დღიური გრძელდება! ამჯერად პროექტის მასპინძელია კაფე-სანაყინე Luca Polare. ახალი სეზონის განსხვავებული და საინტერესო პროექტის სტუმარი საფრანგეთში მოღვაწე დიზაინერი- ჯაბა დიასამიძეა. დიზაინერის შემოქმედების მოტივაციაზე, ხედვასა და მუშაობის პროცესზე "დღიურის" მკითხველი ყველაფერს გაიგებს. პროექტის ფორმატი არ შეცვლილა, მკითხველს აქვს საშუალება სტუმრის ხელწერაც იხილოს. ჯაბა დიასამიძის დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისათვის!

- ჩემი ცხოვრების პრიორიტეტია...
- მეგობრობა.
- ჩემი შთაგონების წყაროა...
- ჩემი წარმოსახვის უნარი.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- ყველაფერი კარგად იქნებოდა.
Tags:

GEORGE SHAGHASHVILI SS 2016

GEORGE SHAGHASHVILI SS 2016

გუშინ თბილისის მოდის კვირეულის მე-12 სეზონი დიზაინერ გიორგი შაღაშვილის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. კოლექცია ინდურ მოტივებზეა აგებული,რომლის ინსპირაციაც ინდოეთში მოგზაურობის დროს მიიღო. დიზაინერმა სტილს არც ამჯერად უპასუხა და კოლექცია შავ ფერში გადაწყვიტა. ჩვენება ტრადიციისამებრ თაკო ჩხეიძემ დახურა.

GEORGE SHAGHASHVILI SS 2016
Tags:



რიგით მე-12 თბილისის მოდის კვირეულმა 8 ოქტომბერს აიღო სტარტი
20-მდე ქართველი დიზაინერი 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენს.

პირველი დღე გიორგი შაღაშვილის ჩვენებამ გახსნა;
რომელსაც წინ ერთოდა New Nordic Fashion Illustration გამოფენა MOMA-ში;
დღის მიწურულს კი Art Area-მ უმასპინძლა Project ArtBeat გამოფენასა და after-party.

წარმოგიდგენთ ანა ბაციკაძის მიერ სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაღებულ street style ფოტოებს, რომლებიც S/S 2016 თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღის დამსწრე სტუმრების ჩაცმულობას აღწერს.

Tags:

ქართველების ახალი ფოტოები ინსტაგრამიდან ,
რომელიც აღწერს მანიკა ასათიანისა და მიკი ჯეჯელავას "დილას", ანუკი არეშიძის, ნინო ელიავას და ნატუკა ქარქაშიძის პარიზის მოდის კვირეულის დღეებს, თაკო ჩხეიძე და ანანო დოლაბერიძე კი თბილისის მოდის კვირეულის მზადებაში...

ქართველების  ინსტაგრამი
Tags:



ქართველების ახალი ფოტოები ინსტაგრამიდან

ქართველების  ინსტაგრამი
Tags:

თბილისის მოდის კვირეული იწყება
თბილისის მოდის კვირეულის მე-12 სეზონი 8-11 ოქტომბერს გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას კვლავ ვარდების მოედანზე განლაგებული გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტრო“უმასპინძლებს, რომელიც გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს, ლაუნჯსა და გრანდიოზულ პოდიუმს.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, გიორგი ქებურია, ლექსო ახალკაციშვილი (მოდის სახლი „მატერია“). მოდის კვირეულზე პირველად წარადგენენ კოლექციებს Atelie 27, Lika 4 Lika და BULLY. კვირეულის განრიგშია ბრენდების SoYOU, N-DUO-CONCEPT.COM, ARTBEAT PROJECT, ARTAREA, Pierrot Le Fou and Full House სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. წელს თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად თავის კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელიც ასევე კვირეულის საიმიჯო ფოტოს შექმნა.

Tags:


ცნობილი ქართველების ახალი ფოტოები ინსტაგრამიდან

ქართველების  ინსტაგრამი
Tags:



ქართველების ახალი ფოტოები ინსტაგრამიდან

ქართველების  ინსტაგრამი
Tags:

პირველად ქართულ თეატრალურ სცენაზე „ბაში -აჩუკი“ 3D-ში!
აკაკი წერეთლის 175 წლისთავს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 27 სექტემბერს „ბაში-აჩუკის„ პრემიერას უძღვნის.

აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით სათავგადასავლო-ისტორიული ჟანრის სპექტაკლს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. ინსცენირების ავტორები არიან: მანანა გეგეჭკორი და დიმიტრი ხვთისიაშვილი. სპეციალურად „ბაში-აჩუკისთვის“ ორიგინალური მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ. 3D ტექნოლოგია და კოსტიუმები დავით მაჭავარიანს და „კაკადუ სტუდიას“ ეკუთვნის, ქორეოგრაფიაზე იმუშავეს - ილიკო სუხიშვილმა და „სუხიშვილების სტუდიამ“.

Tags:

ქართული ისტორიული ქსოვილი

ქართული ისტორიული ქსოვილი

ხელოვნების სასახლეში ერთი მეტად საინტერესო პროექტი წამოიწყეს -- ეს არის ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენა! პროექტის ხელმძღვანელები არიან გიორგი კალანდია და ირინა საგანელიძე, მხატვრები -- რონი ცხოიძე და არტემ ანტანოსიანი. ეს გრანდიოზული სამუშაო უკვე ერთი წელია რაც მიმდინარეობს, გადმოხატულია თითქმის ყველა საერო პირის ფრესკა. ფრესკების გადმოხატვასთან ერთად ჩატარდა კოლოსალური სამუშაო, კერძოდ, ფრესკაზე დახატული ყველა ტანსაცმლის ორნამენტი აღსდგა, დამუშავდა, შემდეგ ეს ორნამენტები გააცოცხლა ქსოვილზე მხატვარმა ეკატერინე გეგუჩაძემ. პროექტის განსახორციელებლად დამუშავდა ხელოვნების სასახლეში დაცული არაერთი საარქივო დოკუმენტი, მოეწყო რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია და სამუშაო აქტიურად გრძელდება.

საქმეს დიდი ენთუზიაზმით მიუყვებიან პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი და სავარაუდოდ მალე გახდება ხელმისაწვდომი და ხელშესახები თამარ მეფის, ლაშა გიორგის, ჯაყელების, დადიანების, გურიელების და სხვათა ისტორიული ქართული ქსოვილი.

ქართული ისტორიული ქსოვილი
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 75 »
Back to Top