ცნობილი ქალბატონები ლისის ტბაზე მანანა მანიას ჩვენებაზე შეიკრიბნენ.
M.M-ის ჩვენებაზე 50 კოსტუმი მოდელების ნაცვლად მსახიობებმა წარმოადგინეს. 300 სტუმარს ლისი ლაუნჯმა უმასპინძლა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო საღამოს, საქორწილო და თავისუფალი სტილის სამოსი. ჩვენების კურატორი ლიკა ყაზბეგი, ხოლო წამყვანი ზუზუ ბეჟაშვილი გახლდათ. კოლექცია საზოგადოებისათვის ცნობილმა ადამიანებმა: მაკა შალიკაშვილმა, ეკა ჩხეიძემ, ჯანეტ ქერდიყოშვილმა, ლიკა ყაზბეგმა, ლელო ჩქარეულმა, ეკა ანდრონიკაშვილმა
და სხვა ცნობილმა ქალბატონებმა წარმოადგინეს.
იხილეთ მანანა მანიას 2015 წლის კოლექცია.

Tags:

კატარის პირველი ლედი შეიხა მოზა ბინტ ნასერი
და რუსი დიზაინერი ულიანა სერგეენკო თბილისს ესტუმრნენ

ფარაჯანოვის შემოქმედებით შთაგონებულმა ქალბატონებმა ძველი თბილისი, მშრალი ხიდის ბაზრობა მოინახულეს. ესტუმრნენ რეზო გაბრიაძის კაფეს, ქართველი დიზაინერების ბუტიკებს და სასტუმრო ROOMS-ში დაბინავდნენ 3 დღით.

Tags:

მოდის ცნობილმა ფოტოგრაფმა ბენჯამინ კანარეკმა ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი STYLE SCMP Magazine-ის ივნისის ნომრისათვის გადაიღო. ედითორიალის სტილისტმა ცოლინე პეიროტმა ფოტოსესიისთვის Viktor & Rolf Haute Couture, Schiaparelli Haute Couture, Maison Margiela Artisanal, Armani Privé, Atelier Versace, Gaultier Paris, Chanel Couture, Dior Haute Couture, Valentino Couture, Ulyana Sergeenko Couture, Elie Saab Haute Couture, Yiqing Yin Couture და Giambattista Valli Couture-ის მოდური ლუქები შეარჩია.

Tags:

თბილისში, 28 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე ოფიციალურად გაიხსნა „ჯინს გალერი ჯგუფში“ შემავალი სამი ახალი ბრენდული მაღაზია. Lee & Wrangler, Levis, Factory- ეს ის მაღაზიებია, რომელშიც შოპინგი კიდევ ერთ ახალ მისამართზე, ამჯერად უკვე ჭავჭავაძის 29 ნომერში იქნება შესაძლებელი.

„დრესაპ ჯგუფი“, რომელიც აქამდე „ჯინს გალერი ჯგუფის“ სახელით იყო ცნობილი აერთიანებს მაღაზიებს: Levis, Lee & Wrangler, Mavi, Jeans Gallery და Factory - უკვე 21 წელია ზრუნავს საქართველოში იმ ყველაზე დემოკრატიული სტილის დამკვიდრებასა და მხარდაჭერაზე, რასაც ჯინსი, თავისუფალი ცხოვრების წესი და საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა ჰქვია.

Tags:

ყველაზე წარმატებული და პოპულარული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ახალგაზრდა,პერსპექტიული და ნიჭიერი ფოტოგრაფის 16 წლის ანა დოლიძის ობიექტივში მოხვდა. თინეიჯერი გოგონების ერთობლივი ნამუშევარი ლოპოტას ტბაზე შედგა.

თაკო  ნაცვლიშვილის ახალი ფოტოსესია
Tags:

ცნობილი ქართველების უახლესი ფოტოები ინსტაგრამიდან

Tags:

"დღიურის" შემდეგი სტუმარი ნინი ბადურაშვილია

"დღიურში" ნინი ბადურაშვილის განსხვავებულ ინტერვიუს იხილავთ. მომღერლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციას საზოგადოება მაშინვე იგებს, თუმცა პიროვნების ყოველდღიური ცხოვრების მიღმა დარჩენილ დეტალებს მხოლოდ "დღიურში" წაიკითხავთ. დამაფიქრებელი კითხვები და გულწრფელი პასუხები მკითხველს
ნინი ბადურაშვილის განსხვავებულ მხარეს აჩვენებს.

- საყვარელი სიმღერის ტექსტია...
- "არასოდეს მყვარებია ასე"
- ქალბატონების სუსტი მხარეა...
- მგონია, რომ შეყვარებული ქალი ხშირ შემთხვევაში სუსტია.
- ვფიქრობ, ქალი მორალურად უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი.
- პირველი რადიკალური გადაწყვეტილება...
- ჩემი უეცარი გათხოვება და შემდეგ გაშორება ორსულ მდგომარეობაში...
- ვისურვებდი, ყველამ შეიგრძნოს უფრო მეტი...
- თავისუფლება.

Tags:


ცნობილი ქართველების ახალი ფოტოები ინსტაგრამიდან


ქართველების  ინსტაგრამი
Tags:

ახალგაზრდა მსახიობი თინა დალაქიშვილი საკუთარი გარეგგნობის გამო ხშირად ჩნდება სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებსა და ფოტოსესიებში. ის ამჯერად More is love _ის ახალ ედითორიალში გამოჩნდა. მის სტილზე ნინო ელიავამ იზრუნა,ფოტოები კი ლევან მაისურაძეს ეკუთვნის .

თინა  დალაქიშვილი  More is love_ის  ედითორიალში
Tags:



"დღიურის" ერთგულ მკითხველს შორენა ბეგაშვილის ინტერვიუ ელოდება. ჩვენი რესპონდენტი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა, თუმცა ამ ტიპის ინტერვიუს შორენას შესახებ მხოლოდ "დღიურის" მკითხველი ნახავს. პროექტის მიზანი ადამიანების ყოველდღიურობისა და მათი პროფესიის მიღმა დარჩენილი დეტალების ამოცნობაა. განსხვავებულ კითხვებზე პასუხები მათ შინაგან სამყაროსა და ინტერესებზე მოგვითხრობენ.
"დღიურის" მომდევნო პროექტს Breadbar-მა უმასპინძლა.

- ქალბატონის მთავარი გამოწვევაა..
- ლამაზი ქალის დანახვა.
- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც უკითხავთ არის...

- თვალები სად ჩავივიწროვე.
- ადამიანის ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...

- სიღარიბე.
Tags:
« 1 ... 5 6 7 8 9 10 11 12 13 ... 75 »
Back to Top