარბობს. “

„ცეკვავენ ვარსკვლავების პროექტის მეხუთე სეზონზე ავთანდილ ცქვიტინიძის სამოსი მაცვია და ბუნებრივია, მას არ ვუწევ არანაირ წინააღმდეგობას. მან ზუსტად იცის, რა შეიძლება გამოაჩინოს. როგორც წესი თვალდახუჭული მივყვები მას. “


ბაჩანა ჭანტურია სუხიშვილები ახალი თაობის ერთერთ ყველაზე გამორჩეულ მოცეკვავედ მოიხსენიება, ის ცოტა ხნის წინ შეუართდა ამ ლეგენდარულ დასს და ამ ინტერვიუში ის გვესაუბრა სუხიშვილები/რამიშვილების დასზე. ბაჩანა თანდაყოლილ ნიჭთან და მათალ პროფესიონალიზმთან ერთად გამოირჩევა ტრადიციული ქართული ვიზუალით და "ნაციონალური სამოსის სახლთან" ერთად ჩართულია ქართული ნაციონალური კოსტუმების თანამედროვე ცხოვრებაში შემოსვის პროპაგანდაში.

It Boy : ბაჩანა ჭანტურია
❝ვიცოდი თუ რა სირთულეებს შევეჭიდებოდი პროექტ რამიშვილებში, მაგრამ არ მიყოყმანია, რადგან მიყვარს განვითარება და ამასთან ერთად გვერდით მყვანან პროფესიონალი მოცეკვავეები, რომლებიც დღეს ქართული ქორეოგრაფიის განვითარების ისტორიას ქმნიან. მე ვამაყობ, რომ მომიწია მათთან ერთად ბრძოლა წინსვლისა და გამარჯვებისთვის.

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ირმა შარიქაძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ირმა შარიქაძე. კრისტისა და ირმას „ბიბლიოთეკამ“ უმასპინძლა. საინტერესო მოსაზრებები მოდასა და სტილის შესახებ, თბილისის მოდის კვირეულის შეფასება და ირმას სამომავლო პროექტები, ამ ყველაფრის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისუფლება, არ მოინდომებს იყოს სისტემის ნაწილი. ყოველ დღე დილის 9 საათიდან საღამოს 7 მდე იყოს სამსახურში და ამაში განვლოს მისმა ცხოვრებამ. ჩემთვის თავისუფლების ხარისხს მაღალი ფასეულობა აქვს“

„ჩემი შთაგონების წყარო კავკასიური კოსტუმია. ჩემი „ფეტიში“ და ვნებაა ნაციონალური კოსტუმები. ეს არის მნიშვნელოვანი გამოხატულება ადამიანის იდენტობისა. მნიშვნელოვანია კავკასიური იდენტობის შესწავლა, ქართული ნაციონალური კოსტუმი ხომ კავკასიურის ნაწილია. “

Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ვიქტორია პლეშაკოვა

BUON VIAGGIO- ს პროექტის სტუმარია ვიქტორია პლეშაკოვა. კრისტისა და ვიქტორიას რესტორანმა „ტიფლისო“ უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემა მოდაა. როგორი სტილი აქვს ვიქტორიას, მისი ნიუ-იორკული ყოველდღიურობისა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

კრისტი: „დიდი ხანია არ მინახიხარ. მახსოვხარ, ძალიან პატარა. თეა მაქაცარიასა და ჟორჟიკას სააგენტო ჰქონდათ, მეც იქ ვმუშაობდი. როგორიც ახლა ხარ, ასეთივე ლამაზი მოგიყვანეს სააგენტოში და ფოტოები გადაგიღეთ. მახსოვს, ჩვენებაზე ერთადაც გამოვედით და ერთმანეთსაც გვამსგავსებდნენ.“

„ეს პროექტი მეხმარება იმაში, რომ საქართველოში ვიყო და ჩემს ნათესავებთან მქონდეს კონტაქტი.“

„ ვიფიქრე, თუ საქმე არ მექნებოდა აქ, ისევ დავბრუნდებოდი ამერიკაში და კონტრაქტს გავაგრძელებდი. როცა ჩავედი, ვთქვი რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ჩემს სააგენტოში ძალიან გაუხარდათ. ამერიკიდან მგულშემატკივრობენ.“

„ თმის შამპუნის „Matrix-ის“ რეკლამაში გადამიღეს. ასევე, „Pantene-ს“. ამის გამო, ჩემი თმის შეჭრა არ შეიძლება.“


თბილისის მე-10 მოდის კვირეული დასრულდა შატო მუხრანში ავთანდილის ჩვენებით და ჟურნალ OK!-ს წვეულებით, სადაც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა და მოდით დაინტერესებულმა თბილისელმა მოიყარა თავი.

თბილისის მოდის კვირეულმა 5 დღეს გასტანა, წარმოგიდგენთ მე3-5 დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას Designer Center, თბილისი რუმსში გამართული თამუნა ინგოროყვას და შატო მუხრანში ავთანდილის ჩვენებიდან.
სტუმრების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოების ხილვა, რომელიც სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაიღო ელენე გოგელიამ შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქისფეიჯის ალბომში, სადაც ყველა ფოტოს ხილვა შეგიძლიათ.

Tags:



წარმოგიდგენთ თბილისის მოდის კვირეულის TFW-ს მთავარ ლოკაციაზე Designer Center-ში მეორე დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას. ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით დეტალებმა მიიპყრო, როგორც ირკვევა თბილისელთა უმეტესობა CHANEL-ის ჩანთების დიდი მოყვარულია...

ფოტოები სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის იქნა გადაღებული და აქამდე მათი ნახვა შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქის ფეიჯის ალბომში.

Tags:

თბილისის მოდის კვირეული ოქტომბრის თვის მიწურულს გაიმართა, სადაც დიზაინერებმა გაზაფხული-ზაფხული 2014 და ზამთრის კოლექციაც წარმოადგინეს. სტუმრების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოების ხილვა, რომელიც სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაიღო ელენე გოგელიამ შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქისფეიჯის ალბომში. ახლა კი წარმოგიდგენთ თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას, რომლებიც ბიბლიოთეკაში გამართულ ანუკი არეშიძის ANOUKI ჩვენებას და TFW-ს მთავარ ლოკაციაზე Designer Center-ში იმყოფებოდნენ.

Tags:

ენჯელ.ჯი-ს პროექტ It Girl-სთვის გადავიღეთ ქართველი მოდელი
და "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს მონაწილე მარიამ სანოგო

ფოტოგრაფთან ერთად მარიამს "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს სარეპეტიციოში ვესტუმრეთ სეუ-ს სტუდიაში, ფოტოგადაღება კი შესვენებაზე გავმართეთ. პროექტში ჩაბმის შემდეგ მარიამი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ აქ ატარებს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა, თუმცა პროექტის გამო სრულიად კონცენტრირებულია შოუზე და სამოდელო სფეროში სხვა გეგმებს ვერ სახავდა. 5 ნოემბრის გადაცემაში, მარიამი პროექტს გამოეთიშა.

სიუჟეტი მომზადებულია პერიოდში, სანამ მარიამის მეწყვილე რეზიკო რობაქიძის ტრამვა გამწვავდებოდა, რის გამოც პროექტში მისი ჩანაცვლება გახდა საჭირო. შემდგომ მარიამს 3 ახალ პარტნიორთან შეთავსება მოუწია, რამაც მისი პროექტში ასპარეზობის რეიტინგი საკმაოდ დაწია და მარიამ სანოგო პროექტს გამოეთიშა, თუმცა კი შოუს დღეს, მე-5 "კინო ტურში" საუცხოო ნომერი გვიჩვენა ოთო ფოლადაშვილთან ერთად, სადაც ის ქალი-კატას იმიჯით წარსდგა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვეღარ ვიხილავთ შოუს ფარგლებში მარიამის ცეკვას. ვუსურვოთ მას წარმატებები სამოდელო სფეროში...

Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 25 »
Back to Top