ცნობილი რუსი მოდური-ჟურნალისტი ალიონა დალეცკაია საქართველოს ეწვია. რუსული VOGUE-ს ყოფილმა და ამჟამად Interview-ს მთავარმა რედაქტორმა ქართველი დიზაინერების ბუტიკები მოინახულა და გაეცნო მათ ნამუშევრებს. ალიონა სტანისლავოვნა თბილისში მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე დასასწრებად იმყოფება, ის ასევე შეხვდა თბილისის მოდის კვირეულის დამაარსებლებს და როგორც თავად თაკო ჩხეიძე გვიმხელს მათ მოდის განვითარებასა და ჯანსაღ კრიტიკაზე ისაუბრეს. ალიონა ერთერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი პიროვნებაა ამ სფეროში, ამიტომ მასთან შეხვედრა ქართველი დიზაინერებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ.

DALOOD @MakaKvitsiani: “Aliona Doletskaya is the epitome of intellect, impeccable fashion sense and style. I am thrilled and extremely grateful to be introduced to someone so significant, so influential in the fashion industry. Thank you again, I truly appreciate your encouragement and most informative recommendations. #georgiandesigners”

Tags:

დღიურის მომდევნო სტუმარი დიზაინერი აკა ნანიტაშვილია!
კაფე-სანაყინე Luca Polare-ში რესპონდენტმა დღიურის განსხვავებულ კითხვებს უპასუხა. რა არის დიზაინერის შთაგონების წყარო და მოტივაცია, დიზაინერის შემოქმედებასა და ინტერესებზე დღიურის მკითხველი უფრო მეტს შეიტყობს. დღიურის, როგორც პროექტის მთავარი განმასხვავებელი და საინტერესო დეტალია -რესპონდენტების ხელწერის ხილვის საშუალება. მკითხველს წინ დიზაინერის დღიურია, რომლის მთავარი თემაც შესაბამისად მოდაა.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- სილამაზე.
- აკა ნანიტაშვილის მიერ შექმნილი სამოსი არის ქალბატონებისთვის, რომლებიც არიან...
- გემოვნებიანები, კრეატიულები, თანამედროვეები.
- მოდური რჩვევა, რომელიც არ მავიწყდება...
- ყოველთვის გახსოვდეს შენი სტილი.
Tags:

1-ელ ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ორგანიზებით უკვე მე-12-დ გაიმართა სილამაზის კონკურსის “მის საქართველო” ფინალური შოუ და დაჯილდოების ცერემონიალი. მის საქართველო 2014 ანა ზუბაშვილმა “მის საქართველო 2015” ტიტული ნუკა ყარალაშვილს გადასცა!

ნუკა საქართველოს საერთაშოსო კონკურს MISS WORLD 2015-ზე წარადგენს, რომელიც გაიმართება ჩინეთის ქალაქ სანიაში 19 დეკემბერს. ხოლო 20 დეკემბერს "მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოს წარადგენს MISS UNIVERSE კონკურსზე ლას ვეგასში, აშშ. მის საქართველოს ტოპ-ხუთეული კი მომავალ წელს გაემგზავრებიან სილამაზის სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე.

Tags:

Mercedes‐Benz Fashion Week Tbilisi გაიმართება 5-9 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMa . როგორც ჩვენთვის ცნობილია მოდის კვირეულზე 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენენ ცნობილი ქართველი დიზაინერები: თამუნა ინგოროყვა, ავთანდილი, ლელა ელოშვილი, ბესარიონი, გვანცა ჯანაშია, Atelier Kikala ...

”Mercedes‐Benz Fashion week Tbilisi 2015 გამორჩეული იქნება. კვირეულის განმავლობაში ნაჩვენები იქნება სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილი კოლექციები, აქცენტი შოუს ნაცვლად თავად მოდაზე, სტილსა და დიზაინერებზე გაკეთდება. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც ქართული მოდა მსოფლიოს უნდა გააცნოს და მათი კოლექციების რეალიზება მაღალი მოდის საერთაშორისო პლატფორმაზე მოახდინოს” - ამბობს კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია.

Tags:

ცნობილი ქართველების ახალი ფოტოები ინსტაგრამიდან

ქართველების  ინსტაგრამი
Tags:

დღიურის ერთგულ მკითხველს ნატალია ბერიძის დღიური ელოდება!
Angel.ge-ს გუნდსა და ნატალიას კაფე-სანაყინე Luca Polare-მ გვიმასპინძლა.
განსხვავებულ კითხვარში მკითხველი რესპონდენტის პროფესიისა და ყოველდღიურობისა მიღმა დარჩენილ დეტალებს გაიგებს. კომპოზიტორი და შემსრულებელი ნატალია ერთ-ერთი იმ რესპონდენტთაგანია, რომელთა დღიურიც ბანალური არ იქნება, წინ საინტერესო, მრავლისმეტყველი და შთამაგონებელი დღიური გელით. მუსიკა დღიურის მთავარი თემაა. მკითხველი ნატალია ბერიძის ინტერესების, შთამაგონებელი პერსონაჟებისა და მუსიკის შექმნის პროცესის შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებს.

- ბავშვობაში ჩემი მომავალი წარმომედგინა, როგორც...
- კოსმონავტი ვიქნებოდი და NY-ში ვიცხოვრებდი. არასდროს არ ჩავიცვამდი ქუსლიან ფეხსაცმელებს.
- მუსიკის შექმნის პროცესი რომ აღვწერო...
- სიმარტივისა და თავისუფლების მდგომარეობა, რომელიც გაბრუნებს შენს საწყისთან, გამოგზაურებს ბავშვობაში და მომავალში. პროცესი მთავარია.
- სიამოვნების წყარო, რომელიც ჩემთვის უცლელია...
- მუსიკის სმენა/ წერა;
- მოგზაურობა;
- ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა.

Tags:


ცნობილი ქართველების ახალი ფოტოები ინსტაგრამიდან

ქართველების  ინსტაგრამი
Tags:

წარმოგიდგენთ ანა ბაციკაძის მიერ სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაღებულ TBILISI FASHION WEEK S/S 2016 street style ფოტოებს, რომლებიც კვირეულის 2, 3 & 4 დღეს ცენტრ Metro, Tbilisi Mall-სა და Gardenia Shevardnadze-ს სივრცეში გამართულ ჩვენებებზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობას აღწერს.

Tags:



ცნობილი ქართველების ბოლოდროინდელი ფოტოები ინსტაგრამიდან

* ფოტოები თბილისის მოდის კვირეულიდან

ქართველების  ინსტაგრამი
Tags:

ქართველი It Girl ანი ფხაკაძე თავისი გამორჩეული და დახვეწილი სტილის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი გოგოა თბილისში.სითის CoverGirl მალე ახალ სტატუსს მოირგებს და საკუთარი ბლოგით საზოგადოების წინაშე წარსდგება.

,,ამერიკაში ცხოვრებამ ძალიან შემცვალა, ახლა რომ ვუკვირდები სულ სხვა ადამიანი ვიყავი ხუთი წლის წინ და სულ სხვა ვარ ახლა.ბევრად უფრო მოტივირებული და შრომისმოყვარე გავხდი''

,, ჩემი ბლოგი სულ რამდენიმე დღეში იქნება მზად პუბლიკისთვის.ეს უფრო უცხოელებზე გათვლილი ბლოგი იქნება ინგლისურ ენაზე, ვაპირებ ბევრ სხვა პროექტზე მუშაობას როდესაც ნიუ-იორკში დავბრუნდები.''

It Girl ანი  ფხაკაძე
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 75 »
Back to Top