ანჯელინა ჯოლი ''კუნ ფუ პანდა 3''-ის პრემიერაზე ჰოლივუდში.!
ჰოლივუდში ''კუნ ფუ პანდა 3 ''-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.პრემიერას რა თქმა უნდა ესწრებოდა 6 შვილის დედა ანჯელინა ჯოლი,რომელიც პრემიერაზე შავი მინი კაბით გამოცხადდა,რომელსაც შავი ფეხსაცმელი და მინიმალური სამკაულების შეხამებით ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა და პრემიერაზე საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა.როგორც იცით მსახიობი ამჟამად კამბოჯაში იმყოფება,სადაც თავისი მორიგი ფილმის გადასაღებები მიმდინარეობს და ის სპეციალურად ამ დღისთვის იმავე საღამოს ჩამოფრინდა.ანჯელინას წონა არც ამჯერად დარჩენილა ყურადღების გარეშე,როგორც ჩანს მსახიობი გადატვირთული გრაფიკის გამო ისევ ვერ ახერხებს უწინდელი წონის დაბრუნებას.
ანჯელინა პრემიერაზე მეუღლისა და ბავშვების გარეშე გამოცხადდა,თუმცა რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა,რომ ის ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, რომელიც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა. მისი თქმით, პერონაჟების გახმოვანების შემოთავაზებას სიხარულით დათანხმდნენ მისი შვილებიპაქსი, ზახარა, შაილო და ნოქსი.
„ისინი არ აპირებენ მსახიობობას, მაგრამ მინდა, რომ თავი ბევრი კუთხით მოსინჯონ. ამიტომ წავიყვანე სტუდიაში და ვანახე ეს საქმეც. ძალიან გავერთეთ“, – განაცხადა ვარსკვლავმა.გარდა ანჯელინას შვილებისა პროექტში ასევე მონაწილეობენ ჯეკ ბლექის შვილები და დასტინ ჰოფმანის შვილიშვილი.
ანჯელინა ჯოლი ''კუნ ფუ პანდა 3''-ის პრემიერაზე ჰოლივუდში.!ანჯელინა ჯოლი ''კუნ ფუ პანდა 3''-ის პრემიერაზე ჰოლივუდში.!ანჯელინა ჯოლი ''კუნ ფუ პანდა 3''-ის პრემიერაზე ჰოლივუდში.!
Tags:

ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ალესანდრა ამბროსიომ და პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდომ ჟურნალ ''GQ US'' -ს თებერვლის გარეკანი დაამშვენეს. ფოტოსესია საკმაოდ სექსუალური და შთამბეჭდავი გამოდგა.ფოტოებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მათი სხეულის შესაშურ ფორმებს.
საიდუმლო ფოტოსესიის შესახებ ცნობილი მხოლოდ რამოდენიმე დღის წინ გახდა,როდესაც კრიშტიანომ ვიდეო გამოაქვეყნა,სადაც ამბობდა,რომ მან უკვე დაასრულა გადაღებები.''ჩვენ დავასრულეთ გადაღება ,ეს იყო საოცარი გადაღება ალესანდრასთან ერთად,ის არის ფანტასტიური.ჩვენ არ ვაპირებთ გითხრათ თუ რა გავაკეთეთ,რადგან ეს საიდუმლოა და ვიმედოვნებთ,რომ მოგეწონებათ.'' არც ალესანდრა ჩამორჩა კრისტიანუს და არღნიშნა,რომ ის გასაოცარი პიროვნება და სუპერ ლამაზი ბიჭია.

შეგახსენებთ,რომ ეს ფეხბურთელის მოდელთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის.კრიშტიანუ 2014 წელს ირინა შეიკთან ერთად,მარიო ტესტინოს ობიექტივში მოხვდა.ფოტოებმა ვოგის გარეკანი დაამშვენა.

Alessandra Ambrosio & Cristiano Ronaldo for GQ US Magazine.!
Tags:

Lea Seydoux's Red Carpet Style.!Lea Seydoux's Red Carpet Style.!

ფრანგი მსახიობი ლეა სეიდუ დღეს ყველაზე მაცდუნებელ ქლად ითვლება და გასაკვირი არცაა,რომ წითელ ხალიჩაზე ყოველთვის საოცრად გამოიყურება.შეგახსენებთ, რომ ლეა სეიდუ მაყურებელმა ეროტიკულ დრამაში - "ადელის ცხოვრებაში" შესრულებული როლით გაიცნო. 2013 წელს ფილმმა კანის ფესტივალზე "ოქროს პალმის რტო" მოიპოვა.ამის შემდეგ ლეას ყველაზე წარმატებული როლი ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონას განსახიერება გამოდგა.ამ როლით მსახიობი მთელმა მსოფლიომ გაიცნო და შესაბამისად იმატა მისმა თაყვანისმცემლების როლმა.
''იცით, ზოგჯერ ძალიან თავდაუჯერებელი ვარ და ამის ძალიან მრცხვენია, თუმცა, ბოლო დროს ეს მდგომარეობა შედარებით გამომისწორდა. ადამიანებთან უფრო ღია გავხდი, ვცდილობ, ცხოვრებით დავტკბე და წინ ვიყურო.არავის ცდუნებას არ ვცდილობ! შესაძლოა, მაცდუნებელი ვარ, როდესაც შესაბამის როლს ვასრულებ, მაგრამ სხვა დანარჩენ დროს, აბსოლუტურად ბუნებრივი ვარ ხოლმე.''
Lea Seydoux's Red Carpet Style.!

Tags:

ადრიამა ლიმა საქველმოქმედო საღამოზე დააფიქსირეს, ნიუ-იორკში.
კრისტენ სტუარტი ლაქსის აეროპორტის შესასვლელთან დააფიქსირეს.
ტონი გარნი არდადეგებზე კანკუნის, მეხიკოს სანაპიროზე დააფიქსირეს.
ხლოი კარდაშიანი საქმიან შეხვედრაზე მიმავალი დააფიქსირეს, ნიუ-იორკში.
მარგო რობი ლაქსის აეროპორტის შესასვლელთან დააფიქსირეს, ლოს ანჟელესში.
ჯენიფერ ლოპესი თავისი სატელევიზიო შოუს ‘Shades of Blue’-ს პრომოუშენზე.
ლეონარდო დიკაპრიო და ტომ ჰარდი ‘The Revenant’-ის პრემიერაზე, ლონდონში.
კენდალ ჯენერი და ჰეილი ბოლდვინი შოპინგისას შენიშნეს ლოს ანჟელესის ქუჩებში.
ჰილარი დაფი თავისი სატელევიზიო შოუს ‘Younger’-ის პრომოუშენზე, ნიუ-იორკში.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ‘Stella McCartney Autumn 2016 Presentation’-ზე.
ჯენიფერ გარნერი და ჯესიკა ბილი ‘Stella McCartney Autumn 2016 Presentation’-ზე.
როზი ჰეტინგტონ უაითლი და ჯესიკა ალბა ‘Galvan For Opening Ceremony Dinner’-ზე.
ელიზაბეტ ოლსენი და ემილია კლარკი ‘Stella McCartney Autumn 2016 Presentation’-ზე.
ტეილორ სვიფტი და კელვინ ჰარისი ჯორჯო ბალდის რესტორნის დატოვებისას, სანტა მონიკაში.
ლილი კოლინზი და დემი ლოვატო ‘McCartney Autumn 2016 Presentation’-ზე, ჰოლივუდში.
ნინა დობრევი და ალექსანდრა დადარიო ‘Marie Claire Image Maker Awards’-ზე, ჰოლივუდში.
პაპარაცული ფოტოები: 12-15
Tags:

ქლოი მორეცი ''The 5th Wave''-ის პრემიერაზე ლოს ანჟელესში.!ქლოი მორეცი ''The 5th Wave''-ის პრემიერაზე ლოს ანჟელესში.!

18 წლის მსახიობი ქლოი მორეცი თავისი ახალი ფილმის '' მეხუთე ტალღა'' სქრინინგის დაესწრო,რომლის ჩვენებაც ლოს ანჟელესში გაიმართა.მიუხედავად იმისა,რომ ის მხოლოდ 18 წლისაა, უკვე შეძლო დაემტკიცებინა,რომ ჰოლივუდის წამყვანი მსახიობია.ის ფილმში მთავარ როლს ასრულებს და პარტნიორობას უწევს ისეთ მსახიობებს ,როგორიცაა ლივ შრაიბერი, რონ ლივინგსტონი და მაიკა მონრო.
''ქლოი გრეის მორეცი ახალგაზრდა ქალის, ქეისი სალივანის, როლს ასრულებს, რომელიც ‘სხვების’ სახელით ცნობილი არსებების ოთხ სასიკვდილო შეტევას გადაურჩა. მათ დედამიწის მოსახლეობის განადგურება სურთ. დაპყრობილია ყველა მთავარი ქალაქი, მოსახლეობა ეპიდემიით დაავადდა. რა იქნება მეხუთე შემოტევის დროს? ქეისი თავისი უმცროსი ძმის საძებნელად უსაფრთხოების მიზნით მარტო მიდის, მაგრამ გზაში ის ევან უოკერს (ალექს როი) შეხვდება, ამოუცნობ კაცს, რომელიც ქეისის დიდი იმედი უნდა იყოს, მაგრამ შეუძლია კი, ენდოს?
ფილმი კინოთეატრებში 22 იანვრიდან გამოჩნდება.''
ქლოი მორეცი ''The 5th Wave''-ის პრემიერაზე ლოს ანჟელესში.!
Tags:

სელინ დიონის მეუღლე გარდაიცვალა.!

გუშინ ღამე ცნობილი გახდა,რომ 47 წლის მომღერლის სელინ დიონის მეუღლე, 73 წლის პროდიუსერი, რენე ანჯელილი გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა,რომელიც მას 2010 წელს აღმოუჩინეს.ამ დიაგნზის დასმის შემდეგ სელინი კარიერას ჩამოშორდა და ქმართან ერთად ებრძოდა ამ დაავადებას. მაშინ რენემ სიმსივნე დაამარცხა, მაგრამ მეტასტაზები კვლავ გამრავლდა და 2013 წელს მდგომარეობა გაურთულდა.მას შემდეგ რენემ მხოლო სამი წელი იცოცხლა.
ეს ნაღვლიანი ამბავი სელინ დიონის თაყვანისმცემლებმა მისი სოციალური ქსელის, Facebook-ის საშუალებით შეატყვეს: „დიდი სევდით გაცნობებთ, რომ რენე ანჯელილი 73 წლის ასაკში, საკუთარ ლას-ვეგასში მდებარე სახლში გარდაიცვალა, ის დაავადების წინააღმდეგ მამაცად იბრძოდა. ოჯახს ამ ეტაპზე მისი გამოტირება სურს, ამიტომ, სხვა დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაგანდობთ“, - წერს სელინის წარმომადგენელი.


Tags:

Oscar Nominations 2016 - Full List Announced!Oscar Nominations 2016 - Full List Announced!


დიდიხნის ლოდინის შემდეგ 14 იანვარს, კინოაკადემიის წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გახდა ცნობილი ოსკარის გრანდიოზული ცერემონიალის რიგით 88-ე დაჯილდოების თარიღი და რაც ყველაზე მთავარია ნომინანტთა სრული სია. ეს ინფორმაცია აკადემიის ოფიციალურ საიტზე განთავსდა. წლევანდელი დაჯილდოება 28 თებერვალს გაიმართება, ხოლო მის წამყვანად ცნობილი მსახიობი და კომედიანტი კრის როლი მოგვევლინება.

Oscar Nominations 2016 - Full List Announced!


Tags:

ანჯელინა ჯოლი ამჟამად კამბოჯაში თავისი ახალი ფილმის გადასაღებად იმყოფება,მაგრამ მიუხედავად ამისა გამონახა დრო ოჯახთან ერთად ტაილანდში გაეტარებინა ახალი წელი. მათ სასტუმრო ზღვის ულამაზესი ხედით აირჩიეს და ამ ფუფუნებაში $ 18,000 დოლარის გადახდაც არ დანანებიათ.დასვენებას რა თქმა უნდა არ ჩაუვლია პაპარაცების გარეშე,რომლებმაც მოახერხეს მთელი ოჯახის დაფიქსირება,კატერით სეირნობისას.

ასევე ცნობილი გახდა,რომ ჯოლი-პიტმა მზრუნველობ აიღო 12 და ძმაზე,რომლებსაც არა მარტო სამედიცინო დახმარებით ეხმარებიან არამედ ელემენტარული ჩასაცმელით და სათამაშოებით. მათ ვარსკვლავურმა წყვილმა 200 დოლარის ტანსაცმელი უყიდა,შეგახსენებთ,რომ ქვეყანაში სადაც ისინი ცხოვრობენ ტანსაცმელი დოლარზე ნაკლები ღირს ასე რომ შენაძენი მათთვის საკმაო ფუფუნებას წარმოადგენს.გარდა ამისა ბავშვეს შეუძინეს ველოსიპედეპი და სხვა საჩუქრები.

ჯოლი-პიტების კიდევ ერთი ოჯახური ვიქენდი.!
Tags:

ვარსკვლავები 2016 UNICEF Ball -ზე.!ვარსკვლავები 2016 UNICEF Ball -ზე.!


დღეს ბევერლი ჰილსში გაიმართა საქველმოქმედო საღამო 2016 UNICEF Ball ,სადაც თავი მოიყარეს ისეთვა ვარსკვლავებმა როგორიცაა ნიკოლ კიდმანი,მიშელ როდრიგესი,ჯენიფერ კონელი,მირანდა კერი,სელენა გომესი,მერაია ქერი დევიდ ბექემი და ა.შ. ამ უკანასკნელმა ჯილდო მიღო, მისი ჰუმანიტარული საქმიანობისტვის.როგორც იცით დევიდს საკუთარი შვიდი საქველმოქმედო ფონდი გააჩნია და აქტიურად ეხმარება ბავშვებს.

საღამო გაიმართა UNICEF Ball-ისა და LOUIS VUITTON გაერთიანების აღსანიშნავად.ეს გახდება პირველი გლობალური პარტნიორობა ჰუმანიტარული ფონდისა და მოდის სახლს შორის.ისინი გაერთიანდნენ რათა დაეხმარონ კონფლიქტის ზონებში,სტიქიით დაზარალებულ ან უბრალოდ დაავადებულ ბავშვებს.

ვარსკვლავები 2016 UNICEF Ball -ზე.!
Tags:

ყველაზე სასაცილო და დასამახსოვრებელი მომენტები დაჯილდოებიდან.!
მართალია უკვე ჩაიარა წლის ყველაზე მნიშვნელოვანმა დაჯილდოებამ ''ოქროს გლობუსმა'',რომელსაც არაერთი კონომანი ელოდება,მაგრამ ჯერ კიდევ არ ცხრება შოუში განვითარებული მოვლენების განხილვა.ამიტომ გთავაზობთ ყველაზე სასაცილო და დასამახსოვრებელ მომენტებს დაჯილდოებიდან.გაიგებთ რაზე საუბრობს ყველაზე მეტად ინტერნეტ მომხმარებელი.

რა თქმა უნდა ცერემონიალზე ყველაზე მეტად ლეონარდო დიკაპრიომ მიიქცია ყურადღება, როდესაც მას ძალიან სახალისო რეაქცია ჰქონდა ლედი გაგას შეხებაზე. მოგვიანებით მსახიობმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა: "ღმერთო ჩემო, ეგ არის ახლა პოპულარული? უბრალოდ, არ ვიცოდი, რამ ჩამიარა, სულ ესაა".
ყველაზე სასაცილო და დასამახსოვრებელი მომენტები დაჯილდოებიდან.!
Tags:
« 1 ... 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 623 »
Back to Top