კინო არამარტო ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სიამოვნებას გვანიჭებს, მას მოდის ინდუსტრიაშიც დიდი წვლილი შეაქვს.
მამაკაცებო, აღმოაჩინეთ კინოს ჯადოსნურობა. თქვენ სტილსა და წლის ტენდენციებზე არა მარტო ბრენდების რეკლამები და გემოვნებიანი ადამიანები, არამედ კინოც ახდენს გავლენას.

კინო და მოდა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ადამიანთა უმრავლესობა ვერც კი ამჩნევს, როგორ ახდენს მასზე გავლენას მისი საყვარელი კინო გმირის სტილი. მიიღეთ შთაგონების წყარო 1960-2015 წლის ფილმებიდან. წარმოგიდგენთ 25 ფილმს, რომლებმაც დიდი გარდატეხა მოახდინეს მამაკაცთა სტილზე და იქონიეს გავლენა მათ მსოფლმხედველობაზე.

25 მოდური ფილმი მამაკაცებისათვის
Tags:

მამაკაცებო, თებერვლის მიწურულს აუცილებელია საგაზაფხულო სამოსზეც დაიწყოთ ფიქრი. დაიწყეთ მზადება ახალი სეზონისთვის ახლავე, გაატარეთ გაზაფხული-ზაფხული ახალი სამოსითა და განწყობით. შეიძინეთ ახალი სამოსი, შეიტანეთ ცვლილებები თქვენს ყოველდღიურობაში და გაახალისეთ თქვენი სტილი. იგრძენით თავი კომფორტულად სასურველ ელეგანტურ თუ სპორტულ სტილში.

გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის 5 აუცილებელი სამოსი მამაკაცის გარდერობში

მამაკაცებო, დამდეგი სეზონისთვის მოსაწყენი შოპინგი თქვენთვის აუცილებელი რიტუალია! გირჩევთ, არ შეუშინდეთ ცვლილებსა და რისკებს! წარმოგიდგენთ 5 აუცილებელ სამოსს, რომლითაც ახალი სეზონი თქვენთვის ახალი სტილის, ენერგიის, განწყობისა და დადებითი შედეგის მომტანი იქნება.

გაზაფხულის 5 აუცილებელი სამოსი მამაკაცებისთვის
Tags:

შაია ლაბაფი გახლავთ ამერიკელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1986 წლის 1 ივნისს, ლოს ანჟელესში. მსახიობობა გადაწყვიტა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას და მის ოჯახს უკეთეს პირობებში ეცხოვრათ, თუმცა შემდგომ აღმოაჩინა, რომ ეს მისთვის ერთადერთი და განუმეორებელი საქმიანობაა. შაიამ ადრეული ასაკიდანვე მოახერხა საკუთარი თავის გამოცდა და მთელი ჰოლივუდი აალაპარაკა. ჯიმ ქერი მას ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიან ადამიანად მოიხსენიებს, ხოლო ბრედ პიტი კი ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მსახიობად, რომელთანაც უმუშავია. მოდით გავიგოთ გაცილებით მეტი შაია სეიდ ლაბაფის შესახებ და გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს.

საინტერესო ფაქტები შაია ლაბაფის შესახებ
Tags:

2015 წლის მოდის კვირეულებიდან მამაკაცთა სტილის 8 ძირითადი ტენდენცია გამოვლინდა. მოდის მოყვარული მამაკაცების ჩაცმულობა განსხვავებული და თვალისმომჭრელია. მოდური მამაკაცი არ უშინდება ფერთა შეხამებას, ელეგანტურ სამოსსა და აქსესუარს. მისთვის მთავარია იყოს განსხვავებული და ინდივიდუალური. წარმოგიდგენთ 2015 წლის 8 ძირითად ტენდენციას, რომლებიც ყველა მოდურ მამაკაცს დაეხმარება საკუთარი სტილის შექმნაში.
მამაკაცებო, იპოვნეთ თქვენი უნიკალური სტილი და იყავით გამორჩეულნი, ეს არც ისე რთულია!

მამაკაცების ქუჩის სტილის 8 ტენდენცია
Tags:

იტალიური სამოდელო ინდუსტრია დამოუკიდებელი დიზაინერების აღმზრდელობით
სამუშაოს მაინცდამაიც არ ეწევა. მაგრამ, მილანის მოდის კვირეულზე დიდი ბრენდების
გვერდით ვიხილეთ ფრანცისკო სკონიამილიო, რომელმაც სახელი დაიმკვიდრა, როგორც
იტალიური მოდის ერთ-ერთი ნათელი წერილი.

ფრანცისკოს კოლეკციებში ნათლად ჩანს მკაფიოდ გამოხატული, ესთეტიკური სამოსი. ისინი
რომანტიკული და კლასიკური იტალიური ხარისხის მატერიებით არის ავანგარდულად შეზავებული.
შედეგად კი დრამისა და ელეგანტურობის ნაზავი მიიღება, რომელსაც საკუთარი ხმისთ შეუძლია საუბარი.
მის ყველაზე ფაქიზ ნამუშევრებშიც კი შეიმჩნევა ერთგვარი სიძლიერე. გასაკვირი არც არის, რომ დიზაინერმა
მოიპოვა ისეთი ცნობილი სახეების სიმპათია, როგორებიც არიან: მადონა, ლეიდი გაგა და რიანა.
ფრანცისკო მასისგან გამოირჩევა თავისი შეუპოვრობითა და კრეატიული ძალისხმიერებით.


Tags:

ჯეიმი დორნანი 1982 წლის 1 მაისს დაიბადა. მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი ჯეიმი ორ დასთან ერთად ირლანდიაში გაიზარდა. 16 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. სტუდენტობის წლები Teesside უნივერსიტეტში გაატარა, თუმცა არ დაუსრულებია და ლონდონში გადასახლდა. 2006 წელს ჯეიმი ფილმში Marie Antoinette-ში გამოჩნდა. 2009 წელს Shadows in the Sun-სა და Beyond the Rave-ში. 2011 წელს კი სერიალ Once Upon a Time-ის 8 ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა. სერიული მკვლელის როლი მოირგო ირლანდიურ სერიალში The Fall.2013 წლის 23 ოქტომბერს ჯეიმი ქრისტიან გრეის როლზე დაამტკიცეს. 2014 წლის 27 აგვისტოს კი ცნობილი გახდა რომ ჯეიმი დოქტორ ალან პასკალის როლს შეასრულებს ფილმში The 9th Life of Louis Drax. რაც შეეხება, მის სამოდელო კარიერას, ჯეიმი დორნანი არაერთი ცნობილი და გამორჩეული მოდის სახლის სახე გახლავთ.წარმოგიდგენთ მის ფოტოსესიებს, იხილეთ, როგორი იყო ჯეიმი მანამ სანამ მისტერ გრეი გახდებოდა.

ჯეიმი დორნანის გზა მისტერ გრეის წოდებამდე
Tags:

იოჰანეს ჰუებლი არა მარტო მოდელი, ფოტოგრაფი, ფეხსაცმლის დიზაინერი და Fashion Icon-ის ოლივია პალერმოს მეუღლეა, არამედ ის სტილის მეფეც გახლავთ. პაპარაცების თვალს არ გამოეპარება იოჰანესის ელეგანტური და დახვეწილი სტილი. ის მუდმივად მოწესრიგებულია. მას იშვიათად შეხვდებით მოდური მეუღლის, საუკეთესო ფეხსაცმლისა და "არმანის" სურნელის გარეშე. იოჰანეს ჰუებლმა იცის თუ რა უნდა შეუხამოს მის სტილს, როგორ გამოიყურებოდეს შეუდარებლად და ამავდროულად, იგრძნოს თავი კომფორტულად. იხილეთ, სტილის მეფის ლუქების რამდენიმე ვარიანტი.

მამაკაცებო, იოჰანესის სტილი თქვენი შთაგონების წყაროს პოვნაში აუცილებლად დაგეხმარებათ!
"შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ დიზაინერი- ვალენტინო ყოველთვის ახდენს გავლენას ჩემზე. ერთმანეთს რომ ვხდებით ლონდონსა თუ ნიუ-იორკში, ბევრ კომპლიმენტს მეუბნება ჩემს სტილზე. მე კი მისი სტილი მომწონს და განსაკუთრებით ის, თუ როგორ უხამებს ერთმანეთს ჰალსტუხსა და პიჯაკს."

Johannes Huebl - king of style!
Tags:

პიტო სეთურიძემ დიდი ხნის წინ მიიქცია ჩვენი ყურადღება თავისი განსხვავებული სტილითა და უცხო გარეგნობით, ფართო საზოგადოების წინაშე პირველად ის ყოფილი-მეგობარი გოგონას ნინა სუბლატის გვერდით გამოჩნდა... დღეს პიტო გოგონების ყურადღების ცენტრშია და თავადაც ზრუნავს მათზე - ის ფიტნეს ტრენერია "ფორმა"-ში, ბავშვობიდანვე სხვადასხვა სპორტით იყო დაკავებული, ტრენერობის გარდა ხშირად იწვევენ, როგორც მოდელს სხვადასხვა კამპანიებსა და ფოტოსესიებში, სამომავლო გეგმები კი ხელოვნებას უკავშირდება. მოდით, ერთად უფრო მეტი რამ გავიგოთ ამ საინტერესო ადამიანის შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ

პიტო სეთურიძე @Pito stf
სიმართლე გითხრათ თბილისში იშვიათად ვყიდულობ ტანსაცმელს, თუმცა თბილისში ხშირად ვყიდულობ ვინტაჟ-მაღაზიებში, მეორადებშიც ბევრჯერ მიყიდია, ვთვლი, რომ საქართველოში ბევრად მაგრად შეიძლება ჩაიცვა მეორადებში, ვიდრე 'ზარაში'❞

Tags:

მხიობი ბენ ბარნსი გადაიღეს ფოტოსესიაში ჟურნალ Interview-სათვის
სადაც აქცენტი გაკეთდა მის ჩაცმულობაზე. სტილისტმა ბენს როგორც პიჯაკები, ასევე ტყავის ბაიკერი ქურთუკი და ჯინსის კურტკაც მოარგო, ბენი კი თითოეულ ლუქში თვალწარმტაცად გამოიყურება, მათ შორის შხაპის ქვეშ!


Tags:

https://33.media.tumblr.com/90d753a597009ad048728cb91e4699b5/tumblr_mzx6paNYBe1qh3p5mo6_r1_250.gifhttps://38.media.tumblr.com/e5e12d75762fa6c52b5d1317d6748a11/tumblr_mzx6paNYBe1qh3p5mo2_r1_250.gif
ედი რედმაინი-ყველაზე მოდური მამაკაცი

გახდება თუ არა ედი რედმაინი 2015 წლის ოსკარის მფლობელი, ჯერ კიდევ სადავოა, სამაგიეროდ, უკანასკნელი სეზონების განმავლობაში უკვე მოიპოვა საუკეთესოს სტატუსი თავისი სტილით. განასახიერა რა სტივენ ჰოუკინგი ფილმში The Theory of Everything ედი მთელი შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში ჩნდებოდა ფილმების პრემიერებსა და ღონისძიებებზე. ამასობაში, გამოჰკრა ხელი ოსკარის ნომინაციას, მოიყვანა ცოლად ერთგული მეგობარი ჰანა ბეგშოუ და ბრიტანულმა ჟურნალმაც GQ მიანიჭა მას ყველაზე მოდურის სტატუსი.

წითელ ხალიჩაზე გასვლის წინ, მსახიობის რეპუტაციაზე ღელვა არ ღირს. ის ერთ-ერთი მამაკაცთაგანია, 30 წელს ზემოთ, რომელთაც შეუძლიათ თავს კლასიკური კოსტუმის ჩაცმის უფლება მისცენ(Topman). მიუხედავად, ნაწილობრივი დალტონიზმისა მას ვერასოდეს გამოიჭერენ არასწორად შერჩეულ ჰალსტუხსა და ფეხსაცმელში.

ედი რედმაინი-ყველაზე მოდური მამაკაცი
Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 21 »
Back to Top