Jack Gleeson Jack Gleeson

ჯეკ გლისონი გახლავთ 22 წლის ირლანდიელი მსახიობი, რომელიც დაიბადა 1992 წლის 20 მაისს კორკში,ირლანდიაში. მსახიობობა 7 წლის ასაკში Independent Theatre-ში დაიწყო,ხოლო 2005 წელს მისი პირველი სერიოზული როლი მიიღო ჰოლივუდური ბლოკბასტერ Batman Begins-ში, თუმცა მეგაპოპულარობა ჯეკს HBO -ს სერიალ Game of Thrones-ში შესრულებულმა ჯოფრი ბარათეონის როლმა მოუტანა. მიუხედავად ასაკისა ჯეკი საოცარი დახვეწეილობით და სიმკაცრით ასრულებს სერიალის ერთ-ერთ ყველაზე უარყოფით პერსონაჟს, ფანებში იმხელა აგრესიას იწვევდა ჯეკი, რომ მას წიგნის ავტორმა ჯორჯ მარტინმა დაურეკა და უთხრა: "გილოცავ,შენი სამსახიობო ოსტატობის გამო შენ ყველას ეზიზღები."

Jack Gleeson
Tags:

იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ცდილობენ
იყვნენ მაგრები ან მოდურები. მე უდავოდ ინდივიდუალური ვარ.


39 წლის, ქერა, ცისფერთვალება, უცოლო და რაღა თქმა უნდა, მანდილოსანთა
გულთამპყობელი ლეონარდო დიკაპრიო კარგი სამსახიობო კარიერით გამოირჩევა.
მას ვიცნობთ ფილმებიდან, როგორებიცაა: The Wolf of Wall Street, Titanic, The Departed,
Inception, The Great Gatsby, Django Unchained და სხვები. მაგრამ, ამჯერად, მოდით
გადავხედოთ არა მის კარიერულ მიღწევებს, არამედ ყოველდღიურ სტილს. როგორც
ჩანს, ის უპირატესობას კომფორტულ სამოსს ანიჭებს. ხშირად ვიხილავთ ჯინსის
შარვალში, მოკლე შარვალში, უბრალო მაისურსა და როგორც ჩანს, აუცილებელ
აქსესუარ ქუდში, რომელიც თითქმის ყოველთვის ახურავს და რომელსაც ხშირად
იყენებს პაპარაცებისგან თავის დასამალად. ხშირად მოგზაურობს და თავისუფალ
დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. სამოსსაც ამ ორ ვითარებას უთავსებს.
Tags:

Ed Skrein Ed Skrein

ედ სქრეინი გახლავთ 31 წლის ბრიტანელი რეპერი და მსახიობი,რომელიც დაიბადა 1983 წლის 29 მარტს ლონდონში,დიდ ბრიტანეთში. რეპ სამყაროში მოყვაწეობს 2004 წლიდან , ნამუშევარი აქვს უამრავ ცნობილ არტისტთან : Foreign Beggars, Plan B, Dubbledge, Dr Syntax, Asian Dub Foundation და Nathan 'Flutebox' Lee და გამოშვებული აქვს 5 სტუდიური ალბომი. მისი ფილმებიდან აღსანიშნავია დარიო ნაჰარის როლი სერიალიდან Game of Thrones , მაიკლ ჰუიზმანის როლი აგრეთვე სერიალიდან The Tunnel და მეორეხარისხოვანი როლი ფილმში The Transporter Legacy.
Ed Skrein
Tags:

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ლევან ჩიჩუა (თიელი)

BUON VIAGGIO-ს პროექტს „Holiday Inn-მა“ უმასპინძლა. კრისტის სტუმარი მომღერალი ლევან ჩიჩუაა. როგორია მისი სტილი, რა აქსესუარები უყვარს და როგორია მისი სამომავლო გეგმები,ამის შესახებ ინტევიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

(სტილის შესახებ) „ჩემთვის ძალიან რთული მომენტია, მერამდენე წელია ვერაფერი ვერ მოვიხდინე.
არ ვიცი როგორი უნდა იყოს ჩემი სტილი და როგორ უნდა გამოვიყურებოდე.“


„ისე ვიცვამ, რომ ნორმალურად გამოვიყურებოდე.“

(„ცეკვავენ ვარსკვლავები“-ს სასცენო კოსტუმებზე) „ვფიქრობ, რომ ყველა თავის საქმეშია პროფესიონალი. არ არის სწორი ჩარევა, რომ „ეს არ ვარგა“ ან „ეს არ მომწონს.“ თუ მიანდე სხვას საქმე, მაშინ ბოლომდე უნდა მიჰყვე და შეურაცხყოფა არავის არ უნდა მიაყენო.“


15 ყველაზე სექსუალური სელებრითი Bad Boy

Tags:

ფოტოგრაფმა Ricardo Gomes-მა პარიზის მოდის კვირეულის გადატვირთული გრაფიკის
მიუხედავად გადაიღო ბრაზილიელი მოდელი Francisco Lachowski

Tags:

გასულ კვირას საუკეთესოდ შემოსილი 10 მამაკაცი GQ-ს მიხედვით
Tags:


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ზურა ყიფშიძე

BUON VIAGGIO-ს პროექტის სტუმარია ზურა ყიფშიძე . საუბარი მოდაზე კრისტისთან ერთად სასტუმრო „Holiday Inn-ში“ შედგა. შეიცვალა თუ არა ზურა ყიფშიძის სტილი და რას ფიქრობს იგი მოდაზე, ამის შესახებ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

„მთელი ცხოვრებაა ჯინსი მაცვია. რა არის მოდა? ყველაფერი მეორდება.“

„ჩვენთან მოდა არ არსებობდა, რასაც ვშოულობდით იმას ვიცვამდით.
ჯინსებზე, თმებზე და ბეჭდებზე იჭერდნენ, მაგრამ მე გადაღებებისთვის მჭირდებოდა და გრძელი თმა მქონდა.“


„სათვალე, მის გარეშე არ შემიძლია. მქონდა ადრე ბეჭდები.
ერთ ჩემს ძმაკაცს თითი მოაჭრეს, იმის მერე მომაძრო ბეჭედი.“



Ethan Hawke

ითან ჰოუკი გახლავთ ამერიკელი მსახიობი,რეჟისორი,ნოველისტი და სცენარისტი,რომელიც დაიბადა 1970 წლის 6 ნოემბერს ქალაქ ოსტინში,ტეხასის შტატში,აშშ.მისი დებიუტი კინოში შედგა 1985 წელს ფილმით Explorers. წარმატებული კარიერის განმავლობაში ნომინირებული იყო უამრავ პრესტიჟულ კინოსა თუ თეატრალურ დაჯილდოვებებზე, მათ შორის ოსკარსა და ოქროს გლობულსზეც, თუმცა აღებული აქვს მოხლოდ Tony Award-ის თეატრალური ჯილდო საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში. ჰოუკი გამოჩნდა უამრავ სპექტაკლებში, როგორც სცენარისტმა სცენარი დაწერა ორი ფილმისათვის, აგრეთვე გადაღებული აქვს მუსიკალური ვიდეო კლიპები და ბროდვეის თეტრის სპექტაკლების სატელევიზიო და კინოვერსიები.

Ethan Hawke
Tags:

Nikolaj Coster-Waldau Nikolaj Coster-Waldau

ნიკოლაი კოსტარ ვალდაუ გახლავთ 43 წლის დანიელი მსახიობი სცენარისტი და პროდიუსერი,რომელიც დაიბადა 1970 წლის 27 ივლისს დანიაში, რუდკობინგში,თუმცა გაიზარდა ტუბერგში.სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა Statens Teaterskole-ის თეატრში კოპენჰაგენში.მეგაპოპულარობა მოუტანა HBO -ს სერიალ Game of Thrones-ში შესრულებულმა ჯეიმი ლანისტერის როლმა.

Nikolaj Coster-Waldau
Tags:
« 1 ... 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 21 »
Back to Top