31 December 2013      Astrologia.ge     Views 25 049    
Category: Horoscope / Fun, Interesting



2014 წლის ზოგადი სასიყვარულო პროგნოზი 12 ნიშნისთვის
ქეთი ვაწაძისგან, Astrologia.ge

ვერძი
ახალი ურთიერთობების წელი, ახალი სანაცნობო წრე. უცხო ხალხთან ურთიერთობა მოგანიჭებთ სიამოვნებას და თან თითოეული უცხო ადამიანთან დაწყებული ურთიერთობა რაღაც ახალს გასწავლით. უარი უნდა თქვათ რუტინულ საქმეებზე და გადაეშვათ რომანტიკის მორევში. დასაშვებია ზოგმა ურთიერთობამ დაგიტოვოთ ღია ჭრილობა, მაგრამ ისევ და ისევ კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ მათ მოშუშებაში. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. ვერძებს, რომლებსაც არ ჰყავთ მეორე ნახევარი აუცილებლად მიეცემათ მათი პოვნის საშუალება.

კურო
დროა დაუკვირდეთ საკუთარ დამოკიდებულებას სიყვარულისადმი. დაივიწყოთ ის რაც იყო, აპატიეთ, გათავისუფლდით და მოემზადეთ ახალი თავგადასავლისთვის. საბოლოოდ გაუშვით რაც წასასვლელია. თუ სხვების ან თუნდაც საკუთარ მაგალითებს გადახედავთ, მარტივად მიხვდებით რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ხართ, ვიდრე იმ „სანატრელ“ დროს. გაუშვით ძველი რომ წარმოიქმნას სივრცე ახლისთვის.

ტყუპები
ნუ იქნებით ორიენტირებული მხოლოდ სამსახურზე და ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობებს. იყავით ყურადღებიანი საყვარელი ადამიანების მიმართ და თუ ჯერ არ გყავთ პარტნიორი მოემზადეთ მასთან შესახვედრად. ერთი გაითვალისწინეთ, სასიყვარულო ურთიერთობა სტაბილურ და მტკიცე კავშირს მოითხოვს, ასე რომ ნურავის დააიმედებთ იმაზე მეტით რისი მიცემაც არ შეგიძლიათ.



კირჩხიბი
წელს რეალური ურთიერთობების არარეალურისგან გარჩევას ისწავლით. ცრუ დაპირებებით არ მოიხიბლებით და თავსაც არ მოიტყუებთ. იყავით ის რაც ხართ, პირდაპირ დააფიქსირეთ საკუთარი სურვილები ურთიერთობაში. სხვისგან ბევრს ნუ მოითხოვთ და თქვენც ზომიერად გაეცით. წლის ბოლოს, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს. დაგილაგდებათ პირადი ცხოვრება და იგრძნობთ რამდენად მარტივია კავშირი, როდესაც ორივე მხარეს საკუთარი სამოქმედო არეალი აქვს.

ლომი
წელს თქვენი სასიყვარულო სფერო განსაკუთრებით აქტიური იქნება. კიდევ უფრო ძლიერად იგრძნობთ სითბოს და სიყვარულის გაცემისა და მიღების სურვილს. ყურადღება არ მოაკლოთ პარტნიორს, ხშირად აგრძნობინეთ, რომ ერთმანეთისთვის ხართ... ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და გახსოვდეთ, ხშირად თქვენი მეფური თვისებები მხოლოდ აფრთხობს ადამიანებს...

ქალწული
ნუ დაზოგავთ ემოციებს გრძნობის გამოსახატავად. შეძლებისდაგვარად, დაანგრიეთ მითი თქვენი გულცივობისა და ინდეფერენტულობის შესახებ. დატკბით პარტნიორით და თამამად გადაეშვით სიყვარულის მორევში. არაფერია დასაძრახი იმაში, როდესაც გიყვარს და მთელ სამყაროს აჩვენებ ამას. რაც უფრო გაიხსნებით პირად ურთიერთობაში, მით მეტი სითბო, სიკეთე და სიმყუდროვის შეგრძნება გექნებათ სამყაროსგან, სასიყვარულო ურთიერთობაში.



სასწორი
კარგი იქნება თუ უარს იტყვით ვარდისფერ სათვალეზე და ცხოვრებას რეალურად შეხედავთ. ნუ ელით ცხენზე ამხედრებულ პრინცს ან სრულყოფილ ქალწულს, საოცარი ქვეყნიდან. ჩვენ რეალურ დროში ვცხოვრობთ და უნაკლო ადამიანები არ არსებობენ. მთავარი არის გადაწყვეტილებების მიღების დროს იყოთ მტკიცე საკუთარ არჩევანთან და საყვარელი ადამიანის ნაკლს როგორმე გაუმკლავდებით.

მორიელი
სიყვარულში ვნება და ძლიერი ემოციები არც წელს მოგაკლდებათ. თქვენ აბედნიერებთ პარტნიორს თქვენი არსებობით და ბედნიერი თავადაც თქვენი ერთობით. თუ მორიელს ჯერ არ ჰყავს ცხოვრების თანამგზავრი, მაშინ 2014ში მთელი არსებით მოუწევს საკუთარი სურვილების სამყაროსთვის განდობა და იმ ადამიანებთან შესაბამისად მოქცევა, ვისაც გვერდით ისურვებდა...

მშვილდოსანი
უარი თქვით მოკლევადიან ურთიერთობებზე. პირად ცხოვრებაში წარმატებას სტაბილური და მყარი გრძნობები სჭირდება. გაუფრთხილდით ადამიანს, რომელსაც უყვარხართ და სიკეთე უნდა თქვენთვის. ნუ დაზოგავთ თბილ ემოციას, ყურადღებას და სინაზეს რჩეულის მიმართ. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი აუცილებელია...



თხის რქა
თქვენი პირადი ცხოვრება წელს უფრო განახლდება და მრავალფეროვნებას შეიძენთ. თუ ორმოც წლამდე ასაკის ხართ და ჯერ არ შეხვედრილხართ ადამიანს, რომელიც გაბედნიერებთ, ნუ იდარდებთ. ყველაფერი წინ არის. პარტნიორთან ურთიერთობაში მიეცით მას თავისუფლება და ნუ დაამძიმებთ საკუთარი მოთხოვნებით, წესებით, ბრძანებებით...

მერწყული
ემოციები და გრძნობები პიკს მიაღწევს, ეს წელი იქნება დაუვიწყარი, ყველაზე არაორდინალური თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის. თამამი და ღია იყავით რჩეულთან. ისაუბრეთ გრძნობებზე, მიზნებზე, იოცნებეთ ერთად... დალაგებული პირადი ცხოვრება პირდაპირკავშირში იქნება თქვენს პროფესიულ წარმატებასთან.

თევზები
კარგი დროა სასიყვარულო ექსპერიმენტებისთვის, თუ სტაბილური პარტნიორი ჯერ არ მოგიძიებიათ სცადეთ რამდენიმე წლის წინანდელი კავშირის გააქტიურება ან სრულიად უცნობ ადამიანში მოძებნეთ რაღაც რაც სხვა თვალით დაგანახებთ შესაძლო ურთიერთობას.
შეეცადეთ გადასდოთ თქვენი ჰარმონიულობა, სიმსუბუქე პარტნიორს და გააგებინოთ, რომ თქვენ ვერაფერი შეგცვლით... თევზები ის ნიშანია რომელიც უნდა მიიღო და გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის. კორექტივების შეტანა თქვენს ხასიათში ურთულესი საქმეა.

წყარო: Astrologia.ge




Category: Horoscope / Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top