საზოგადოება მირიან ჯეჯელავას არაერთი პროექტიდან იცნობს. ტელეკომპანია იმედის მუსიკალურ შოუში „ორი ვარსკვლავი“ იგი მომღერლის ამპლუაში წარსდგება მაყურებლის წინაშე. მისთვის მომღერლობა ახალი გამოწვევაა, რომელსაც არ უშინდება. გავიგოთ, როგორ განვითარდა მიკის პროფესიული საქმიანობა, როგორია მისი სტილი და რამ განაპირობა იმიჯის ცვლილება.

It Boy : მირიან ჯეჯელავა
ბავშობიდან მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, არც მიფიქრია სხვა პროფესია ამერჩია.
თავიდანვე ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი.


თუ რადიო-ეთერში არ ვარ, ვარ გადაღებაზე, ან რეპეტიციაზე. ახლა, პროექტ „ორი ვარსკვლავის“ რეპეტიციები დამემატა. ეს უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს და სრულიად ახალი რამ არის. ესეთ მასშტაბურ პროექტში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ძალიან ვნერვიულობ და მაყურებლის მხარდაჭერის იმედი მაქვს

Tags:

მამაკაცების კოსა ანუ ახალი ტრენდი Man Bun!

კოსა, ანუ "Bun" ქალბატონებში ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ხშირად კი Bun-ის მოწესრიგებულ ვერსიას ბალერინას ვარცხნილობად მოვიხსენიებდით, რაც ქალის კისერს და მხრებს საოცრად გამოყოფდა. მაგრამ ბოლო დროს ის მამაკაცებმაც მოიხდინეს და გაჩნდა ახალი ტრენდი სელებრითებში - "Man Bun!",

რომელიც ზოგიერთის აზრით მამაკაცებს სექსუალურობას სძენს, ზოგი გრძელთმიანი მამაკაცისთვის კი ეს უბრალოდ კომფორტული გამოსავალია თმა უცბად აიკრან, დიახ, სწორედ ისე, როგორც გოგონები იკეთებენ თმის ვარცხნილობას. თუმცა თუ ეს მოდურ ტრენდადაც მიიჩნევა... მოდით, გადახედეთ თქვენ საყვარელ ცნობილ ადამიანებს კოსით და გამოთქვით საკუთარი შეფასება ახალი სტილისადმი.

მამაკაცების კოსა ანუ ახალი ტრენდი Man Bun!მამაკაცების კოსა ანუ ახალი ტრენდი Man Bun!
Tags:

http://data2.whicdn.com/images/59852526/large.gif

ბენედიქტ კამბერბეტჩი -- როლებსა და რეალობას შორის

ის გავლენიანი სამსახიობო ოჯახიდან გამოვიდა, თითქმის მთელი შექსპირი ითამაშა, შერლოკის როლში მილიონები გააოცა... მაგრამ უყვარს ჟარგონი და ბარებში ხეტიალი, დადის მოტოციკლით, დიდად არ აფასებს სტატუსს და მზადაა გაამართლოს მოლოდინები. მივეგებოთ საკულტო პერსონაჟს, რომელიც გვაძალებს მივიჩნიოთ როგორც უბრალოდ ბენი.

მაგრამ როდესაც მას თავიდან ბოლომდე ააყოლებთ მზერას იფიქრებთ რომ ის უბრალოდ ბენი არ არის. ის "დიდი ბენია". ამასთან, მომხიბვლელი ბრიტანული თვალები მომწვანო-მოცისფრო ფერის. მისი მამაკაცური ბარიტონი, რომლითად დრაკონი სმაუგი გაახმოვანა ცნობილი ჰობიტიდან. მისი დაუჯერებლად სწორი მონოლოგები შექსპირისეული სცენების მსგავსად. მისი ჩაფიქრებული სერიოზულობა უცნაურად გარდამავალ გახსნილ ღიმილში. მისი შავი შარფი და კლასიკური ნაცრისფერი შარვალი, რომლითაც ლონდონის ჰემპსტედში დადის, თავისი ვიქტორიანული სტილის ორსართულიანი სახლის სიახლოვეს. იქვე, დემოკრატიულ ბარ "ჭებთან" არც აქცევენ ყურადღებას თუ ვარსკვლავი მეზობელ მაგიდას უზის. თითქოს ბენედიქტ კამბერბეტჩი ყველაფერი ის არის რაც მის გარშემოცაა. რაღაც განსაკუთრებული ესენცია ახლავს რითიც მთელ გარშემო არსებულ ატმოსფეროს ავსებს. იქნებ ყველაფერი რაც ის გახდა მისი ბუნების წყალობაა. საღი თვითშეფასების კამბერბეტჩს ვერ გააცურებ.


ბენედიქტ კამბერბეტჩი
Tags:

Screen Actors Guild Awards 2015Screen Actors Guild Awards 2015
დაჯილდოებათა სეზონი დაიწყო! როგორც წესი,ოსკარის ცერემონიალამდე იმართება როგორც პროდიუსერთა,ასევე სცენარისტთა და რეჟისორთა დაჯილდოებათა ცერემონიალები.25 იანვარს კი გაიმართა რიგით 21-ე მსახიობთა დაჯილდოების ღონისძიება (Screen Actors Guild Awards) , სადაც საუკეთესო მსახიობთა შესრულებები აირჩიეს როგორც დიდი ეკრანიდან,ასევე სატელევიზიო შოუებიდანაც.ღონისძიებას უამრავი მეგა სელებრითი დაესწრო,წითელი ხალიჩა კი სხვადასხვა ფერის კაბებმა დაამშვენეს.

წარმოგიდგენთ ფოტოებს წითელი ხალიჩდან და მცირედ გამარჯვებულთა შესახებ...

Screen Actors Guild Awards 2015Screen Actors Guild Awards 2015
Tags:

ჯასტინ ბიბერი კელვინ კლაინის საცვლების მოდელი გახდა და მისმა ფოტოსესიამ ინტერნეტში დიდი აურზაური გამოიწვია. გავრცელდა ფოტომასალა, რომელიც თითქოსდა ორიგინალ, დაუფოტოშოპებელ სურათებს გვთავაზობდა. ფოტომასალის ავტორს ჯასტინის ადვოკატები დაუკავშირდნენ და სასამართლოთი დაემუქრნენ, რის შედეგადაც ავტორმა "აღიარა" ფოტომასალის სიყალბე. ამას ისიც დაემატა, რომ მარკ უოლბერგის, რომელიც ასევე კელვინ კლაინის მოდელი იყო, ცოლმა თვითერის საშუალებით ბიბერი დაიწუნა და აღნიშნა, რომ ის თავის მეუღლეს ვერ შეედრებოდა. ამ სკანდალის დეტალები იხილეთ სტატიაში.

ჯასტინ ბიბერის სკანდალური ფოტოსესია კელვინ კლაინისთვის
Tags:

დევიდ ბექჰემი არა ერთხელ ყოფილა მოდელი H&M-ის საცვლების კოლექციისთვის. ფეხბურთელისა და ბრენდის ბიზნეს ურთიერთობა გრძელდება და ამჯერად ახალ ფოტოსესიაში ბექჰემი თავის საყვარელ სამოსს არჩევს H&M-ის კოლექციიდან, რომელიც მისი აზრით თანამედროვე მამაკაცისთვის აუცილებელია. მის ფავორიტებში შედის როგორც საცვლები, ასევე კოსტუმები, ნაქსოვი ჯემპრები, ჟილეტები და ა.შ. დევიდმა ასევე აღნიშნა, რომ ბრენდთან კიდევ ერთი ახალი პროექტი აქვს, რომლის საზოგადოებისთვის გამხელას ვერ ითმენს... დევიდ ბექჰემის კოლექცია "Modern Essentials Selected by David Beckham" 5 მარტიდან გამოჩნდება H&M-ის მაღაზიებში.

Tags:



2015 წლის ზამთრის სეზონის სპორტული სამოსის
კოლექციები
და ლუქბუქები მოდური ბრენდებისგან


და აი უკვე დაიწყო თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარული ექსტრემალების საყვარელი სეზონი,
რომლებიც ზამთრის დადგომასთან ერთად სულაც არ ცდილობენ კონტინენტის მეორე მხარეს თბილ ქვეყნებს მიაშურონ თავი...
მათ ვინც იცის როგორ ისიამოვნოს ზამთრის სეზონით აუცილებლად დასჭირდება სპეციფიური საპორტული სამოსი.
სპორტულ ბრებდენთან ერთად მრავალი დიზაინერი და ბრენდი წარმოგვიდგენს სპეციალურ ხაზს - საკაპსულო კოლექციას
ავსტია, შვეიცარია და საფრანგეთის პრესტიჯული სამთო-სათხილამურო კურორტების მოყვარულთათვის.

Tags:

http://data2.whicdn.com/images/151030969/large.gif


ქალები ჯონი დეპის ცხოვრებაში

9 ივნისს ჯონი დეპს 51 წელის შეუსრულდა. გამაოგნებელი ხასიათების შემქმნელი მსახიობი,
ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰონორარების მომპოვებელი და ნამდვილად დიდი ნიჭის პატრონი
ყველას სიყვარულით სარგებლობს, დაწყეული ბავშვებიდან, დამთავრებული ქალებამდე.
ჩვენ შევარჩიეთ მისი ცხოვრების მთავარი რომანები.

http://data2.whicdn.com/images/150756269/large.gif
Tags:

Johannes Huebl- მოდელი, ფოტოგრაფი, დიზაინერი, სტილის Icon გახლავთ. 36 წლის იოჰანსი ცნობილი მოდის სფეროს წარმომადგენლის- ოლივია პალერმოს მეუღლეა. გერმანელი მოდელი 5 ლუქს წარმოგვიდგენს. სტილთა მრავალფეროვან არჩევანს იოჰანსი არ უშინდება, მისთვის მთავარია გამოიყურებოდეს კომფორტულად და დახვეწილად.

"ჩემთვის ყველაფერი შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო, თუმცა
იტალიური ქუჩის მოდა ყველაზე დიდი შთაგონებაა."
- იოჰანს ჰუბლი

Johannes Huebl: Five Style Tips
Tags:


ქალები ალენ დელონის ცხოვრებაში
მსოფლიო კინოინდუსტრიის "ლამაზმანი" ბიჭუნას სასიყვარულო ისტორიები


"თქვენ ზედმეტად ლამაზი ხართ, თქვენ ვერ ააწყობთ კარიერას"
-გამუდმებით უარით ისტუმრებდნენ
პროდუსერები ახალგაზრდას კინოსინჯებიდან. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია კლასიკური სილამაზე
თავდაპირველად ხელს უშლიდა მსახიობის პოტენციალს გახსნილიყო პროფესიაში. მაგრამ,
ჰოლივუდში, ფრანგ სექს სიმბოლოს კარი ფართოდ გაუღეს და პირველივე ქასთინგზე 7 წლიანი
კონტრაქტი შესთავაზეს.
ინგლისურის სწავლით გართული ჯერ კიდევ არ შედგომოდა საქმეს,
როდესაც რეჟისორმა ივ ალეგრემ შესთავაზ კარიერა სამშობლოში დაეწყო. წარმატებამ,
საერთაშორისო აღიარებამ და მთელი მსოფლიოს ქალთა თაყვანისცემამაც არ დააგვიანა.


მისი სახელი დაუკავშირდა მამაკაცური სილამაზის ეტალონს. ქალები მის ხსენებაზე თრთოდნენ.
მისი მაგნეტური ჩახუტებას ვერ უძლებდნენ თვით მსახიობები გადაღებებზე. ალენ დელონის
კარიერა ათამდე მნიშვნელოვან როლს იტევს, ისევე როგორც ვნებიან რომანებს. მოდით გადავხედოთ
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გულთამპყრობელის ხმამაღალ სასიყვარულო გამარჯვებებს.


Tags:
« 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 21 »
Back to Top