კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ეკა კახიანი

BUON VIAGGIO-ს პროექტს კაფე „ციტრონმა“ უმასპინძლა. ამჯერად, კრისტის სტუმარი ეკა კახიანია. საუბარი მოდაზე,სტილსა და აქსესუარებზე შედგა. როგორია ეკა კახიანის ყოველდღიური სტილი და სამოსი,რომელშიც ის ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს.ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„რაღაც ასაკის მერე გიყალიბდება სტილი. შეიძლება რაღაც მომეწონოს,
მაგრამ ვიცი, რომ ეს უკვე ჩემი ასაკისთვის აღარ არის.“


„ამ ბოლო დროს ძალიან გავჩერდი და მეშინია ძალიან ბებოობაში არ გადავარდე.“

„ძალიან ბევრი ქუდი მაქვს. შლაპა ძალიან მოსახერხებელია.
ზოგჯერ თმის გაკეთებას ვერ ასწრებ და არაჩვეულებრივი საშუალებაა გამოიყურებოდე მოწესრიგებულად.“



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი გიორგი ნაზღაიძე
BUON VIAGGIO-ში კრისტიმ გიორგი ნაზღაიძეს უმასპინძლა.როგორ ჩამოყალიბდა გიორგის სტილი,რა არის მისი სტილის გამორჩეული დეტალი და როგორია მისი სამომავლო გეგმები ამის შესახებ ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბავშვობიდან ვაქცევდი ყურადღებას ფერების შეხამებას. განსაკუთრებულად იმაზე ფიქრი თუ რა უნდა ჩამეცვა, როგორ, სად და პატარა დეტალიც რომ უნდა ყოფილიყო თვალში მოსახვედრი გარდატეხის ასაკიდან დავიწყე.“

„რატომღაც, ყველა იტყოდა თავისუფალ სამოსში (ვგრძნობ თავს კომფორტულადო).
მე იმ სამოსში ვგრნობ თავს კომფორტულად,რომელიც ძალიან მიხდება.“



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი მერსი სულხანიშვილი

Buon Viaggio-ში კრისტის სტუმარია მერსი სულხანიშვილი. რა ნივთები ჭარბობს მერსის გარდერობში, ვის ენდობა ბრმად და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამის შესახებ ის კრისტის ესაუბრა .ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„Bra-ს ვიყენებ აქსესუარად, საჭიროების შემთხვევაში.
სამოსს თუ სჭირდება აუცილებლად მაცვია,თუ არ სჭირდება არ მაცვია.“


„მიმაჩნია, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მაცვია. ზოგადად, გემოვნებას ფულით ვერ იყიდი,ის ან გაქვს ან არ გაქვს. რაღაც ტენდენციებს ვითვალისწინებ, ამავდროულად, ტენდენციებსაც არ უნდა ენდო ბრმად და არ უნდა აყვე. ჩემს სტილს ჩემი ხელით ვირგებ.“

„საზოგადობა თვლის, რომ რადგან განსხვავებულად მაცვია, რაღაც პროტესტს გამოვხატავ, თუმცა ყოველთვის ის მაცვია, რაც მომწონს. ძალიან ბუნებრივად ხდება ყველაფერი.“


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ქეთი ხატიაშვილი

Buon Viaggio-ში კრისტის სტუმარია ქეთი ხატიაშვილი. რა ადგილი უკავია ჩანთას ქეთის პროფესიულსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეიცვალა თუ არა მისი სტილი, ამ და სხვა თემაზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბავშვობიდან 5-6 საათი სულ დარბაზში ვიყავი, ამიტომ სულ სპორტული სამოსი მეცვა. ძირითადად, შეკრებებსა და შეჯიბრებებში გავატარე ცხოვრება. დილა იწყებოდა სპორტული სამოსით, შეჯიბრის ფორმით. უმეტესწილად, მოწესრიგებულად სულ შავებში მეცვა, ამიტომ გარდერობში ეს ფერი ჭარბობდა. ძირითადად, Nike, Adidas და Reebok-ის სამოსი მქონდა.“

„რთულია გადაერთო სპორტული სტილიდან კლასიკურზე. დგომაც და სიარულიც სხვანაირი აქვს სპორტსმენს.“

„ძალიან მიყვარს სათვალეები. აუცილებელია ჩანთაში მედოს, თუნდაც უამინდობა იყოს.“


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი გოჩა ჩერტკოევი

Buon Viaggio-ს პროექტის სტუმარია გოჩა ჩერტკოევი. კრისტი მას შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაწყებამდე ესტუმრა. საუბარი შედგა სტილსა და მოდაზე.რომელია გოჩას საყვარელი ბრენდები და ფერი,რომელიც ყველაზე ახლოს არის მის შინაგან სამყაროსთან. „ჩემი დაბრუნება საქართველოში დამოკიდებულია მხოლოდ „ცეკვავენ ვარსკვლავებზე““- ამბობს ის ენჯელ.ჯი-სთან ინტერვიუში -„თუ ეს შოუ არ იქნება ალბათ, 25 წელი აღარ ჩამოვალ. “

„სასცენო კოსტუმების ყველა ესკიზს მე ვხატავდი. ყველანაირი კონკურსისთვის.
ჰოლივუდის „Dancing with the Stars-ში“ ყველა კოსტუმი ჩემი დიზაინით არის შექმნილი.“


„დღევანდელი ცეკვის მოდაში ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ მე და შორენამ. (მეუღლე) ერთმანეთის ჩაცმულობაში ვერევით. თუ დამინახავს რომ სულელივით გამოვიყურები მეტყვის, რომ ეს ასეა. მე მესმის და ვითვალისწინებ.“




კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ავთო ცქვიტინიძე

Buon Viaggio
-ს პროექტის მომდევნო სტუმარი ავთო ცქვიტინიძეა. ამჯერად, კრისტის დიზაინერმა თავისივე მოდის სახლში AVTANDIL უმასპინძლა. როგორ განვითარდა მისი კარიერა, რომელი დიზაინერია მის ხასიათთან ყველაზე ახლოს და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ხათუნა გავიცანი ჩემს ატელიეში. გავგიჟდი და გადავირიე.ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორიც წარმომედგინა ჩემი მეუღლე: ვიზუალური და გონებრივი შესაძლებლობებით. მეგობრობისა და დედობრივი თვისებებით 100%-დან 100%- ია.“

„თუ სხვა ქვეყანაში ვარ პრეზენტაციას აუცილებლად ჩემი თავით ვაკეთებ და რა თქმა უნდა ხათუნათი.“

„ძალიან შემიწყო ხელი მაღაზია „პოდიუმმა“, პირველად შეიტანეს ქართველი დიზაინერის სამოსი. მაშინ ცნება- ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი არ არსებობდა.“


იქს ფაქტორის კონკურსში მონაწილე მებო ნუცუბიძე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მუსიკალური ჯგუფ BearFox-ის წევრი მცირე ინტერვიუზე დავთანხმეთ ნახევარფინალის საკონკურსო გადატვირთული პერიოდის პარალელურად. ინტერვიუ სოლო კარიერასა და ჯგუფის მოღვაწეობას ეხებოდა, რაც ერთი მეორესთან მჭიდრო კავშირშია.

"როგორც კი გავიგე, რომ საქართველოში იმართებოდა ( იქს ფაქტორის კონკურსი) გადავწყვიტე გასვლა. და ისევ და ისევ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ჯგუფი ასე უფრო გახდება პოპულარული. ყველას, ვინც იცნობს მებოს, ეცოდინება, რომ მებო არის ჯგუფ ბეარფოქსის მელა :3 ასე რომ, თუ აქამდე ბეარფოქსი პოპულარული იყო კონკრეტულ წრეებში, სადაც ასეთ მუსიკას უსმენენ, ახლა მას უფრო მეტი ადამიანი იცნობს." - ამბობს ენჯელ.ჯი-სთან ინტერვიუში მებო - "ბეარფოქსი ჩემთვის არ არის "ჯგუფი, სადაც ვუკრავ". ბეარფოქსი ვარ მე. კონკურსის შემდეგ კი ისევ დავუბრუნდები საკუთარ სიმღერებს და წარმომიდგენია, როგორი ბედნიერი ვიქნები."

Tags:



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლიკა ევგენიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ლიკა ევგენიძეს უმასპინძლა. როგორი იყო ლიკა ბავშვობაში, რა იკავებს ყველაზე დიდ ადგილს მის გარდერობში და რომელი დიზაინერის სამოსით იმსახურებს ნიუ-იორკში კომპლიმენტებს, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ჩემს შვილს აქვს საყვარელი ფერი - მუქი ლურჯი. მეც მიყვარს ლურჯი, ნაცრისფერი, შავი. რომ ამბობდნენ, რომ თბილისში ყველას უყვარს შავიო, ნიუ- იორკში გიჟდებიან შავ ფერზე. კულტია შავი ფერის.“




6-8 ივნისს, თბილისში, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული
Tbilisi Open Air-ის მუსიკალური საფესტივალო დღეების ამსახველი ფოტომასალა
ინსტაგრამიდან @wwwangelge-ის და #tbilisiopenair ჰეშტაგით მონიშნულ ფოტოებზე დაყრდნობით


Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი სალომე ღვინიაშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია სალომე ღვინიაშვილი. საუბარი მოდაზე, სტილსა და აქსესუარებზე შედგა.რა პროფესიისაა სალომე ღვინიაშვილი და რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში ჩანთებს, ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„ბავშვობიდან დამოუკიდებელად ვიცვამდი. სულ ვეწინააღმდეგებოდი დედას. ჩემი შვილებიც ასე არიან. მგონია რომ ეს ძალიან კარგია. ყველას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალიზმი. ყოველთვის როცა თავისი გემოვნებით იცვამენ, სულ მომწონს..“

„ჩანთა ჩემი ყველაზე საყვარელი აქსესუარია. ჩანთაში შემიძლია გადავიხადო ძალიან დიდი თანხა, რისი გადახდაც ტანსაცმელში შეიძლება დამენანოს.“ ნივთები, რომელიც მუდამ დევს სალომეს ჩანთაში: რუჟი, ტელეფონის დამტენი და სუნამო

Tags:
« 1 ... 4 5 6 7 8 9 10 11 12 ... 25 »
Back to Top