სად შეგვიძლია საქართველოში ერთერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი DJ რემბოს ხილვა თუ არა საღამოს პრესტიჟულ წვეულებებზე?

ენჯელ.ჯის ახალი პროექტის IT boy ფარგლებში დავუკავშირდით და ვთხოვეთ გადაგვეღო DJ რემბოს
ანუ ლევან მდინარაძეს1 ჩვეულებრივი დღე - თუ რითია დაკავებული ის დღის განმავლობაში

„გართობა ჩემთვის უკვე მოსაბეზრებელია. როდესაც ამდენი წელი დიჯეიდ მუშაობ და მუდმივად გიწევს კლუბებში ყოფნა ეს ყველაფერი გბეზრდება. ახლა მეგობრების წრეში მიყვარს გართობა, ერთად ვიკრიბებით სახლში. ეს ჩემი ამჟამინდელი ცხოვრების სტილია „

ლევანი დაგვთანხმდა და ის გადავიღეთ, როდესაც მისი მორიგი ვიზიტი შედგა გლდანის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლში. იქ მისულს სიხარულით შეეგებნენ ბავშვები. ერთად დახატეს, გაუშვეს საპნის ბუშტები, შეასრულეს რამდენიმე სეტი და იცეკვეს! შემდეგ კი ლევანისგან ინტერვიუც ავიღეთ, რომელსაც ამ ფოტოებთან ერთად შემოგთავაზებთ.

Tags:

Tbilisi Street Style: მაისი
ჩვენმა ტრენდსპოტერმა ელენე რუხაძემ ეს ფოტოები მაისის შუა რიცხვებში გადაიღო,
როცა წვიმების პერიოდში ოდნავ მზემ გამოანათა და შესაძლებელი იყო ფოტოების გადაღება.
თვალნათლივ ჩანს თუ როგორ განსაზღვრავს ჩვენს სტილს ამინდი...


დავით ქაცარავა ფართო აუდიტორიამ ჯერ სპორტსმენის სახით გაიცნო, როგორც ჯომარდობის ანუ რაფტინგის ფედერაციის პრეზიდენტი, შემდგომ იმედზე სპორტული რუბრიკის წამყვანად მოგვევლინა, ახლა კი მსახიობის ამპლუით ვიცნობთ.
ალბათ სწორედ ამაშია მისი ხიბლი, რომ ის არც პროფესიონალი ჟურნალისტია და არც მსახიობი და გასაოცარია, რომ ასე შესანიშნავად ართმევს თავს თითოეულ როლს.

დათო ნამდვილად არის IT boy, პიროვნება რომელიც მუდამ ექცევა ყურადღების ცენტრი რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს, მისი ცხოვრება სავსეა სიახლეებით და თავისი საქციელით მისაბაძი მაგალითია. ამიტომ ჩვენს პროექტში IT boy ვთხოვეთ დათოს გადაგვეღო მისთვის ჩვეულ გარემოში და გვენახა თუ რითია ის დაკავებული ყოველდღიურობაში.


Tags:

წარმატება მოულოდნელად ეწვია და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ - პირველივე ეპიზოდის შემდედ მთელი საქართველო აალაპარაკა. სალომე ჭაჭუა სწორედ „ის„ გოგოა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის ინტერესის საგნად იქცა.
ენჯელ. ჯი კი სალომეს უკეთ გაგაცნობთ ახალი პროექტით IT GIRL

სალომე საკმაოდ კარგი რესპოდენტი აღმოჩნდა და სხვადასხვა თემებზე ძალზედ გულახდილად გვესაუბრა. პროექტის ფარგლებში ამ რუბრიკის სტუმრებს მათთვის ჩვეულ ადგილას გადავიღებთ, თუმცა სალომეს შემთხვევაში ერეკლეს ქუჩაზე მდებარაზე კაფე Re-Life შევარჩიეთ, რადგან სტუდიასა და სცენაზე უკვე ყველამ ვიცით თუ როგორია სალომე. აქ კი ვიხილოთ თუ როგორ გამოიყურება ერთი მზიანი დღის შუა დღეს.

Tags:

Tbilisi Street Style: გაზაფხული თბილისში

ჩვენი ტრენდსპოტერ ელენიკო რუხაძის მორიგი გასვლა თბილისის ქუჩებში
უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ამ ჯერზე მის ობიექტივში რამოდენიმე ცნობილი ადამიანიც მოხვდა.
და ლუქებიდან გამომდინარე იმაზე საუბარი, რომ გაზაფხულდა და თბილისი გაფერადდა უკვე მოსაბეზრებელია. ;)


ჩვენმა ტრენდსპოტერმა ელენე გოგელიამ აპრილის მიწურულს რამდენიმე საინტერესო ლუქი დააფიქსირა თბილისის ქუჩებში. ჩანს გახალისდა ჩვენი გარდერობი და შეემატა ფერები, აგრეთვე მოგვხიბლა სამკაულებმა, რომლებიც გოგონებს სამოსთან საოცრად შეხამებით შეურჩევიათ! ხოლო აქსესუარებში კვლავ მეტალის დეტალებით მორთული ჩანთები ლიდერობენ, რომლებიც ნაზ კაბებს უხეშ იერს მატებენ.

Tags:

გაზაფხულის დადგომასთან ერთად გართობისა და კლუბური ცხოვრების მოყვარულებმა ღია ცის ქვეშ გადაინაცვლეს.
კვირაობით Fresh Sundays -ის ორგანიზებით სხვადასხვა ადგილას კვლავაც გაიმართება წვეულებები!
გთავაზობთ #1 ივენთზე დამსწრე ახალგაზრდობის ჩაცმულობის ფოტოებს Fresh Sundays - OpenAir / Event #1
რომელიც კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზზე გაიმართა გასულ კვირას, 22 აპრილს.
Tags:

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გახალისდა ჩვენი გარდერობი და ტრენდსპოტერი ელენიკო რუხაძე
თბილისის ქუჩებში მოდური ლუქების გადასაღებად გაეშურა.
ამის შემდეგ უფრო აქტიურად შემოგთავაზებთ Tbilisi Street Style -ს პროექტს!


შორენა ბეგაშვილი - 5 look

ჩვენი პროექტის 1 Celebrity = 5 Looks მომდევნო სტუმრად შორენა ბეგაშვილს წარმოგიდგენთ,
რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა "იღბლიანი ბორბლის" და "ვანოს შოუს" ჩაწერებსა და კულისების შემდეგ შვილთან - ევასთან ერთად გადაიღო პარკში და შოპინგზე.

შორენა ბეგშვილი = 5 Looks
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია www.angel.ge -სთვის

Tbilisi Street Style
ეს ფოტოები ჩვენმა ტრენდსპოტერმა თებერვლის თვის იმ 1 დღეს გადაიღო, როდესაც მზემ გამოანათა ტაბიძის და რუსთაველის ქუჩაზე, შემდგომ კი კიდევ რამოდენიმე ლუქის გადასაღებად შეისვენა და... კვლავ ცუდი ამინდები და ნაცრისფერი ქალაქი..

ახლა კი გადავწყვიტეთ ამ სახით - თებერვლის ლუქებით გამოვემშვიდობოთ ზამთარს,
რომელმაც მარტამდე მოატანა:) გისურვებთ დათბობას და ლუქების გაფერადებას!

« 1 2 3 4 5 6 7 »
Back to Top