ABETO - ქართველი დიზაინერის მიერ დაარსებული ბრენდია, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებსა და სამკაულებს აწარმოებს. ბრენდი მისდევს მოდის ტენდენციებს და იღებს ინდივიდუალურ შეკვეთებსაც, რომლის იდენტურობა და ექსკლუზიურობაც დაცული იქნება. ABETO-ს აქსესუარები წარმოდგენილია მაღაზია BLACK-ში და ხდება ინტერნეტ შეკვეთების მიღება ფეისბუქისა და ინსტაგრამის ფეიჯიდან, ადგილზე მიტანის სერვისით.

Tags:


ქართველი სელებრითები ახალ წელს ინსტაგრამის მეშვეობით გვილოცავენ და სოციალურ ქსელში დღესასწაულის ამსახველ ფოტოებსაც მრავლად აქვეყნებენ.

წარმოგიდგენთ ქართველების საახალწლო ინსტაგრამს

საახალწლო  ინსტაგრამი
Tags:

ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა! Angel.ge-ს მკითხველებს საახალწლო არდადაგების საინტერესოდ გატარებაში ჩვენ დაგეხმარებით. წარმოგიდგენთ საახალწლო თემატიკით გაჯერებულ ინტერვიუს მანიკა ასათიანთან. ტელეწამყვანი და მოდელი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ჩინეთიდან, სადაც "მის მსოფლიო 2015-ის" კონკურსს დაესწრო. კონკურსის, მანიკას განვლილი 2015 წლის საქმიანობისა და გეგმების შესახებ ინტერვიუს Angel.ge-ს გუნდი წარმოგიდგენთ.

"2015 ნორმალური, კარგი, მოწესრიგებული და სტაბილური იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. 2016 წლისგან კიდევ უფრო მეტს ველი, რადგან ჩემი წელია და მოლოდინიც მეტია. მიუხედევად იმისა, რომ ჰოროსკოპის მიხედვით სასწორისთვის მეტ-ნაკლებად რთული წელია, მგონია, რომ მაიმუნის წელიწადის ძალა აჯობებს და საბოლოო ჯამში უფრო კარგი წელი მექნება."
Tags:



ქართველების ახალი ფოტოები ინსტაგრამიდან

ქართველების  ინსტაგრამი


Tags:



წვერ-ულვაში მუდამ აქტუალური და ტენდენციური იყო ქართველ მამაკაცებში; თუმცა მან მნიშვნელოვნად იცვალა სახე ამ ბოლო პერიოდში. ჩვენს აპოქაში - მილენიალების თაობას მკაფიოდ გამოარჩევს დახვეწილი თავის მოვლის კულტურა, რაც წვერ-ულვაშისა და თმის ვარცხნილობის უხეში იმიჯით, თუმცა ამავდროულად კონტრასტულად მოვლილი იერით გამოიხატება. რამდენად რთულია მოირგოს მამაკაცმა ასეთი სტილი?

THE GENTLEMAN'S GUIDE TO GROWING A BEARD
სტილისტი შაკო საჯაია ერთერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც მამაკაცის თმისა და წვერის სთაილინგზე დაიწყო ზრუნვა #Man Grooming. შაკომ გაგვიმხილა თუ როგორ უნდა იპოვოს მამაკაცმა მისი სტილი, როგორ წამოზარდოს წვერი და გაუწიოს ყოველდღიური სთაილინგი სახლის პირობებში. წვერების მთავარი პრობლემა ჰიგიენის დაცვაა, რომელმაც შესაძლოა სახის კანის ფორების დაბინძურება გამოიწვიოს; უშუალოდ წვერის მოვლის პრობლემა კი გაყოფილი ბოლოები და დატეხილი ღეროებია, ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ..


Tags:



19 და 21 დეკემბერს სანიას კუნძულებსა და ლას ვეგასში მის მსოფლიო და მის სამყარო აირჩიეს. მსოფლიოს საქართველო ნუკა ყარალაშვილმა და ჯანეტ ქერდიყოშვილმა წარუდგინეს,თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ქართველმა მისებმა ვერც ტიტული მოიგეს და კვლავაც საუკეთესო ოცეულს მიღმა დარჩნენ.

მის მსოფლიო 2015 ტიტული ესპანეთს ერგო; მის სამყარო 2015 ტიტული კი ფილიპინების წარმომადგენელს ერგო, თუმცა საკმაოდ სასაცილო ვითარებაში. შოუს წამყვანმა სტივ ჰარვიმ გვირგვინი მის კოლუმბიას გადასცა, რაც კონვერტიდან არასწორად ამოკითხა, თუმცა მალევე ბოდიში მოიხადა და შეცდომაც აღიარა, იმის დასამტკიცებლად რომ ტიტული მის ფილიპინებს ეკუთვნოდა კონვერტიც კი გაასაჯაროვა.


Tags:


დღიურის სტუმარია მუსიკოსი სოფი ვილი!
კაფე-სანაყინე Luca Polare-მ პროექტის სტუმარსა და Angel.ge-ს გუნდს გვიმასპინძლა.
დღიურის კითხვებს სოფიმ ამომწურავი და საინტერესო პასუხები გასცა. მკითხველისთვის სოფის დღიურში მისი განსხვავებული მხარე წარმოჩინდება. დღიურის ერთგულ მკითხველებს ჩვენი სტუმრების ხელწერის ხილვის საშუალებაც აქვთ. დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. იხილეთ სოფი ვილის დღიური, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.

Sophie Villy's Diary
- მუსიკის შექმნის პროცესი რომ აღვწერო...
- თავისუფლების საოცარი შეგრძნებაა, საკუთარ სივრცეში ხარ...
არ გრძნობ თავს მარტოდ, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ხარ. დროის აღქმას კარგავ.

- შთაგონების წყარო და მთავარი მიზანი არის...
- ცხოვრება და მისი ყოველი წამი. ყოველ ნაბიჯზე ვცდილობ დავინახო და შევნიშნო რაღაც ახალი, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი. მთავარი მიზანია, პირველ რიგში, მოველაპარაკო საკუთარ თავს, ვიპოვო ბალანსი. მინდა ვიყო ბედნიერი და გარშემომყოფებს ვაბედნიერებდე.
- სოფი ვილის ბიოგრაფიული წიგნის ბოლო ფრაზა იქნებოდა...
- ... So it goes...

Tags:


ცნობილი ქართველების ახალი ფოტოები ინსტაგრამიდან

ქართველების  ინსტაგრამი
Tags:

- ნაწარმოების შესრულების პროცესი რომ აღვწერო...
- არამატერიალურ სამყაროსთან კონტაქტი, ლოცვა.
- ალტი არის...
- ოცნებების ასრულების რეალური მექანიზმი.
- სიმღერა, რომელიც არ მბეზრდება...
- Led Zeppelin- Since I've been loving you

დღიურის მომდევნო სტუმარი ალტისტი გიორგი ცაგარელია!

- რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება. საინტერესო სტუმრის დღიურში მკითხველი მისი შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ შეიტყობს. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, მუსიკაა, მაშინ როდესაც გია ყანჩელი მას #1 ალტისტად ასახელებს, სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა.
Angel.ge-ს მკითხველს წინ გიორგი ცაგარელის დღიური ელის!
Tags:


,,Magnituz"-ი განსხვავებული და დახვეწილი ქალბატონებისთვის!
მოდის მოყვარულთათვის ახალი ქართული ბრენდი შეიქმნა, რომელიც ხარისხზე, მომხმარებლისთვის მისაღებ ფასებსა და გემოვნებიან სამოსზეა ორიენტირებული. Magnituz-ი წარმოგიდგენთ ელეგანტურ სამოსს, რომლის მორგებაც ქალბატონებს, როგორც ყოველდღიურად, ასევე წვეულებებისთვისაც შეეძლებათ.
Magnituz-ი ქმნის ხარისხიან და განსხვავებულ სამოსს გემოვნებიანი და დახვეწილი ქალბატონებისთვის❣
ბრენდის სლოგანი ამართლებს მის მნიშვნელობას. ახალგაზრდებისა და მოდური ქალბატონებისთვის უახლეს კოლექციას ბრენდის დამფუძნებლები ელენე გოგელია და გვანცა ბახუტაშვილი გთავაზობენ. Angel.ge-ს მკითხველს მაგნიტუზის ზედების, ქვედაბოლოებისა და Natuka For Magnituz-ის ქუდების ხილვის საშუალება ეძლევა.
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 75 »
Back to Top